თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება
10:55 27-06-2016
თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ცენტრალურ აფრიკაში მომსახურე ქართველი სამხედროების დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობა არ დასტურდება. როგირც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ეს დასტურდება როგორც საქართველოში, ისე ცენტრალურ აფრიკაში ჩატარებული გამოძიებით.
„ჩვენი მოთხოვნაა ერთადერთი - ზუსტად იმავე ტრიბუნიდან, იმავე ფორმით უნდა მოხდეს ახალი განცხადების გაკეთება, როგორც მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადება. ვითხოვთ ბოდიშს და იმის თქმას, რომ გაკეთებული განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს'', - განაცხადა ხიდაშელმა.მიმდინარე წლის მარტში გაერო-მ განაცხადა, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ფაქტები გამოვლინდა, რაზეც ახალი გამოძიება დაიწყო.
გამოძიების დაწყების გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციამ მას შემდეგ მიიღო, რაც შიდსთან მებრძოლმა ამერიკულმა ორგანიზაციამ "Code Blue Camnpaig"-მა გაავრცელა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად გაერო-ს მშვიდობისმყოფელებმა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დისლოცირებულმა სხვა ქვეყნების კონტინგენტების წარმომადგენლებმა 98 გოგონა გააუპატიურეს, რამდენიმე მათგანს კი ზოოფილიის აქტის ჩადენა აიძულეს, რისთვისაც დაახლოებით 9 აშშ დოლარი გადაუხადეს.
"Code Blue Campaign"-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხება ფაქტებს, რომელიც 2013 წლიდან და ასევე, მიმდინარე კვირას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაფიქსირდა.
IPN
უნდა დადგე ახლა და ყველა საგინო ვინამაც ეს დეზინფორნმაიცა აიტაცა და სათავისოდ გამოიყენა! მეტიც, ნაც/ქოც ჭრილში გადაიყვანა!!!!
This post has been edited by Lаki on 27 Jun 2016, 11:42
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3