სიმართლე გითხრა ომის ატეხვასაც კაცობა უნდა!
ტრაკი უნდა გქონდეს რომ ასეთ ნაბიჯზე წახვიდე, მითუმეტეს როცა იცი რომ რუსეთს უპირისპირდები და დიდი ალბათობით ვერავინ ვერ გაბედავს შენს პირდაპირ დახმარებას.
ამის გამო რესპექტი მიშას

არც წაგებაა დიდი თავის ტკივილი.
როცა იცი ვინცაა შენი მოწინააღმდეგე, დიდი ალბათობით იმასაც ათვითცნობიერებ რომ ვერც ფინანსური თუ ადამიანური რესურსებით, და ვერც სამხედრო ძალით დიდი ხანი ვერ გაუძლებ 140 მილიონიანი ქვეყნის ერთ-ერთ უძლიერეს სამხედრო ძალას.
ხო და როცა ასეთ ომზე მიდიხარ, ტრაკიანი ბიჭი უნდა იყო! მარტო ავანტიურიზმით შორს ვერ გაფრინდები, მითუმეტეს აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ის ფაქტი რომ იგი ქვეყნიდან არ გაქცეულა ქინძი ჟორდანიას მთავრობასავით, და მიწაზე იხოხიალა თუ ჰალსტუკი ღეჭა, საკუთარი ხალხის გვერდით იდგა ქვეყნის დედაქალაქში!
გენერალიტეტის კრისებმა კი კომპეტენციის არქონის, ამპარტავნობის, "რუსეთი არ ჩაერევა" პოზიციით მიშას მიერ არმიაში დაბადებული უამრავი ადამიანური/ინტელექტური თუ ფინანსური რესურსი 5 დღეში გაანიავეს და რუსებს გაატანეს სამხედრო ნადავლად!
ამის გამო მათ ვინმემ/ქვეყნის მოსახლეობამ მოსთხოვა პასუხი?!
ამას ვინც არ/ვერ ხედავს და არ აფასებს, ან მაგარი მუტრუკია, ან, არც კი ვიცი რა დავუძახო.
აქ პრობლემა იცი რაშია?
2008 წლის ბოლომდე პირადად მე მიშას "ვედექი გვერდში" და დარწმუნებული ვიყავი რომ ყველას დასჯიდა გაერთიანებული შტაბიდან, ვინც თავისი არაკომპეტენტურობით მოგებული ბრძოლა წაგვაგებინა 2008-ში ცხინვალის რეგიონში.
უმაღლესი მთავარსარდლის უფლებებში რაც შედიოდა, მიშა თავზე იყო გადაყოლილი არმიას. რაც შეეძლო არაფერი მოუკლია. გაერთიანებული შტაბის კრისებმა კი მის ხარჯზე სკამებიც შეინარჩუნეს, სიცოცხლეც, მიშა კი ქვეყნის გარეთაა მიგდებული.
იცი რატომ?
იმიტომ რომ თვითონ დაუშვა შეცდომა მიშამ როცა კედელთან არ მიაყენა გაერთიანებული შტაბის გენერალიტეტი 2008-ში ბრძოლების შემდეგ!!!
ეგ რომ გაეკეთებინა, დამიჯერე აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყნის "მილიტარისტებისა" მის გვერდში დადგებოდა!