"მაესტროს" გენ.დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე ხდება
17:59 2016-02-02
ძმები გაჩეჩილაძეები "მაესტროს" სათავეში.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე არ უარყოფს.
"ნიუპოსტთან" საუბრისას უცნობმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
"მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, კრება დაინიშნება და იქ გადაწყდება ყველაფერი, არაფერს არ გამოვრიცხავ"- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
საკადრო ცვლილებაზე ინფორმაციას ფლობენ "მაესტროს" თანამშრომლებიც, ჩვენი კოლეგები პირად საუარში ადასტურებენ აღნიშნულ ინფორმაციას.
ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორმა ბაია გადაბაძემ სულ ცოტა ხნის წინ თანამდებობა დატოვა.
ცნობისთვის. ტვ ,,მაესტროს“ დამფუძნებლებს შორის განხორციელებული ცვლილების შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ლევან ჩიკვაიძემ და გიორგი ებრალიძემ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს), რომელიც ტელეკომპანიის 25%-ის მფლობელი იყო, საკუთარი წილებიც გაფაუფორმეს. კომპანიის მლობელებს შორის ასეთი ცვლილება უკვე დადასტურებული საჯარო რეესტრში.
http://newpost.ge/?l=G&id=98650-მაე