#46866079 · 30 Jan 2016, 02:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sarecxigafine
| QUOTE | | კი. ინგუშები იგივე ქისტები არიან (მთაში ხევსურები ფშავლები ქისტებს ეძახდნენ) |
ვაფშე და ქისტები ჩეჩნები არიან, ე.წ. მთის ჩეჩნები, მათთან ვერ შეაღწია ისლამმა მაღლა მთებში ცხოვრების გმაო, საქართველოშიც იმიტომ გადმოიხვეწნენ რომ არ უნდოდათ არც ისლამი და არც შამილის ჯიხადში მონაწილეობა, შამილი კი მათ დამორჩილებას ცდილობდა, მაგათმა ისლამი უკვე საქართველოში მიიღეს, ვინმე კუნტა ჰაჯიმ გაავრცელა. მაგრამ ვაჰაბიზმის გავრცელებამდე რჩებოდნენ ნახევრად მუსლიმებად, ნახევრად წარმართებად, და ნახევრად ქრისტიანებათაც, ალავერდობაზეც დადიოდნენ, კვერცხევბსაც ღებავდნენ აღდგომისთვის წითლად. gia1970
| QUOTE | | ეგ რომელ წლებში მოხდა? |
20 საუკუნის 20 წლების შუახანებში.
| QUOTE | | და ისა ეხლახანს რო გადმოწიეს აზერებმა გარეჯასთან საზღვარი ეგეც სტალინმა მიცა და სსსრ რო დაიშალა ჩვენ მივიტაცეთ? |
ეგ მონაკვეთები გაურკვევლად დატოვეს კომუნისტებმა, ისევე როგორც ის ტერიტორია, სადაც ალაზანი გადის, პირდაპირ ალაზანს გააყოლეს საზღვარი მაგ დედამოხნულებმა, ალაზანი კიდე ხშირად იცვლის მანდ კალაპოტს, ხან დღევანდელი საქართველოს ტერიტორია ალაზნის გაღმა ხვდება აზერების მხარეს, ხან პირიქით. sarecxigafine
| QUOTE | | მთაში ხევსურები ფშავლები ქისტებს ეძახდნენ) |
ეგენი ორივეს ეძახდნენ ქისტებს, ჩეჩნებსაც და ინგუშებსაც.
--------------------
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული? - "თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა" ჯორჯ ორუელი
|