თან ერთადერთ საგამოძიებო სტუდიას კონტრაქტი გაუწყვიტეს ზუსტად მაშინ როცა გირგვლიანის მოსამართლე მურუსიძეზე მომზადებული გამოძიება უნდა გასულიყო
ბიძინასთვის მურუსიძე უკვე სერიოზული მოწყვლადი თემაა
და მონიტორიც იძულებული გახდა კავკასიაზე გაეშვა ეს გამოძიება
მონიტორის განცხადება
"სტუდია "მონიტორთან" 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ტელეკომპანია "მაესტრო" თანამშრომლობას წყვეტს. "მაესტროს" ხელმძღვანელობის განმარტებით, ტელევიზია გეგმავს თავისი საგამოძიებო გადაცემის გაკეთებას.

სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებები 23 იანვრიდან ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გავა. სტუდია "მონიტორი" გადაცემებს იწყებს გახმაურებული თემის ექსკლუზიური დეტალებით. "მოსამართლე მურუსიძე - რეჟიმის მსხვერპლი თუ სისტემის მსახური" - ნახეთ, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში შაბათს, 19:30 საათზე."
სამართლიანობა კი არ აღსდგა, მძვინვარებს უკვე... იმხელა მწვერვალებზეა ასული
This post has been edited by guriaaa on 1 Feb 2016, 22:00