ლევან კობიაშვილი - "კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან თანამშრომლობა"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებაზე ლევან კობიაშვილმა გააკეთა კომენტარი:
"პირადად შევხვდები კახა ცხადაძეს და იმედი მაქვს, მასაც ექნება სურვილი, რომ დავილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, თუ როგორ გავწყვიტოთ თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვსურდა მასთან თანამშრომლობა".
კობიაშვილმა ნაკრების მომავალ მწვრთნელზეც ისაუბრა. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით ჯერ არაფერია ცნობილი.
"ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის სავარაუდო კანდიდატებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით",-განაცხადა კობიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე თანამდებობას ოფიციალურად ლევან კობიაშვილთან შეხვედრის შემდეგ დატოვებს.
http://rustavi2.com/ka/news/37357