Z A Z Aაფირისტია მაგ ქალი, თან მელკი აფირისტი.
სხვათა შორის, მაგ პოლიციელის დედამაც იცის, ეგ არაფერ შუაში რომაა, თან, დასცინის:
http://kvira.ge/26-%E1%83%9B%E1%83%90%E1%8...83%98%E1%83%AA/ფაქტობრივი გარემოებები
26 მაისის ღამეს პოლიციის თანამშრომელი, ლეიტენანტი ვლადიმერ მასურაშვილი მართლაც გარდაიცვალა, თუმცა ეს ფაქტი ჩიღვინაძის საქმეში აღარ ფიგურირებს, რადგან ადვოკატის თქმით, “ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ჩიღვინაძის საქმესთან ვეღარ დააკავშირეს.”
მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დღემდე დევს ვიდეო, სადაც დაკავებული ივა ჩიღვინაძე პოლიციელის სიკვდილში თანამონაწილეობას აღიარებს:
“წამოვედი აქციიდან, ვიყავი თეთრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და შუაში ჩავუდექი. მომიტინგეთა და სპეცრაზმის რაოდენობა ძალიან დიდი იყო, იმ წუთას ვერ ვიგრძენი, მაგრამ ჩემი აზრით ამ დროს გავკარი სარკე, წონასწორობა დავაკარგვინე და მერე უკანა მანქანამ გადაუარა”.
“ლიბერალი” დაინტერესდა, თუ როგორ აღიარა დაკავებულმა დანაშაული წინასწარ, რომელიც შემდეგ არ დამტკიცებია, თუმცა შსს-ს პრესსამსახურთან დაკავშირება ვერ შევძელით.
ივა ჩიღვინაძეს ათი წელი შეუფარდეს. ოთხი - პოლიციელის დაშავებისთვის. ექვსწლიანი სასჯელი თავის მხრივ ორ ნაწილად იყოფა: ორი წელი პოლიციის მანქანასთან შეჯახებისთვის, ოთხი კი - პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
ჩიღვინაძემ სააპელაციო სასამართლოში იჩივლა, მაგრამ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მიშასდროინდელმა ექსპერტიზამ, სამხარაულისამ, დასკვნა დადო, ესკორტს არვისთვის გადაუვლიაო.
მასურაშვილის გარდაცვალების გარემოებები ნაციონალურმა პროკურატურამ არ გამოიძია - ისინი იმის მცდელობებში იყვნენ, როგორმე ვინმესთვის შეეტენათ, მაგრამ ე.წ. ესკორტის მანქანების ექსპერტიზებმა ანახა, რომ ადამიანთან დაჯახებას ადგილი არ ჰქონია.
არსებობს ვარაუდი, რომ ესკორტის მანქანებს ადევნებულმა "სამართალდამცავების" ერთ-ერთმა მანქანამ გააკეთა ეს.
თუმცა, ახლა ამის დადგენა უკვე გამორიცხულია.
არადა, ესკორტის ყველა მანქანა ექსპერტიზაზე იყო გაყვანილი.
გაგიკვირდება და, თავად მანქანების მფლობელების სურვილით და ინიციატივით.
დაჟე, ამისთვის ფულიც თავად გადაიხადეს.
კადრების ექსპერტიზამაც იგივე თქვა - ესკორტს არვისთვის გადაუვლიაო.
ვიღაცას ლინკის გახსნა დაეზარება და, ბარემ ისე დავდებ:
26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დედა აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს 0
BY საინფორმაციო პორტალი კვირა ON 26/05/2014 13:33 პრესის მიმოხილვა
26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის დათო მასურაშვილის დედა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს. როგორც გარდაცვილის დედა ანა აზნაურაშვილი აცხადებს, მისი შვილი დიდი სისწრაფით მიმავალმა შავმა ჯიპმა გაიტანა, რომელშიც ანზორ და ბადრი ბიწაძეები ისხდნენ.
„ახლა ყველაფერი პირველწყაროდან შევიტყვე. დაახლოებით ორი თვეა, ყველაფერი დაზუსტებულად ვიცი. წარმოდგინეთ, ესკორტის რამდენიმე მანქანამ გაიარა დიდი სისწრაფით. მისი დაბნელებული კადრები მიიტანეს ექსპერტიზაზე, რომელმაც დაასკვნა, რომ ამ ესკორტს ადამიანისათვის არ გადაუვლია… თუმცა მცირე პერიოდის შემდეგ გიჟური სისწრაფით მოდის ცალკე მანქანა, შავი ჯიპი, რომელშიც ანზორი და ბადრი ბიწაძეები ისხდნენ. სწორედ ეს მანქანა დაეჯახა ჩემს შვილს, რომრლსაც გზაზე მოქალაქე გადაჰყავდა“, – ამბობს ანა აზნაურაშვილი.
მისივე თქმით, ნინო ბურჯანაძე შვილს „კრუხივით“ სწორედ იმიტომ იცავდა, რომ დათო მასურაშვილის სიკვდილი მისი შვილის კისერზე იყო.
„გახსოვთ კადრები, რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში პოლიციელებმა ანზორ ბიწაძე რომ აიყვანეს? ნინო ბურჯანაძე თუ გახსოვთ, შვილს კრუხივით რომ გადაეფარა? იცი რატომ წაიყვანეს? დათო მასურაშვილის გარდაცვალების გამო. მერე მოხდა ალბათ მოლაპარაკება და ბურჯანაძის ქმარიც და შვილიც საქართველოს გაეცალნენ. ვვარაუდობ, რომ გარიგება მოხდა პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. ბურჯანაძე თვლის, რომ მე დამაშანტაჟეს, შემაშინეს, მეტიც თურმე ქრთამიც მომცეს. ჩემი ხუთი შვილის სიცოცხლეს გეფიცებით, ერთადერთი ვინც მე დამაშანტაჟა, ნინო ბურჯანაძეა“, – ჰყვება ანა აზნაურაშვილი.
გარდაცვლილი პოლიციელის დედას მისი შვილის სიკვდილის გამო დაჭერილი პირი რეალურ დამნაშავედ არ მიაჩნია და ფიქრობს, რომ მან დანაშაული დაიბრალა.
„მინდოდა, ნამდვილი მკვლელი დასჯილიყო და არა ვიღაც საბრალო კაცუნა, რომელიც, ორ ჭიქას რომ დალევს, მეგობრებში ტირის ქალივით, – მე მკვლელი არ ვარ, დავიბრალეო“, – ამბობს აზნაურაშვილი.
განსაკუთრებით ამას მიაქციეთ ყურადღება:
„მინდოდა, ნამდვილი მკვლელი დასჯილიყო და არა ვიღაც საბრალო კაცუნა, რომელიც, ორ ჭიქას რომ დალევს, მეგობრებში ტირის ქალივით, – მე მკვლელი არ ვარ, დავიბრალეო“, – ამბობს აზნაურაშვილი.
თან, იცის კაცი ტყუილად რომ იჯდა, თან კაცუნას ეძახის და უარესიც - თავისი პირით აქვს ნათქვამი - მერე რა, მაგას თუ არ მოუკლია, მაშ ჩემი შვილის გამო არვინ უნდა იჯდესო?
ჩემთვის ახლა ამ ქალის გამოჩენა ნაცულიკებთან ერთად, ადვოკატები ნაცულიკები ჰყავს, კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ალეკო და ნაცულიკები ერთად "მოღვაწეობენ".
გოუჭირდა ალეკოს, ნაცულიკებმა გამოაგდეს აზნაურაშვილი.
მაგრამ ეგ საქმე უნუგეშოდაა ჩაფლავებული.
This post has been edited by eeelllooo on 9 Mar 2016, 21:00