ერთ დადებულ კლიპში 41-0-ია ამაყად ნათქვამი და სასურველია უკუღმაც წაიკითხოს თავად --- თვითკრიტიკულად და რეპერულად...
კითხვაც არსებობს:
სხვა რა ჰქნას?
შეუძლია რევოლუციონერობა და უარსაყოფის უარყოფანი, როდესაც აფიორების აკადემიკოსზეა თავად დამოკიდებული?
***
ხშირად ერევათ ერთმანეთში --- პიროვნული, სახელმწიფოებრივი, ავტონომიური და ა.შ. დამოუკიდებლობანი და მითუმეტეს სიტყვა აბსოლუტურ დამოუკიდებლობაში.:
არადა არსი სულ სხვაა ამ სიტყვისა:
არსობრივად მიუღებელზე დამოკიდებულება იგულისხმება მასში.
უზრუნველყოფაც გარკვეულწილად დამოკიდებულია უზრუნველმყოფზე --- ::გინდ სულიერად და გინდ მატერიალურად და მასვე ძალუძს უბოძოს მის მიერვე განსაზღვრული თავისუფლება...
მამა მამობრივს უბოძებს და მამინაცვალი მამინაცვლურს...
***
ადამიანი შეფარულ ცოფს რომ ანთხევს და მუდმივად ამპარტავნობა ეზრდება ცარიელი თავთავივით --- ღიად მეეტყველებს მისი მბოძებელის ნამდვილ ვინაობაზედ.
მეტობის მსურველს კი --- მეტიც მოეთხოვება-ევალება და ამ პასუხისმგებლობას აცნობიერებს კეთილად გონიერი, თავმდაბალი --- მკაფიო განსხვავებით გაბოროტებული ამპარტავანისაგან...
***
ბოროტების ბუნება სულ სხვაგვარია და მას მუდმივად ჰგონია, რომ სიკეთე მის მოსპობას ცდილობს და დასწრების პრინციპით მოქმედებს სიკეთისაგან დიამეტრიულად განსხვავებული
წეს-რიგით.
მისთვის სიკეთე ერთგვარად უდიდესი ბოროტებაა,
რაც სიკეთისათვის უდიდესი მადლია და პირუკუ.
ორი უკიდურესობა მესამის შესაცნობად, რომელსაც
შეუცნობელი სიკეთე ჰქვია... და მის მონა-ყმებს კი ნელთბილნი.
მესამიდან კი მეოთხე საფეხურია მეხუთისაკენ --- სამ-ოთხიდან
ოთხუთისკენ.
41-ის ციფრობრივი ჯამიც ხომ 5-ია?
This post has been edited by triumpi on 16 Jan 2016, 19:01