საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებულია სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილის“ ანონსში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით.
http://netgazeti.ge/news/91853/ომბუდსმენი: “პროფილი” ბავშვთა უფლებების კონვენციით დადგენილ სტანდარტებს ეწინააღმდეგება
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს „რუსთავი 2“–ის გადაცემა „პროფილს“, თავი შეიკავოს ბავშვთა თვითმკვლელობის ამ ფორმით გაშუქებისგან, გაითვალისწინოს საკითხის მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესი, მისი კომპლექსური ხასიათი  და შესაძლო უკუეფექტის ფაქტორი. 
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების დროს აუცილებელია შესაბამისი საერთაშორისო ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვა.
ომბუდმენის განმარტებით, „პროფილის“ ანონსში არასრულწლოვანთა სუიციდის მედიაში გაშუქების მეთოდები  ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) მე–3 და მე–17 მუხლებით დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა საფუძველზეც აღიარებულია ბავშვთა უფლება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური, სოციალური თუ სხვა ტიპის განვითარებისათვის საზიანო   ინფორმაციისაგან დაცვის უფლება.
ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევათა გაშუქების პრობლემებს ეხმიანება, ასევე, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  2015  წლის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, სატელევიზიო ეთერში ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების პრობლემურ მიმართულებებს შორის არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის ფაქტების გაშუქების საკითხებიც მოიაზრება, აცხადებს სახალხო დამცველი.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–8 პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები, პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის”, – წერს სახალხო დამცველი დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ბავშვთა თვითმკვლელობის ფაქტები უნდა გაშუქდეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში, იმგვარად, რომ  გაშუქების პროცესში  შეუძლებელი იყოს გარდაცვლილის იდენტიფიცირება მისი პატივისა და ღირსების დაცვის მიზნით, განმარტავს სახალხო დამცველი.
რიგ შემთხვევებში მედიამ შეიძლება ხელი შეუწყოს, გაზარდოს სტერეოტიპული დამოკიდებულებები კონკრეტული საკითხების მიმართ და უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეხედულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მედიამ თავად არ დაარღვიოს ბავშვის  უფლებები, აცხადებს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველი ასევე მიმართავს სხვა მედიასაშუალებებს, უზრუნველყონ სატელევიზიო ეთერში ბავშვთა თვითმკვლელობის შემთხვევებისა და თვითმკვლელობის რისკის მქონე არასრულწლოვანთა საკითხების გაშუქება შესაბამისი ეთიკური და სამართლებრივი სტანდარტების დაცვით, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის აუცილებელი გათვალისწინებით. ამასთან, არასრულწლოვანის პირდაპირი თუ ირიბი იდენტიფიცირებისა და თვითმკვლელობის  ხერხების აღწერის გარეშე.
ომბუდსმენი იშველიებს კვლევებს, რომელთა მიხედვითაც, თვითმკვლელობის შემთხვევების მედიაში გაშუქება ძლიერ ზემოქმედებას ახდენს თვითმკვლელობის რისკის მქონე ბავშვთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რადგან თვითმკვლელობის შემთხვევების არაეთიკურმა გაშუქებამ, შესაძლოა, ე.წ. გადამდები ეფექტი იქონიოს არასრულწლოვნებში.
თვითმკვლელობის გაშუქების სტანდარტები, რომელსაც არღვევს "რუსთავი-2":
http://qartia.org.ge/wp-content/uploads/2015/02/suicide.pdfსპეციალისტების განცხადება "რუსთავი-2"-ის განცხადებასთან დაკავშირებით:
http://news.ge/ge/news/story/167070-amgvar...snas-moitkhovenამ გადაცემის ყოველი დაანონსება დღის საათებში ნახევარ საათში ერთხელ მედია-ეთიკის მძიმე დარღვევაა და ტელეკომპანია ჯიუტად განაგრძობს ზიანის მიყენებას ახალგაზრდობისათვის მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალისტების მოთხოვნისა შეეწყვიტათ ანონსების ჩვენება. 
ანონსის ასეთმა ხშირმა ჩვენებამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს მოზარდებში თვითმკვლელობის მცდელობათა გახშირება!
ტელეკომპანიამ ამით დაადასტურა, რომ მისთვის მთავარია სენსაცია  მოსახლეობის ჯანმრთელობის ფასად 
This post has been edited by bochormeli on 28 Jan 2016, 12:39