ტიპები რა დონეზე არიან ტვინგარეცხილები, იმაზე ფიქრობენ ტაო როგორ დაიბრუნონ მზაკვარი თურქებისგან, აფხაზეთი და სამაჩაბლო კი საერთოდ დაიკიდეს უკვე.
რა თურქეთი, რა ტაო-კლარჯეთი? ლამის ყოველ თვე წევენ აქეთ საზღვრებს რუსები, ხელის გაწვდენაზე დგანან ეს ოხერი ტანკები თბილისიდან და ამათი პრიორიტეტი ახლა ამ წამს ოშკისა და ხანძთის დაბრუნების ფანტაზიებია?!
ტრაპიზონიც ხომ არ წავართვათ შემდეგ თურქებს და ბაქოც ხომ არ ავიღოთ ბარემ, "თამარის დროს ხომ ჩვენი იყო" ლოგიკით?!
ეს იგივეა კაცი გახრჩობდეს, დანით გჭრიდეს, გაწამებდეს ხოლო შენ კი იმაზე დარდობდე, ქურდმა ათი წლის წინ ავტომობილი რომ მოგპარა. ის ნეტავი სად არიო. პრიორიტეტები დაალაგეთ ცოტა!
ასე რთულია იმის გაგება რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი ერთია, ხოლო ტაო-კლარჯეთი და ჰერეთი კიდევ სულ სხვა?! განსხვავებას მართლა ვერ ხედავთ?!
თუ ვერ ხედავთ, იქნებ დიდი საქართველოს შენება მაინც იმის დაბრუნებით დავიწყოთ, რაც სულ ახლა წაგვართვეს და არა იმით, რაც საბჭოელებმა თურქეთს საუკუნის წინ რომ უფეშქაშეს?
თქვენზე მეტად მინდა ტაოცა და კლარჯეთიც, ჰერეთიცა და დვალეთიც, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო დიდი პრობლემები გვაქვს.
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997