კარგი, ვთქვათ და მოხდა რუსეთის ფაქტორის სრული ნეიტრალიზაცია.
არა მგონია, ომი გახდეს საჭირო, ფართომასშტაბიანი მაინც, ყოველ შემთხვევაში.
ვინ უნდა იომოს? ვინ დაუდგება მხარში? რა რესურსებით უნდა ებრძოლონ საქართველოს?
ან როგორ გგონიათ, დასავლეთი შორიდან მიადევნებს თვალს მოვლენებს?

აქტიურად ჩაერთვებიან პროცესებში. მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოგვიწოდებენ.
აფხაზები მიაწვებიან თავისას, იქნებ გაგვივარდესო და დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვენ.
თუმცა, არავინ მისცემს თანხმობას და გააცნობიერებენ ბოლოსდაბოლოს, რომ საქართველოს იურისდიქცია უნდა აღდგეს რეგიონში.
გარდა ამისა, უტოპია მგონია აფხაზეთში ყოველგვარი ავტონომიის გაუქმებაზე ლაპარაკი.
იმჰო, დასავლეთი არ შეეგუება მსგავს რამეს და იზრუნებს, რომ ჰქონდეს აფხაზეთს ავტონომია.
თურქეთის ფაქტორს რაც შეეხება
არ იჯდებიან მშვიდად და მაქსიმალურად ეცდებიან მათთვის სასურველი რეალობის შექმნას...
თუმცა, ძალიან ძნელი სათქმელია, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამენ...
. .