კერძო მანქანას ტაქსაობას ვერ აუკრძალავ, ეს იქნება ანტიდემოკრატიული საქციელი და რატო ვერ ხვდებით მაგდენს?
კიდევ გავიმეორებ, მაშინ ავტოსტოპებიც უნდა აკრძალონ და ვინც მაგათ გაუჩერებს ლიცენზიები უნდა მოთხოვონ.
აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში ესეთი წესია ჩამოყალიბებული კარგა ხანია უკვე. აჩერებ ნებისმიერ მანქანას ვინც შენი მიმართულებით მოძრაობს და ეუბნები რომ იქა და იქ მიდიხარ და ამდენ და ამდენს გადაგიხდი, ანუ ფასიანი ავტოსტოპია ფაქტიურად და მაგრად მუშაობს.
ანუ ფაქტიურად ყველა ტაქსაობს მასე გამოდის და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. აი აქაც მასე დაიწყება ნელნელა, თუ მართლა შემოიღეს ლიცენზიები.
ვინაიდან მაგ ქვეყნებში ტაქსი არის ძალიან ძვირი, და ურცევნიათ გამვლელი გააჩერონ და ნახევარი ფასი ან მესამედი შესთავაზონ, მძღოლი კიდე თუ მაინც იქითკენ მიდის სიამოვნებით თანხმდება და მიყავს.
პ.ს. ქალაქში პრობკები რომ არ იყოს:
1. აუცილებელია საყოველთაო ტექდათვალიერების შემორება.
2. ტაქსოპარკებს უნდა მოთხოვონ მგზავრის დაზღვევის პაკეტის ქონა, სიკვდილის დაზღვევაც კი,
3. ტელევიზიით გააპიარონ ეგ ლიცენზირებული ტაქსები და მოსახლეობას აუხსნან რომ მაგ ტაქსით მგზავრობისას ყველანაირად დაზღვეული ხართ, სიკვდილის სემთხვევაშიც კი.
4. პირველ ეტაპზე მაინც, სახელმწიფომ გაატავისუფლოს გადასახადებისგან ტაქსოპარკები, რომ ფასმა ძალიან არ მოიმატოს.
აი ეს ყველაფერი გააკეთოს სახელმწიფომ და აღარც საცობები იქნება ქალაქში და აღარც ბევრი ტაქსი.
ყველა შეეცდება ლიცენზირებულ ტაქსში ჩაჯდეს და ტავი დაცულად იგრძნოს ვიდრე ვიღაც ჯემალას ცაუჯდეს ოპელ ასტრაში.
პ.ს.ს. ხოლო კერძო ტაქსების ოფიციალურად აკრძალვა და მათზეც ლიცენზიების დაწესება, ჯერ ერთი ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა და მეორეც მაგ მიდგომით ამუშავდება უამრავი სქემა, სადაც წავა ჩალიჩი ლიცენზიებზე და ასე შემდეგ. ვიღაცეები ფულს იშოვიან, ხოლო რეალურად კი პრობლემა არ მოგვარდება და უარეს შედეგს მივიღებთ
შეასრულონ ეგ 4 პუნქტი და ყველაფერი კამფეტივით მოგვარდება, ისე რომ ყველა ბედნიერი იქნება და არც არავინ არავისზე არ გაბრაზდება
This post has been edited by tb-seli on 2 Feb 2016, 17:33