annavitaდილემათა სათავე როდესაც ბურუსითაა მოცული და მღვრიე წყალში იოლია თევზთა ჭერა --- ბუნებრივია ამ რეალობით მოსარგებლეებმა ამით იარსებონ და არათუ დაწმინდონ ეს აღრეულობანი ,,წმინდა აია სოფიას" შუქმფინარე აზროვნების გაცნობიერებით, არამედ გათიშე და იბატონეს პრინციპებს უფრო სასტიკად ნერგავენ იქ, სადამდეც მიუწვდებათ ,,ხელები",
არამედ თვით სათავის უბნელესად ამღვრევას ლამობენ, თუკი მიაგნეს შემთხვევით მას, მიუხედავად იმისა, რომ უწყიან ამ შემთხვევითობების მიზნობრივი დაშვებებისა.
სარწმუნოება, რწმენა აღრიეს რელიგიებში გათიშე და იბატონეს პრინციპებით და ერთ ქვაბში ლამობენ მოაქციონ არსობრივად სხვადასხვა მიზნობრივი ცნებები, რათა ტალახში ამოსვარონ ,,მარგალიტები".
სიბნელე ყოველთვის უფრთხის ნათელზე გასვლას მხილების შიშით და რისი ეშინია მას?
განა მას გონი გააჩნია?
ანდა, მატერიას თავისი ანტიმატერიით მიკრო და მაკრო მეგა სიდიდეებით გონიერება ახასიათებს, თუ უბრალოდ წინასწარ განსაზღვრულ კანონიზმიერებებს ემორჩილება ისევე,როგორც თუნდაც უმაღლესი განვითარების ძუძუმწოვარა ცხოველები, რომელნიც წინასწარ არიან დაპროგრამებულნი ჯიშის,გვარის და სახეობების მკაცრ ჩარჩოებში, რათა არ მოხდეს მათი აღრევა ერთ ჰიბრიდულ სიმახინჯემდე, და არ მოისპოს ზოგადად მრავალფეროვანება ბუნებაში და ამ ინდივიდთა ევოლუციის მიზანდასახულობანი.
განა ეს მრავალფეროვანება ბუნებისა --- ვისთვის და რისთვისაა აღქმადი,ვინ და რატომ უნდა შეაფასოს კომპლექსურად რომ ვთქვათ ყველა-ფერზე --- მშვენიერება და სიმახინჯე, შური და უშურველობა,სიკეთე და ბოროტება, სირცხვილი და ურცხვობა და ასე შემდეგ --- უკიდურესობათა რეალობებში. დანახვა იმისა, რომ ეს ყველაფერი მიზნობრივადაა შექმნილი ვიღაცისათვის, მისი განვითარებისათვის და მხოლოდ მას უბოძა წინასწარ ტვინი უზარმაზარი რესურსით და შესაძლებლობებით და --- სხვას არავის ასე წინასწარ.
ესაა მხოლოდ ადამიანი და ასევე მას ებოძა ცნობიერების უსასრულო რესურსი, რათა შეიცნოს თავისი სიდიადეც და უბდრუკობაც როგორც ქმნილებამ და მიაღწიოს იმ დონის სულიერ-მეცნიერულ განვითარებას, რომ არსებულთა მომხმარებელიდან ტრანსფორმირდეს შემომქმედად და საბოლოოდ განთავისუფლდეს წარმავალ-ცვლადთა და სიკვდილის შიშისაგან, რომელსაც მოუტანს მხოლოდ მარადისობასთან ზიარება.
არა ცილი სწამოო! --- ამას აუცილებლად სჭირდება გაცნობიერება, რათა სხვას არ დააბრალო ის უსამართლობა, რომელიც ბუმერანგის ბუნებისაა და საიდანაც ამოვიდა --- უკან დაბრუნდება და მქნელს გაჩენის დღეს დააგმობინებს.
სამება
მატერია,ანტიმატერია და მუდმივი მატერია.
ქმნილება, არსებობის წყარო და შემომქმედი.
ძე, სულიწმინდა და ღმერთი.
ეს ყველაფერი ერთად უსასრულო კოსმიური სიკვდილის უნათლო ბნელეთში, სიცოცხლე სიკვდილში და ამ ყველაფრის ახსნა მხოლოდ წარმავალ-ცვლად-მოძრავი მატერიით, რომელსაც არ ძალუძს ამ კოსმიური უსასრულობის ,,ავსება" და მან ცალკერძ ახსნას, როგორც წარმავალმა წარუვალი და მარადიული.
ის,რომ ტვინი არის მატერიალური გიგანტური ბიბლიოთეკა, ამას ადასტურებს ერთი უძველესი გამოცანაც, რომ ,,ზღაპარ იყო,ზღაპარ იყო, ჭალას ჩიტი მომკვდარიყო - დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ლაღად იყო".
უბრალოდ ქუაბი არს განძთსაცავი და ის ცოდნა,რაც არ დაეტევა დედამიწის ხელა ბიბლიოთეკაში --- თავისუფლად ეტევა ამ პატარა ქვაბ-ტვინში გონიერების სახით და არამცთუ ეტევა, არამედ გიგანტური ადგილიც რჩება ცოდნისათვის.
ადრე ბევრჯერ მითქვამს, რომ სარწმუნოება-რწმენა სულ სხვაა და დოგმატიკური რელიგია და მეცნიერება სულ სხვადასხვანი არიან
უბრალო მიზეზის გამო --- ნამდვილის და ფსევდოობისა.
ზოგი რამ თუ არ იხილე ვერ ირწმუნებ და ზოგნი კი, თუ არ ირწმუნე ვერ იხილავ.
უბრალოდაა.
***
როდესაც ვსაუბრობთ და ვსაზღვრავთ ფსევდო რელიგიების და ფსევდომეცნიერებების მიზნობრივობაზე --- აშკარად იკვეთება შედეგის ცნებაც და იმის უდავობაც, რომ ყყელაზე სასტიკად
და ვერაგულად ,,ციხე-სიმაგრე შიგნიდან ტყდების'' ისევე, როგორც ატომის ბირთვი შიდა გახლეჩვისას, რაც ასევე გარედან მიზნობრივად შეგზვნილი ,,დესანტითაც'' ხორციელდება.
სწორედ ეკლესიას და მეცნიერებასაც მსგავსი დესანტებით თიშავენ, ათითოებენ, აპირისპირებენ ერთმანეთთან სწორედ მათში არსებულ ჭეშმარიტების წარსახოცად და უკვე დამარტოხელებულებზე
იოლად ატარონ ათასგვარი მონობის მანიპულაციები თავისუფლების სახელით.
სულისმეცნიერება ამბობს, რომ ყველაზე მეტი ბოროტებანი სწორედ სიკეთის სახელითაა ჩადენილი, რომ რასაც საწყისი აქვს --- აქვს დასასრული და რასაც არა აქვს საწყისი, იგი ფლობს მარადისობას.
ასევე ამბობს, რომ ყოველივეს შეიქმს და არ ეუფლება შექმნილს --- სწორედ მასში მონური არსის არქონის გამო და თავისუფალი ნების შეზღუდვა ---იგივ დაპროგრამებაა წინასწარ და ბრმა ბედისწერა
პირველქმნილი ბუნებისა.
ასევე არსობრივად წინააღმდეგობრივია უკიდურესობანი, მიუხედავად იმისა, რომ ხდება მხოლოდ მათი დაბალანსება და არა აღკვეთანი.
სინათლის არსებობა არ და ვერ აუქმებს ბნელს და სითბო სიცივის არსებობას.
კოსმიური სიცივე-0 მუდმივად შთანქავს კოლოსალურ სითბოს თავისი უსასრულობით უსასრულოდ და მატერიალურ სამყაროს მუდმივად მიეწოდება ახალი ენერგიები ბალანსის შესანარჩუნებლად
და თქმა იმისა, რომ არ იცვლება სამყაროში საერთო ტემპერატურა და იგი მცირედ ცვლადია, ვერ ხსნის შთანქმულის ბალანსისათვის საჭირო კომპენსაციის წყაროს და გიგანტური მასების მქონე მატერიის
შეკუმშვისას რა ემართება სიცოცხლეს, როდესაც, პირობითად მაინც ბევრად მცირე სიდიდეს ავიღებ რეალურთან შედარებით --- მოექცეს ტრილიონობით ტონა მასა თუნდაც ერთ კუბურ სანტიმეტრში
და გონება აარიდო ამ მომენტის დაწნეხვის სიმკვრივეს ამ მასაშივე.
გასაგებია, რომ კოსმოსში უწონობაა და ეს გიგანტური სიმკვრივე მისთვის არფერს წარმოადგენს და ამ მატერიას ასევე არ გააჩნია არანაირი საყრდენი ამ კოსმიურ უსასრულობაში.
რამდენჯერმე ვახსენე სამყაროსთან რეალური დაცილების აზრი, რომ სამყაროს ზომა შემოსაზღვრულია და მისი მუდმივად აჩქარებული გაფართოება ფრიად უმნიშვნელო სიდიდეა სამყაროს ასაკსა და ზომებთან ფარდობისას.
უსასრულო კოსმოსში ასევე ვერ იარსებებს რაიმე ბარიერი, რომ დაცილდე უსასრულოდ ამ შემოსაზღვრულ სამყაროს და იგი ნელ-ნელა დაპატარავდება და გაქრება კოსმიურ უკუნში ჩვეულებრივი თვალისათვის და ეს ელემენტარული რეალობაა თვით უზუსტესი მეცნიერებისათვის და არანაირ ფანტასტიკას არ წარმოადგენს ეს განსაზღვრება რეალობაში.
ასევე უბრალო ენით ვამბობ, რომ რაც არ არსებობს --- ასევე ვერ იარსებებს მასზე თუნდაც რაიმე გონიერი აზრის არსებობაც და ესეც უდავო რეალობაა.
ადამიანი ამჟამად არის უკვე ქმნილთა შესაძლებლობების მომხმარებელი ამავე ქმნილებებში წინასწარ ჩადებული შესაძლებლობების კომბინაციური სიმრავლის სასრულით.
ის, რომ ატომის ბირთვში განთავსებულია წინასწასრ გიგანტური ენერგია --- მეტყველებს ამის მასში ჩამდების არსებობაზე და ესეც უდავო რეალობაა.
შემომქმედს უდიადეს გონს უწოდებ. თუ ამ უდიადესი გონის შემოსვლას კოსმიურ უსასრულობაში წერტილოვანი აფეთქება-გაფართოებით, ან უბრალოდ ყოვლის შემომქმედ წმინდა ღმერთს უსასრულო
შესაძლებლობების უნარით --- არსი შემოქმედებისა მაინც ერთი რჩება და არა აბსოლუტური ნული.
თუ დადებითად გამოვსახავთ შემოქმედებას ტემპერატურული სკალით და იგი აღწევს ტრილიონობით პლიუს გრადუსს --- უნდა დაუშვა მისი დამაბალანსებელი მინუსის სიდიდეც და თუ კელვინით
ცელსიუს -273,1 აბსოლუტური ნულია , ბუნებრივად დაიშვება მისი შემდგომი უარყოფითი და დადებითი სიდიდეების არსებობა.
მეცნიერება იწყება იდეებით, რომელიც იბადება ცნობიერებაში და შემდგომ ხდება მისი მოძიება,ათვისება,ფლობა და რეალიზაცია მიზნობრივად.
მიზნები კი, შეიძლება იყოს როგორც დადებითი მიმართულებისა, ასევე უარყოფითისა და აღმოჩნდება მესამე დამაბალანსებელი, მეოთხე, მეხუთე და ა.შ, --- სწორედ უსასრულო ევოლუციიის
კანონთა ბუნების არსით.
სარწმუნოებას აქვს უამრავი რწმუნებანი, რომელიც ზუსტი მეცნიერების დღევანდელი დონიდან --- მას ვერ და არ უნდა გააჩნდეს და ითხოვდეს ამის მამტკიცებელ ფაქტებს იმ წყაროდან, რომლის არსებობასაც იგი არ აღიარებს --- უბრალოდ პარადოქსულია, რადგან თავად უნდა მოიძიოს ისინი სათავის აღმოჩენით, რომელიც რატომღაც სრულიად უსასყიდლოდ და უანგაროდ მიეწოდებათ რწმენის მქონეებს გინდ მისაღებად და გინდ უარსაყოფად ასევე სასწაულებრივად ბოძებული თავისუფალი ნებისამებრ.
ის, რომ დაპროგრამებულმა დააპროგრამოს დამპროგრამებელი --- იქნება მეცნიერული სასწაული და მსგავსი რამ, ოღონდ არსობრივად სულ სხვა მიზნით და ნებელობით ხდება მაძიებელ ადამიანებშიც,
როდესაც 12 ბრძენი განსწავლის ერთ ნეოფიტ რჩეულს, რათა ერთში მოხდეს 12-ის ცოდნა-გამოცდილების კონცენტრაცია, ,,გასხივოსნდეს'' და შემდგომ იქეთ დამოძღვროს მასწავლებელნი.
ესაა სულიერი ევოლუციის ერთ-ერთი მაგალითი, რითაც მოხდა ქრისტეს იმპულსის გადაცემა ფრანჩესკო ასიზელისათვის.
ამდენად --- არსაებობს ,,უდიდესი ძალმოსილებანი'' და ხდება მასთან ზიარებანი, რის შემდეგ იწყება მისი ამოქმედება-გამოყენებანი --- როგორც დადებითი მიზნების განსახორციელებლად, ასევე,
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს კეთილგონიერი ადამიანისათვის, ხდება უკეთურთა მიერ მისი უკეთურად გამოყენებანიც.
ამიტომ, მხოლოდ ამ ყველაფერზე მაღლა მდგომს, მცოდნეს შეეძლო ეთქვა ჭეშმარიტებანი და გავეფრთხილებინეთ, რომ:
მუდამჟამს კეთილად იფხიზლეთ, რადგან არასოდეს ძინავს ბოროტს!
და აჰა! --- ნაყოფნით აშკარაა ხის ვინაობაც, რაობაც და მიზობრივობანიც ჩვენს დღევანდელ მკაცრ რეალობაში და თუ უარყოფითიდან მკვეთრად არ შევბრუნდებით დადებითისაკენ, რაც ერთობასა
და სხვა მრავალ დადებით იმპულსებზეა აგებული --- მიკრო-მაკრო გიგანტური მატერიის კვლევა-აღმოჩენები ასევე შეიძლება იქნას გამოყენებული მხოლოდ სიკეთისადმი შეუვალი და უდავო რწმენით,
რომ ყოველი ჩვენი ქმედბანი და უფლებანი მხოლოდ ერთია --- მხოლოდ ადამიანის საკეთილდღეოდ ღირსეული საღვთო იერარქიით და არა სატანურით.
This post has been edited by triumpi on 10 Feb 2016, 15:18
მიმაგრებული სურათი