
საბჭოეთი ავტოწარმოებით ვერ დაიკვეხნიდა.. ისე ნივაზე მოთხოვნა დღესაც არის რატომღაც.
ისე მაგარი საოცრებაა,ქვეყანა კოსმოსურ ხომალდებს აგებდეს,უზარმაზარ გემებს,დედამიწის ორბიტაზე უშვებდეს სოიუზებს და სალიუტებს და ამ დროს ოთხ ბორბალზე მოძრავ ოთხადგილიან ტრანსპორტს ვერ აკეთებდეს. ალბათ არ აკეთებდნენ.მანქანა ითვლებოდა ფუფუნების საგნად რატომღაც,ჰოდა აბა სად ფუფუნება და სად საბჭოთა მენტალობა?
კაგებეს მოჰქონდა მზამზარეული დასავლეთიდან.

ყველა დროებას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.
მაგრამ სანამ იმ პერიოდის ცხოვრების დონეს არ მიუახლოვდება ჩვენი ყოფა თავის ბიუჯეტიანად,მანამდე არამგონია ამ კუთხით დასაცინი იყოს რამე. ვიმეორებ, ვსაუბრობ ცხოვრების დონეზე,საშუალო ოჯახებისს შემოსავლების და მოთხოვნების შესაბამისობას.
პოლიტიკურად თუ განვიხილავთ, მაშინ მართალია.არ იყო სუვერენიტეტი,იყო დამოკიდებულება.
დღეს თითქოს არის სუვერენიტეტი,უნდა იყოს დამოუკიდებლობაც,მაგრამ არის? ,,გვეყუდნის ჩვენი თავი ჩვენადვე''? სიმბოლოები გვაქვს,თუმცა იმ დროსაც იყო..
მოკლედ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ სსრ კავშირიდან,თუ მივუსწარით ცოცხალს..
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი