დამშვიდდი მეგობარო მალე მაგეებსაც ჩაანაცვლებენ კომფორტული მაღალხარისხიანი გაზელ NEXT ებით მერე რაღას იტყვიან ეგ მძღოლები

თბილისში, შესაძლოა, რუსული წარმოების ავტობუსები გამოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ავტოპარკის განახლების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში რუსული „газ-ის“ ოფიციალური დილერი „სტრადა ავტო“ გაიმარჯვებს. კომპანიის ხელმძღვანელის დავით ზაუტაშვილის თქმით, ისინი გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში, რადგან რუსული „газ-ის“ წარმოების ავტობუსები დედაქალაქის სატრანსპორტო მოთხოვნებს შეესაბამება – არის თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების და იტევს 24 და მეტ ადამიანს.
სწორედ ზაუტაშვილის კომპანიაა რუსული ავტომწარმოებლის პროდუქციის დილერი და ქართულ ბაზარზე რამდენიმე თვეა „газ-ის“ ავტომობილებს ჰყიდის.
რუსულმა „газ-მა,“ რომელიც კომპანიათა ჯგუფ „ბაზოვი ელემენტში“ შედის, საქართველოში ახალი თაობის მანქანების „გაზელ NEXT “–ისა და „გაზონ NEXT“–ის გაყიდვები უკვე დაიწყო. საუბარია მსუბუქ კომერციულ ავტომობილ „გაზელ NEXT“–ზე, „გაზელ ბიზნესზე,“ და სხვა მოდელებზე.
ქართულ ბაზარზე აღნიშნული ავტომობილების დილერი კომპანიის „სტრადა ავტოს“ გენერალური დირექტორის დავით ზაუტაშვილის განცხადებით, ქართულ ბაზარზე „გაზის“ ავტომობილებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. ამის მიზეზად ზაუტაშვილი მაღალ ხარისხსა და დაბალ ფასს ასახელებს.
კერძოდ, ევროპულ ანალოგებთან შედარებით, ეს ავტომობილები 30–40 პროცენტით იაფი ღირს და მათი ღირებულება 14 და 17 ათასი დოლარიდან იწყება.
კლიენტებს შორის კი, ძირითადად სახელმწიფო ორგანიზაციები, უმეტესად მუნიციპალიტეტები არიან, რომლებსაც სპეცტექნიკა სჭირდებათ – ნაგვის მანქანები, ამწეები და სხვა.
რამდენად ამართლებს ქართულ ბაზარზე რუსული ავტოწარმოების პროდუქციის რეალიზაცია, რომელიც არცთუ კარგი რეპუტაციითაა ცნობილი?
ამაზე დავით ზაუტაშვილი აცხადებს, რომ პრეტენზიები ძირითადად რუსული წარმოების მსუბუქ ავტომობილებს ეხება და არა სპეცტექნიკას, სადაც მთავარია არა კომფორტი, არამედ გამძლეობა.
ამასთან, ზაუტაშვილის განმარტებით, რუსულმა კომპანიამ უკვე გამოასწორა ძრავთან დაკავშირებული პრობლემები, განახლებულია დიზაინიც და ეს ავტომობილები უკვე იყიდება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და თურქეთშიც. ამასთან, მათ მოყვება 3–წლიანი ქარხნული გარანტია.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ზაუტაშვილი არ გამორიცხავს, რომ „газ-ის“ ავტობუსები შემოიყვანონ, რომლებიც ჯერ არ არის ქართულ ბაზარზე. მისი თქმით, კომპანია სხვადასხვა ტენდერში მონაწილეობს და შესაძლოა თბილისის ავტოპარკის განახლების ტენდერითაც დაინტერესდეს.
„ჯერ თბილისის ხელისუფლება ჩამოყალიბებული არ არის, რა ტიპის ტენდერი გამოცხადდება, გამორიცხული არაფერია, „გაზის“ ავტობუსების დიზაინიც შესაფერისია და ტექნიკური სტანდარტებიც,“ – აცხადებს ზაუტაშვილი. როდის განახლდება დედაქალაქის ავტოპარკი და როდის გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი, ჯერჯერობით უცნობია.
საუბარია თბილისში ავტობუსების საწარმოს გახსნაზეც. საკრებულოს უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ყვითელი ავტობუსები, რომლებიც დღეს დედაქალაქში მოძრაობს, ძალიან ძველი და სრულად ამორტიზირებულია, ამიტომ დადგა მისი ახლით ჩანაცვლების საჭიროება.
This post has been edited by seron on 23 Jan 2016, 22:46