დაწერე აბა როგორ წარმოგიდგენია ეს, თეორიულად დაწერე, რაიმე თეორიული მაგალითი მოიყვანე. მართლა მაინტერესებს.
თან ისტორიასაც გადახედე.
ერთ-ერთი ასეთი სტალინი იყო უზარმაზარი იმპერიის ხელმწიფე და რა ხეირი მივიღეთ ჩვენ ამით?
ხო, კარგი, აფხაზეთი შეიყვანა საქართველოს იურისდიქციაში, მარა ამავდროულად არცერთი ავტონომია არ გაუუქმებია!!!
არა და თავისუფლად შეეძლო და ბოდიში კუტუ არავის მოეჭამა ამისათვის.
1859-ში რუსეთის მიერ მითვისებული ქართული ჩრდილოეთ მიწები (დვალეთი-ალაგირის რაიონი, სოფელი ჩმი ყაზბეგის რაიონში, რამოდენიმე ჰექტარი ხევსურეთში) ხომ შეეძლო უკან გადმოეცა საქართველოსათვის?
აზერბაიჯანზე და სომხებზე ბრონშტეინ-ლენინის მიერ ნაჩუქები ქართული მიწებიც ხომ შეეძლო უკან დაებრუნებინა ჩვენთვის?
რატომ არ გააკეთა?!
უზარმაზარი სამხედრო მრეწველობა არსებობდა მის დროს საბჭოთა კავშირში და საქართევლოში 31-ე ქარხანა სულ შეთხვევით მოხვდა.
ხომ შეიძლებოდა საქართველოშიც ერთი-ორი ქარხანა ყოფილიყო.
უამრავი რამის გამო შეიძლება მისი გამტყუნება როგორც ქართველის, რომელსაც ჭეშმარიტად შეეძლო თავისი სამშობლოს აყვავება და არ გააკეთა რაღაცა მიზეზების გამო.
კი, ძალიან ბევრი რამ გააკეთა კიდეც, მის მიერ ხელმოწერილია ბრძანება თბილისში მეტროს გახსნის შესახებ.
ფილმი გიორგი სააკაძის ბიუჯერი იმხელა იყო, საბჭოეთის სხვა ქვეყნების კინომატოგრაფები შურით შესცქიროდნენ საქართველოს კინომატოგრაფებს და სხვა ბევრი რამ.
შევარდნაძე - მაგაზე უკვე მიწერია და აღარ დავწერ მეორედ.
სააკაშვილი - ამაზე წერას აზრი არა აქვს, ფორუმის ამ თემის გვერდები არ ეყოფა მისი "ვაჟკაცობების" აღწერას.
ხო და აბა მიპასუხე, ამ გამოცდილების მიხედვით მართლა გჯერა რომ ქართველები ვართ ის ერი, რომელიც ზრუნავს თავის სამშობლოზე?!
აგერ, სომხები ამერიკის შიგნიდან მართავენ სომხეთთან მიმართებაში პროცესებს. უძლიერესი და უმდიდრესი სათვისტომო ხომ ყავთ, ეგ კიდევ არაფერი და ამერიკის კონგრესში სომეხი კონგრესმენი ზის, რომელიც "კედლის ნგრევით" ცდილობს ამერიკის სომეხთა ინტერესების დაცვას.
ეხლა გადახედე რა ხდება საქართველოს საელჩოებში საზღვარგარეთ და შეადარე ერთმანეთს!
ისტორიამ გვაჩვენა რომ ქართველები არ ვართ ერთმანეთის გამტანი ერი.
საკუთარი კეთილდღეობისათვის ქართველი ფეხებზე იკიდებს ხშირ შემთხვევაში პატიოსნებასაც და ნათესავსაც.
საქართველოზე ფიქრი ხომ რაღაც ზე-ირაციონალურია "ჩვენთვის"