აგარტა, კაცობრიობის უცნობი ისტორია.არსებობს საინტერესო თემა ფორუმზე და თემის ერთი პოსტი საყურადღებოა:
დღევანდელი მსოფლიოს მოდელი და სისტემა, არ არის მე 20 საუკუნეში, შემუშავებული, მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს ვიდრე ჩვენ ყველას ერთად აღებულს წარმოგვიდგენია. საქმე კი იქამდე მიდის რომ ადამიანის და კაცობრიობის ნამდვილი წარმომავლობა დაფარულია და ამით სარგებლობენ, მცირე მასშტაბით ავიღოთ, რა არის ზომბი, ეს არის არსება რომელსაც არ აქვს და არ ახსოვს წარსული, შესაბამისად ის ვერ მოქმედებს დამოუკიდებლად თავისი აზარებისა და მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ასეთ არსებას მართავენ, და ისიც იქიდან გამომდინარე რომ დასაყრდენი არ აქვს, ცხოვრობს აწმყოთი და სხვაზე დაყრდნობით. ერთი სიტყვით ცივილიზაცია და მთლიანად კაცობრიობა არის მარტივი სამართავი თუ მას გზას მოუჭრი წარსულთან და მის წარმომავლობასთან, თუ მას უბრალოდ არ ეცოდინება მისი ფუნქცია და არსი, ის დახლოებით ზომბის იფინქციას ასრულებს რამდენად ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს ეს. ძირითადი ასპექტები გადატანილია ფიზიკურ და ინსტინქტურ მოთხოვნილებებზე, რაშიც ძAლიან დიდი წვლილი მიუძღვის ელიტას რომელიც აგერ უკვე მერამდენე ათასი წელია რაც სათავეშია. ისინი ამ სადავეებს უბრალოდ არ დათმობენ, ის თუ რატომ ან რისთვის ჭირდებათ, ეს არის ყველაზე საინტერესო, მათთვის აქ ქონება და სიმდიდრეც ისეთივე ზედაპირულია როგორც ხახვის ფურცელი.
მართვის დღევანდელი მოდელი როგორც ასეთი შემუშავებული იქნა ჯერ კიდევ ბაბილონში, თუ სწორად წავიკითხე, ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა 5 დღიანი სამუშაო დღე, ადამიანმა უნდა იმუშავოს არსებობისთვის, ის კი არ ცხოვრობს არამედ ცოცხლობს. აიღე ეკონომიკა, რელიგია, იდეოლოგია, ყველა ერთი დიდი სისტემის კარგად შეწყობილი ნაწილებია, მთელი რელიგიები და მითოლოგიები, როგორ დაქსეროქსებულივით მეორდება, იცვლება მხოლოდ პერსონაჟთა სახელები, აზრი და შინაარსი კი ყოველთვის იგივე რჩება. რამდენი დღესასწაული დატოვეს როგორც ასეთი წარმართულიდან და მას ქრისტიანული თუ ისლამური დაარქვეს, აგრეთვე სასაცილოა პირდაპირ ამ დღესასწაულთა მსგავსება როგორც ქრისტიანულში ასევე ისლამში. და იმის გამო რომ უმრავლესობას ტვინის განძრევა არ უნდა, მომავალი თაობებიც ამას ახლად ღებულობს ისე რომ არც ინტერესდება წარმომავლობით, აქ დამღუპველ როლს თამაშობს დოგმა.
ცალკე რომ გავიხილოთ წყობა კაპიტალიზმი, თუ კარგად დააკვირდები, ეს არის მონობის ყველაზე დახვეწილი სისტემა, სადაც თავისუფალი მხოლოდ რამოდენიმე ინდივიდია რომელიც პირამიდის წვერზეა. პარადოქსია მარა თავად კომუნიზმი უფრო თავისუფალია ვიდრე კაპიტალიზმი. სულ სხვაა თუ როგორ დათესეს კომუნიზმი და წარმოადგინეს, ეს კატასტროფა იყო და მხოლოდ იმაზე მიანიშნებდა თუ რაოდენ მზად არ არის და იყო კაცობრიობა ამ მოდელისთვის. ეს აქციეს ტირანიად.
და შენ ეხლა წარმოიდგინე რომ ყველაფერი ის რაც აქ დავწერეთ, ერთ მშვენიერ დღეს რომ აღიარონ დათქვან იცით რა, ესე და ესეაო, და ბოდიშით რომ გატყუებდითო, რა მოყვება ამას. ეს იქნება უძლიერესი ფსიქოლოგიური დარტყმა მოსახლეობის 99 % ისთვის, ზოგი უბრალოდ ვერ გადაიტანს. რადგან უკვე ცხადი ხდება ყველაფრის მიზანი და აგრეთვე მოქმედი სისტემის სიყალბე. ძირი გამოეთხრება რელიგიებს, პირველ რიგში ქრისტიანობას და ისლამს. რამდენი კი ამით ცოცხლობს, ზოგისთვის ეს უხილავი წარმოსახვითი კედელია რომელშიც თავიანთი თავები ყავთ გამომწყვდეულები. რამდენი უბრალოდ არ არის მზად რომ ყველაფერი დაინახოს. მიუხედავად იმისა რომ ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ გადაიტანს, ვინც გადაიტანს მერე იმათი მართვა გაცილებით გართულდება, და ახალი სისტემის შექმნას და დახვეწას რომელსაც საუკუნეები და ზოგჯერ ათასწლეულებიც ჭირდება, ურჩევნიათ ისევ ძველი და მოქმედი დატოვონ.
თავად ელიტა გენეტიკური ხაზით მოდის, ესენი არიან უძველესი საფეფო ოჯახების წარმომადგენლები. ნებისმიერი კულტურის და ცივილიზაციის ისტორია რომ აიღო, ჩინური იქნება, ბერძნული, არაბული თუ იაპონური, ყველგან მმართველი, ანუ მეფე თუ იმპერატორი, მოვიდა ციდან, ეს იყო დინასტიები რომლებიც ხელდასმულები იყვნენ და არიან, უბრალოდ ისინი არ ჩანან და არც გამოჩნდებიან. მას შემდეგ რაც წარღვნა იყო და დიდი კატაკლიზმები, მართველი ფენა, ყოველთვის ადგილს იცვლის და ამავე დროს უხილავია, თუ დააკვირდები ნახავ თუ რა იწვევდა დროდადრო სხვადასხვა ადგილას ცივილიზაციების წარმოქმნა და განვითარება, ჯერ იყო ბაბილონი, მერე ეგვიპტე, მერე საბერძნეთი, რომი, ევროპა და ეხლა უკვე კონტინენტს იქით, ჩრდილო ამერიკა. როცა კი ისინი იმპერიებს ტოვებდნენ მაშინვე ეს იმპერიები დაღმასვლას იწყებდნენ და ბოლო ეცემოდნენ.
დღევანდელი მსოფლიოს მოდელი ასეთია, ამ მსოფლიო იმპერიის ფინანსური ცენტრია ლონდონი, იდეოლოგიური - რომი ხოლო სამხედრო ძალა კი აშშ. დაახლოებით ასე გამოიყურება თუმცა დანამდვილებით არავინ იცის.
ნებისმიერი ვინც კი ცდილობდა ამ სისტემას ნებით თუ უნებლიეთ შეწინააღმდეგებოდა, ყველას ერთი ბედი ეწია. მაგალითისთვის რატომ იყო რომ გაგარინი როცა დაბრუნდა კოსმოსიდან, საგიჟეთში გამოამწყვდიეს ხოლო მერე თქვეს კატასტროფაში დაიღუპაო.
არაფერი არ იმალება სამუდამოდ, საიდუმლო იმიტომ ქვია რომ ადრე თუ გვიან ის ცხადი ხდება. მაგრამ კიდე გავიმეორებ, ყველაზე ცუდი ისაა და მათი ყველაზე დიდი მიღწეწვა რომ მასები არ ინტერესდებიან სიმართლით, ის კი ასეთი საოცარია. და თავად ირჩევენ იმ გზას რომ მონობაში იცხოვრონ. დოგმით, შემოღებული წესებით და თავიანთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბარებით...
This post has been edited by triumpi on 25 Jul 2016, 17:09