#46858633 · 29 Jan 2016, 13:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
X2D3T9 კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ ჰეტეროსექსუალი ვარ მაგრამ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის ეს კანონი. იმ დღეს რა გადაცემას უყურებდი არ ვიცი, მაგრამ ყველგან არიან მასეთი ეგრედწოდებული ''ყ...ბი'' ნუ გიკვირს რომ ეს დიდ ქვეყნებში ხდება და საჯაროდ გამოდიან და აცხადებენ, საბერძნეთი რუსეთი საფრანგეთი გერმანია იტალია და ბევრი სხვა განვითარებული ქვეყანა, ჩვენზე დიდი ქვეყნებია და ყოველთვის გამოერევათ გიჟები და ავადმყოფები. როგორც კრიმინალი მაგალითად, ჩვენთან კრიმინალი ნაკლებია რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, თუ გგონია ამერიკაზე და ევროპის ქვეყნებზე მაგრები ვართ და იმიტომ არის კრიმინალი უფრო ცოტა საქართველოში? დიდ ქვეყნებში ხელისუფლებას ყოველთვის უჭირს ადამიანების გაკონტროლება. შენ რაც გინდა ის იფიქრე ეს შენი აზრია შენი უფლებაა არავინ არ გიშლის შენი აზრის გამოთქმას, მაგრამ ეს კანონი დღეს თუ არა ხვალ მაინც ძალას მიიღებს და დაკანონდება ეს უნდა საქართველოს თუ არა. ნუ ლანძღავთ სხვა ქვეყნებს მარტო საბერძნეთზე არ მაქვს ლაპარაკი ყველა ქვეყანაზე ვსაუბრობ. ჯერ შენი ცუდი დაინახე ქვეყანაში და იმაზე ისაუბრე, შენ არავინ გეკითხება საბერძნეთში იტალიაში და რუსეთში რა ხდება ეს მაგათი საქმეა და არა შენი. შენ შენ ქვეყანას მიხედე ყოველი მესამე კაცი რომ ცოლზე ხელს მართავს, დედები რომ შვილებს ნაგვის ურნებზე ტოვებენ, პენსიები რომ 21 საუკუნეში 150 ლარს ვერ აცდა და ხალხს შია, ყოველი მეორე რომ საქართველოში ვიღაცის ნაცნობია და რასაც უნდა იამს აკეთებს, ხალხი რომ ამ სიცივეში გარეთ იყინებიან და სახლ-კარი არ აქვთ, დღეს რომ შენი ტერიტორიების 25 პროცენტი დაკარგული გაქვს და ძალიან ბევრი პრობლემა და ავადმყოფობა. მერე ისაუბრეთ სხვა ქვეყნებზე და ამ კანონზე. წადით და მოხუცებს დაუდექით გვერდით სახლ კარი რო არ აქვთ და შიმშილობენ, წადით და გვერდით დაუდექით გაჭირვებულ ხალხს და ამაზე გამართეთ აქციები და გამოთქვით პროტესტი.
|