მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, საკანონმდებლო დონეზე დაუშვა გეი-ქორწინება, ესენია, -
- ბელგია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, კანადა, აშშ, საფრანგეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, დანია და სხვ. (იხ. რუკა)
არის ქვეყნები, სადაც დაშვებულია ერთსქესიანთა სამოქალაქო თანაცხოვრების ფორმა, მაგრამ არა ქორწინება -
- გერმანია, შვეიცარია, უნგრეთი, მალტა, ლიხტენშტეინი, ავსტრია, ანდორა, ჩეხეთი, ესტონეთი, სლოვენია, ხორვატია, ჩრდ. ირლანდია;
არის ქვეყნები, სადაც საკანონმდებლო დონეზე, თანაცხოვრების არცერთი ფორმა არ არის დაშვებული: -
- ლიტვა, ლატვია, იტალია, პოლონეთი, რუმინეთი, სან მარინო, კიპრი, საბერძნეთი, სლოვაკია, ბულგარეთი, ვატიკანი, თურქეთი, მაკედონია, კოსოვო, მონტენეგრო, რუსეთი, ალბანეთი, მოლდავეთი და სხვ.
დასავლეთ ევროპის 2 უდიდესი ქვეყანა - გერმანია და იტალია, დღემდე არ უშვებს გეი ქორწინებას საკანონმდებლო დონეზე, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანონმდებლობა არ ცნობს ერთსქესიანთა ქორწინებას.
15 წლის შემდეგ, რაც 2000 წელს, ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც გეიქორწინება კანონიერად ცნო, 2015 წლის მაისში, ირლანდიამ, პირველმა ჩაატარა ამ საკითხზე სახალხო გამოკითხვა და შედეგად, 62% მხარი დაუჭირა გეიქირწინების კანონიერებას. ირლანდია მე-14 ქვეყანა გახდა, სადაც კანონით დაშვებულია ერთსქესიანთა ქორწინება.
მათ რიცხვში შედის გაერთიანებული სამეფო და უელსი, ასევე შოტლანდია, როგორც ცალკე ერთეული (ჩრდ. ირლანდიაში, დღემდე არ არის ლეგალიზებული გეიქორწინება).
ფინეთში, გეიქორწინების ლეგალიზების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება, ძალაში შედის 2017 წლიდან.
ჯერ უცნობია, როდის დაუშვებენ ლეგალიზებას დანარჩენი ქვეყნები, გერმანია ცნობს, მათ სამოქალაქო უფლებას თანაცხოვრების შესახებ, მაგრამ არ აპირებს მის ლეგალიზებას უახლოეს მომავალში.
ზოგიერთი იტალიელი პოლიტიკოსი, მოუწოდებს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ, მაგრამ იტალია, თავისი ისტორიულად კათოლიკური ეკლესიის მეთაურობით, არ ცნობს ერთსქესიანთა ნებისმიერი სახის კავშირს.
საბერძნეთმა - შესაძლოა მალე დაუშვას ერთსქესიანთა სამოქალაქო კავშირი, ასევე სლოვენიის საკანონმდებლო ორგანომ კენჭი უყარა გეიქორწინების დაშვებას, მაგრამ ჯერ კიდევ მრავალი პროცედურაა საჭირო, სანამ კანონის სახეს მიიღებს.
ამავე დროს, ხორვატიის ამომრჩეველთა 65% მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთსქესიანთა ქორწინების აკრძალვის შესახებ - რომ კონსტიტუციაში ჩაწერილიყო განმარტება - ქორწინება არის ქალის და კაცის ერთობა.
This post has been edited by anthropod on 28 Jan 2016, 21:57
მიმაგრებული სურათი