შანსი არ არის
რეგიონში, თურქეთზე გაკეთდა "სტავკა"
მის ამბიციებს კი ირანით დააბალანსებენ
..... (ეს მხოლოდ ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ამ გეოპოლიტიკურ მომავალს ახმოვანებს)
2. აშშ დაუპირისპირდება ისლ.სახ. იმ ფონზე, როცა თურქეთი, შუა აღმოსავლეთის რეგიონში ანგარიშგასაწევ ძალად ყალიბდება
იმის გათვალისწინებით, რომ ისლამისტები ეცდებიან გაფართოებას, აშშ ახალი გზების ძებნას დაიწყებს მათთან დასაპირისპირებლად. ფრიდმანის პროგნოზის მიხედვით, თურქეთი იქნება გასაღები ახალი სტრატეგიისთვის იმ ფონზე, რომ თურქები თვალს ადევნებენ რუსეთის ქცევას სირიაში. ახალი წლისთვის, აშშ შეიმუშავებს ახალ სტრატეგიას ისლ. სახ. დასაპირისპირებლად, რომელიც დაეფუძნება რეგიონში არსებულ სიცოცხლისუნარიანი ქვეყნების ერთობლივ ძალისხმევას ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
რეგიონში 4 ძირითადი ქვეყანაა, რომელიც მათ ესაზღვრება, თურქეთი, არაბეთი, ისრაელი და ირანი: მათგან, არცერთს არ სურს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვა, მაგრამ ამერიკა, ერთ-ერთ მათგანს აიძულებს, რომ იტვირთოს ისლამისტების დამარცხების და რეგიონის სტაბილიზების ტვირთი. ფრიდმანის აზრით, ეს იქნება თურქეთი, რომელიც გადადგამს ნაბიჯებს სირიაში თავისი ინტერესების დასაცავად, აშშ მხარდაჭერით. რუსების სირიაში აქტიურობა აშფოთებს თურქებს და ასევე, მათ სხვა პრობლემებიც აწუხებთ, ფასის ვარდნა ენერგო მატარებლებზე და ეს ყველაფერი, თურქეთს, კიდევ უფრო დააახლოებს აშშ-თან და უფრო მტრულად განაწყობს რუსეთის მიმართ.
3. რუსეთი და უკრაინა, ალბათ ზავის მაგვარ შეთანხმებას მიაღწევენ
2016 წელს, უკრაინა და რუსეთი რაღაც შეთანხმებას მიაღწევს, რომლის დეტალები, ჯერ უცნობია. აშშ-ის პარტნიორებს რეგიონში, ეს შეთანხმება არ მოეწონებათ, მაგრამ ფრიდმანის აზრით, ამ შეთანხმებით, გერმანია აღფრთოვანებული იქნება.
რაც შეეხება რუსეთს, - ის დათანხმდება უკრაინასთან დაზავებას (ფორმალურსაც და არაფორმალურსაც), თუმცა, ამ შეთანხმების სტრუქტურა ჯერ გაურკვეველია, კონფლიქტი მაინც ჩაცხრება.
რუსეთის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს მეზობელი ქვეყნების ნეიტრალიტეტი უკრაინის ჩათვლით. ამისთვის, ისინი განაგრძობენ შეიარაღების ზრდას, რის გამოც, აშშ, იძულებული იქნება გააძლიეროს რეგიონის სასაზღვრო დაცვის სფერო.
მიმაგრებული სურათი