მეგობარო, ან მეცნიერულად მიუდექი საკითხს, ან პირდაპირ თქვი რომ რასისტი ხარ და ქართველთმოძულე.
გიხსნი თუ რატომ:
1. მეცნიერული მიდგომა - წესიერება ნაციონალურ-გენეტიკური მახსიათებელი კი არაა არამედ პიროვნული განვითარების მონაპოვარია.
ხოლო პიროვნება ვითარდება პიროვნებისათვის შესაბამის ზნეობრივ-სულიერ გარემოში.
შესაბამისად - გარემო რომელიც საქართველოში არსებობდა, შობდა ისეთ დიდ ინდივიდუალობებს, რომელთა აქ ჩამოთვლა- განხილვას ერთი თემა არ ეყოფა. მხოლოდ პოეტებზე, მწერლებზე, ხელოვან ადამიანებზე. მეცნიერებზე და ა.შ. არ იქნება იქ საუბარი. თქვენ რომ არც გსმენიათ (რადგან ინტერესი არ გაქვთ) ისეთ ადამიანებზე, რომელთა მაგალითებზე იდგა და საზრდოობდა ერის ცოცხალი ძალა - წესიერ კაცთა ერთება!
კერძო შემთხვევა -ათასი და ხუთი ათასიც რომ იყოს, ის მაინც კერძო შემთხვევად დარჩება იმ გაგებით რაც ზემოთ გითხარით როგორც მეცნიერული აზრი (ეთიკის მეცნიერება არსებობს და მრავალათასწლეული ისტორია აქვს). თქვენ ვერ იტყვით რომ ესა და ეს ერი არის უზრდელი.რადგან უზრდელობა, უწესობა- ანუ წესის არშესრულება არის ინდივიდუალური ადამიანის ქცევა. ქცევა გააჩნია ინდივიდს და არა ერს!
თქვენ ამაზე წამითაც არ დაფიქრებულხართ, რადგან თქვენი ფარული კომპლექსების აშკარა გამოხატულებაა საკუთარი ერის თანდაყოლილი სიძულვილი.

განვიხილოთ:
2.ფსიქოლოგიური მოტივაცია: თქვენ რომ სიყვარულიდან ლაპარაკობდეთ, თქვენ რომ გულისტკივილით საუბრობდეთ, მაშინ დეკლარირებულ სიძულვილს კი არ გადმოაფრქვევდით ანტიმეცნიერული დასკვნებით, არამედ დაფიქრდებოდით იმაზე თუ რა არის საზოგადოდ წესიერება, ვისი თვისებაა, მოიძევებდით წყაროებს, ჩაუღრმავდებოდით თქვენი ერის წარსულსა და აწმყოს, შეეცდებოდით გარემოებათა შემოქმედი დროებითი თუ შორს მიმავალი მიზეზების დადგენას.
მაგრამ თქვენ ეს არც გიცდიათ. რადგან გულის სიღრმეში გძულთ საკუთარი წარმოშობა. გძულთ რადგან ვერ გაგირკვევიათ ვინ ხართ
თქვენ ეროვნული იდენტობა არ გაგაჩნიათ. სამწუხაროდ. სწორედ ესაა თქვენი ფარულ-აშკარა გაღიზიანების და კომპლექსის მიზეზი, რომელსაც ასეთ მცდარ გზაზე გაჰყავხართ ლაბირინთის სიღრმეში.
მეგობარო, ახალო ევოლუციავ,იქნებ რევოლუცია თქვენი თავის გარდაქმნით უნდა დაიწყოთ? იქნებ ამ მოთხოვნილებას მიანიშნებს თქვენი ნიკი?
This post has been edited by annavita on 17 Jan 2016, 14:06