ბიჭო ასეთი ძნელია აზროვნება?
არ შეიძლება ცოტა ხანი ხალხში გაერიონ და ხალხივით იფიქრონ და მათი თვალით შეხედონ ამ სამყაროს?
ნუთუ ძნელია იმის მიხვედრა რატოა ქალაქში ბევრი მანქანა.
თბილისი რო გახდა თავკომბალა და ყველა აქ მოდის რატო მოდის ძნელი მისახვედრია?
და ვინც მოდის ყველას მანქანა რო უნდა რატო უნდა მაგასაც ვერ ხვდებიან ხო?
რატო ცდილობს ხალხი 500-600 ლარიანი შემოსავლით სესხი აიღოს და 200$-ად რამე მანქანა იყიდოს?
იმიტომ რომ შეუძლებელია ამ ქალაქში სიარული საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
იმდენად მოუწესრიგებელია სისტემა რო არ იცი სამსახურში დაიგვიანებ თუ არა, ან ისევე სუფთად მიხვალ თუ არა როგორც სახლიდან გამოხვედი
პიკის საათში მარშუტკა რო ბოლო გაჩერებაზევე ივსება და უახლოეს მანძილზე ფეხზე დასადგომი ადგილი აღარაა როგორ უნდა იმგზავრო ეგეთი ტრანსპორტით?
ჩამოსვლისას მინიმუმ 15 კაცს რო უნდა გადაუარო და 15 ტრაკი რო უნდა გეხახუნოს სანამ სამშვიდობოს გამოხვალ. თუ არ გაგიმართლა და ვინმე მსუქანი დგას ფეხზე, ეს 15 კაცი დაბლა რო უნდა ჩავიდეს რო გაატაროს ეს მსუქანი და მერე იმან შენ გაგატაროს.
მძღოლებს ფორმულა1-ზე რო ჰგონიათ თავი და ორი ხელით თუ არ ხარ მოჭიდებული ხან ვის მიეჯახები და ხან ვის.
მძღოლი ისეთ პახმელიაზე როა ფანჯრის ჩაწევა სჭირდება რომ ცუდად არ გახდეს, ეგეთ ტრანსპორტით სიარული ვის მოეწონება?
ავტობუსებზე ხომ არაფერს ვამბობ, დაპატარავებული მარშუტები, შემცირებული ავტობუსები და აყროლებული და ბინძური სალონი....
სწორედ ამიტომ ყველას უნდა რომ მანქანა ჰყავდეს რომ ნორმალურად იმგზავროს, თუნდაც იმ საცობში მარშუტკაში ფეხზე დგომის ნაცვლად ნორმალურად იჯდეს მაინც და ნორმალურად ატაროს თავისი ცოლ შვილი იქნება თუ მშობლები.
მარა რათქმაუნდა ეს ყველაფერი ჯიპებიდან არ ჩანს, იქიდან მხოლოდ საცობები ჩანს და ამ საცობებში მდგომი ბევრი იაფიანი მანქანა რომლებიც ხელს უშლიან "ელიტას" და ამ "ელიტამ" გადაწყვიტა შეუზღუდოს რაღაც უბრალო ხალხს რომ თვითონ კომფორტულად იმგზავროს ხალხის მიერვე ნაყიდი მანქანით.
ჰოდა ეს უბრალო ხალხი იქნება დედას რო #####ნავს ამ ელიტას და მერე გაუკვირდებათ რატომო

))