#46893287 · 2 Feb 2016, 02:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი ვის რაში სჭირდება ტყუილების გამოგონება . ვაბშე საქართველოში მისი სახელი რამდენიმე კაცმა თუ იცოდა უკრაინის ომამდე მუნაევი არასოდეს ყოფილა აფხაზეთში. თბილისში კი ცხოვრობდა ცოტა ხანს, ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ. დაჭრილი და კონტუზირებული იყო . სინდის-ნამუსიანი, მაგარი ვაჟკაცი კაცი იყოო, ყველა ასე ამბობს ვინც იცნობდა. ბრძანების შესრულება უყვარდა ბოლომდე . სადაც ბევრი თავს არიდებდა ეს ბოლომდე იდგა . ცემენტის ქარხნაში 2 კვირა ადუღებდნენ რუსები ჩირი იურტში. რამდენიმე კაცი გადარჩა დამცველებიდან მარტო . მის მერე სულ ჩამოჟამებული სახით დადიოდა სიკვდილამდე. მერე ჩეჩნეთის ომის დროს მასხადოვის ბრძანება შეასრულა და გროზნოში დარჩა , როცა ბასაევმა ეს ბრძანება არად ჩააგდო და ალხან-იურტისკენ მიმავალ გზა რუსებს ჩეჩნების გვამებით მოაფენინა. გელაევი უდანაკარგოდ გაიპარა , მარა კომსომოლსკოეში მიეწივნენ რუსები . 2000 წლის თებერვალ-მარტი შავი თვეებია ჩეჩნებისათვის. ერთად აღებული ამდენი ჩეჩენი არასდროს დაღუპულა .
ჩეჩნების მონაწილეობას რაც შეეხება აფხაზეთის ომში , იყვნენ და თანაც ბლომად. მინიმუმ 600 კაცი მაინც იყო ომის სხვადასხვა პერიოდში იქ ჩასული. 2 ბატალიონი ყავდათ , ბასაევის და დაშაევის , ამ უკანასკნელს დროშა აახიეს ქართველებმა 16 მარტის შეტევის დროს , ისიც დავძინოთ მეტი ობიექტურობისათვის, რომ დუდაევს ყავდა პირადად დაჯილდოებული, მართალია სხვა რამისათვის. ინგუშებიც იყვნენ 25 კაცამდე და არ შეეფერება ის მითი სინამდვილეს თითქოს ეთნიკურ ინგუშებს აფხაზეთში არ უბრძოლიათ.
This post has been edited by Xoca Nasreddin on 2 Feb 2016, 03:06
|