#46850941 · 28 Jan 2016, 15:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლში შავით თეთრზე წერია:
"მუხლი 389. ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას + თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის." ეს ნიშნავს, რომ ბანკი, რომელიც უცხოურ ვალუტას გაასესხებს, თავად იღებს პასუხისმგებლობას კურსის ცვლილების გამო გამოწვეულ ყველა რისკზე, ხოლო მოვალე დარჩენილ ვალს იხდის იმ კურსით, რაც გასესხების დროს არსებობდა! არგუმენტი, რომ დოლარის გასესხების შემთხვევაში დოლარი უნდა დაბრუნდეს, მხედველობაში არ მიიღება, რადგან "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონის თანახმად გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი. ე.ი. მნიშვნელობა არა აქვს, ლარი მაქვს ნასესხები თუ დოლარი, რადგან ვალი ლარით უნდა გადავიხადო!
ესეც რომ არა, სკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, რომც დოლარი მქონდეს დასაბრუნებელი, ბანკი ვალდებულია დოლარზე ლარის კონვერტაცია იმ კურსით აწარმოოს, რაც დოლარის გასესხებისას არსებობდა!
სამართალი უხეშად ირღვევა, როცა ბანკებს დოლარში (ან სხვა უცხოურ ვალუტაში) ვალი მიაქვთ არა იმ კურსით, რითაც გაასესხეს, არამედ ვალის გადახდის დროს გაზრდილი კურსით!
მნიშვნელობა არა აქვს, რა წერია სასესხო ხელშეკრულებაში, რადგან ყველა გარიგება, რომელიც კანონს ეწინააღმდეგება, ბათილია!
--------------------
,,დედა რა კენჭივით გაიარა ამ 20-მა წელმა'' libero
,,Жизнь - это как большой супермаркет, бери что хочешь, но не забывай - касса впереди , за всё придется платить''
,,Если вы имеете совесть, то вас имеют те, кто ее не имеет''
|