DRAKONIოკ

ეს თუ არ გავითვალისწინეთ რასაც ქვემოთ დავწერ, მაშინ არ ექნება აზრი არანაირ არგუმენტს
სახელმწიფო და მისი მოქალაქეები გარკვეულ შეთანხმებაში არიან ერთმანეთთან.
მოქალაქეები, ბიზნემენები, დასაქმებულები და სამსაქმებლები და ა. შ. ვიხდით გადასახადს
და იმაზეც ვართ თანახმანი, რომ როდესაც ჩვენი გადახდილი ფულით მივცეთ მაღალი ხელფასი
მინისტრებს, დავუნიშნოთ მანქანები, მობილურზე საუბრები ავუნაზღაუროთ და ა. შ.
ასევე ვთანხმებით მაღალ ხელფასების დანიშვნაზე და დამატებით კომფორტზე საკანონმდებლო
ანუ პარლამენტარებზე და მოსამართლეებზე.
ამ ყველაფერს ის აზრი აქვს, რომ მე, შენ, სხვა, ის მოქალაქეები ვთანხმდებით ოღონდ სამაგიეროდ
ვითხოვთ რომ არ აიღონ ქრთამი, არ მოიპარონ, კანონმდებლემა მიიღონ შესაბამისი კანონები და რეგულაციები
და მოსამართლეები იყვნენ ობიექტურნი.
დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება, როგორც ქვეყნის შიგნით ((პოლიცია, პატრული)) ისე აქეყნის გარეთ ((საელჩოების მეშვეობით))
შექმნან კარგი ჯანდაცვის და განათლების სისტემა, მიხედონ გზებს, მიხედონს საზ. ტრანსპორტს და ა. შ.
გადასახადების გარდა მოქალაქეებსაც აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები სახელმწიფოს მიმართ და აღარ ჩამოვთვლი ახლა.
ეს არის ძალიან ზოგადის სურათი.
ახლა კონკრეტულად.
არის თუ არა ქალაქში მოწესრიგებული საზ. ტრანსპორტი ?
არა.
9//21 საათის შემდეგ ძალიან იშვიათად დადიან მარშუტკები
გადაადგილება გიწევს ტაქსით.
პიკურ საათებში ბოდიში მომითხოვია და ისეა მარშუტკები გატენილი ტრაკები აქვთ ხალხს გამოყოფილი გარეთ.
ავტობუსები - საშინლად ბინძურები.
ავტობუსები - საშინელი გამონაბოლქვით - არსებობს ნეტში ბევრი ვიდეო და შეგიძლიათ ნახვა.
მარშუტკების სიარული - არ იციავენ არანაირ წესებს - საუბრობენ მობილურზე, ეწევიან სიგარეტს, თავისუფლად გადადიან წითელზე,
ორმაგ ხაზზე, დადიან დიდი სიჩქარით.
მეტრო არ მუშაობს 24 საათი და არც ყველა უბანშია.
არის თუ არა ალტერნატული წყაროები, მაგ ველოსიპედით გადაადგიელბის საშუალება ?
არა.
არ არის ველოსიპედის გზები.
რომ იყოს და არის ამის მაგალითები - ბათუმი, რუსთავი სადაც არის ველოგზები ავტომობილის
უზრდელ მძღოლებს ფეხებზე ჰკიდიათ და მაინც აპარკინგებენ ველოგზებზე.
არის თუ არა მოწესრიგებული გზები ((ზოგადად გზები)) ?
არა.
ნუ თუ ნარმანიას დავუჯერებთ ორმოები აღარ არის ქალაქშიო, მაგრამ იმედია თქვენც დადიხართ
თბილისში და ამჩნევთ უამრავ ორმოს.
არის თუ არა მოწესრიგებული საგზაო დაგეგმარება - გზაჯვარედინები, შუქნიშნები, გაჩერებები ?
არა.
ქალაქში არის ადგილები სადაც ავარიის დროს კარგი ექსპერტი თუ არ მოიყვანე ვერ გაარკვევს
ვინ მტყუანი და ვინ მართალია.
ქალაქში მხოლოდ რუსთაველზე და ჭავჭავაძეა აჩერებენ მარშუტკები გაჩერებებზე.
ყველგან გაჩერებებზე აჩერონ და არ იქნება ასეთი ზედახორა, საგრძნობი რაოდენობით
შემცირდება პატარ-პატარა საცობები
არის თუ არა შშმ პირთათვის საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული ?
არა.
პაკინზე არა ასასვლელ-ჩასასვლელებზე არამედ შუა ტროტუარზეა ფილები დაგებული,
რუსთაველზე ,,პადზემკაში" ჩასასვლელი გააკეთეს და მას შემდეგ გაჩერებულია, ტროტუარებზე
ისევ და ისევ ავტოები და მშენებლობებს აქვთ ჩაკეტილი და ბოლოს და ბოლოს რომც მიაღწიოს
გაჩერებამდე ტრანსპორტი არ არის რომ გადაადგილდეს.
ყველზე უბრალოდ ცდა შეგიძლია ჩაატარო - საბურთალოზე, სადაც გლდანის შაურმა გაიხსნა ((ორსართულიანი))
იქიდან ტრუტუარით გაჰყევი ,,გეპეისკენ" შემოუხვიე მარცხნივ და . . . ტროტუარი ისე პატარავდება ველოც ძლივს გაეტევა.
როდესაც შენ - სახელმწიფო რაღაცას მიკრძალავ ((რამდენად კანონიერად თუ უკანონოდ ამაზე არ არის საუბარი)),
ამ შემთხვევაში გადაადგილების საშუალებას მომავალში უნდა შემომთავაზო ალტერნატივა
და რას მთავაზობს ამ დროს სახელმწიფო - უზრდელ, მწეველ და საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ მარშუტკის მძღოლებს,
გადატენილ ტროტუარებს, უპარკინგო ქალაქს, მხრჩოლავ და მბოლავ ძველ ავტობუსებს, ორმოებიან გზებს და დაუგეგმავ ქალაქს.
გარდა ამისა მოქალაქეს უკრძალავს ისეთი ავტოს შეძენას რომელიც ვთქვათ მხოლოდ მარჯვენა საჭით გამოდის.
ეს არ შეიძლება.
არ შეიძლება რაიმე ნიშნით აკრძალვა.
ერთ დღეს რომ მოუვიდეთ იდეა - მოდი ბმვ და ჰონდა ავკრძალოთ იმიტომ რომ სტატისტიკურად ((არ ჩამიტარებია კვლევა
უბრალოდ ფიგურალურად ვწერ)) ყველაზე ხშირად ხვდებიან ავარიებში და ჰონდები იმიტომ რომ ღამე დადიან და დიდი ხმა აქვთ.
და აკრძალავენ.
მოდი ავკრძალოთ წითელი//შავი??თეთრი მანქანები.
აკრძალევენ
უამრავ იმპორტიორი კარგავს შემოსავალს, ბაზრობებზე მომუშავე ხალხი და ზოგადად რაღაც კატეგორია ხალხის რჩება უმუშევარი,
ან შემცირდება მათი ფინანსები.
როდესაც შენ - სახელმწიფო უუნარო ხარ - 1.67 და 2.51 აიყვანე დოლარი ამ ხალხს მაინც აცადე რომ თვითდასქმებით ნახონ შემოსავალი.
პირიქით, ამათაც უსპობ.
მოდი შემთანხმდეთ - დადგეს ქალაქში ((თუ პატრულები არ ჰქოფნით)) ბევრი კამერა და დაჯარიმდეს ყველა - მარშუტკაც, წვერებიანი მამაოც,
შკოდაც, ავტობუსიც და მეც, შენც და ისიც - ვინც დაარღვევს.
ესე სტატისტიკით, ,,ტუპად" რაღაცის აკრძალვა არ შეიძლება.
ვინც მეთანხმებით ლაიქ, ვინც არა შეარ !