„შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ“, - მანანა კობახიძე მოსამართლეებს ნინო გვენეტაძესთან ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებსმანანა კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონფერენციაზე ნინო გვენეტაძის არყოფნაზეც გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონფერენციას საერთოდ არ დასწრებია.
„იმაზე, რომ ჩვენ ევროსაბჭოში რეზოლუციებს ვიღებთ, რომ საქართველოს სასამართლოში კორუფციაა, პასუხს აგებს ხელისუფლება. ამიტომ უნდა ვუშველოთ ამ ყველაფერს. უნდა ვუშველოთ თანამშრომლობით. არც ის არის კარგი, როცა დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე არ არის აქ. გუშინაც არ იყო აქ კონფერენციაზე. ესე შემთხვევით მივლინებებს არ იგრძელებენ. თვალებში ჩავხედოთ ყველაფერს. უნდა იყოს სასამართლო კორპუსში თანამშრომლობა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს იგნორირებული არავისგან. ეს პრობლემაა და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, თითოეული მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი და არავის აბარებდეს ანგარიშს.
დეპუტატის თქმით ხელისუფლებას და პარლამენტს. სასამართლოს ხალხი არ ირჩევს, თუმცა მის ქმედებაზე ხელისუფლება აგებს პასუხს. მან ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის შესახებაც ისაუბრა.
„არ მოეწონა საზოგადოებას იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება, ჩვენ პარლამენტს გვთხოვენ პასუხს. რაიმე გავლენის მოხდება რომ შეგვძლებოდა მე და ჩემ კოლეგებს იუსტიციის საბჭოზე, ასეთი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. საზოგადოებას აქვს სხვა აგდაწყვეტილება, საზოგადოების ნების საწინააღმდეგო იყო ის გადაწყვეტილება, რაც იყო მიღებული და ეს პროტესტიც ამიტომ არის. თუმცა ფორმები არ მომწონს, შეურაცხყოფა არ მომწონს, ძალადობა არ მომწონს, ხატიაშვილის გამოხატვის ფორმებიც მე არ მომწონს. მაგრამ ამას მიზეზი აქვს, ყველაფერზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.
http://rustavi2.com/ka/news/38030
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo