ბიძინას პანამის და ოფშორის ამბები ვინც ქექა, იმათი საიტია
https://www.ifact.ge/frontera-resources/“Frontera Resources” ამერიკული ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც კახეთში ნავთობისა და გაზის დაძიებას 1997 წლიდან ცდილობს. კომპანიის კრიტიკოსების მოსაზრებით, ფრონტერა ცდილობს თავი აარიდოს 30 მილიონ დოლარიან ვალს, რომელიც მან პირველ აგვისტომდე უნდა გადაიხადოს.
კომპანია “Frontera Resources”-ის განცხადებით, ვალებზე პასუხისმგებელი მათი შვილობილი კომპანია “Frontera Resources Holding LLC”-ა. ეს უკანასკნელი 2011 წელს აშშ-შია რეგისტრირებული და მის 100%-ან წილს თავად “Frontera Resources” ფლობს. “გაკოტრების შესახებ” ამერიკის კანონმდებლობის მე-7 მუხლის თანახმად, რომელიც კომპანიის სრულ ლიკვიდაციას გულისხმობს, “Frontera Resources Holding LLC” გაკოტრების შესახებ განაცხადი გააკეთა.
“Frontera Resources”-მა შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს სასამართლოში სარჩელიც კი შეიტანა. ენერგეტიკის სფეროს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ გზით კომპანია ცდილობს გადასახადებს თავი აარიდოს და ვალები მის შვილობილ კომპანიას გადააწეროს.
ბრიტანული გამოცემა proactiveinvestors.uk-ის ანალიტიკოსი შემდეგ მოსაზრებას გამოთქვამს: “…ის, რომ მენეჯმენტი ასეთი მანევრებით ვალებისგან თავის არიდებას ცდილობს, ან ინტელექტის დეფიციტზე მიანიშნებს, ან მორალურ დეფიციტზე ან ორივეზე ერთად.”
კომპანია “Frontera Resources”-ის თბილისის ოფისში კრიტიკოსების მოსაზრებებზე კომენტარს არ აკეთებენ. კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, მაკა ბურჯანაძემ გვითხრა, რომ კომენტარზე უფლებამოსილი პირი თბილისში არ იმყოფება. თუმცა, ბურჯანაძე საკითხის გარკვევას დაგვპირდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა, ნინო ჩუბინიძემ გვითხრა, რომ სააგენტოს დირექტორი, გიორგი ტატიშვილი საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფება. ჩვენ ტატიშვილს კითხვები ელ.ფოსტით გავუგზავნეთ. გვაინტერესებდა, რა გავლენას მოახდენს ამერიკაში კომპანიის ლიკვიდაცია მათ ქართულ ბიზნესზე. ტატიშვილს კითხვებზე პასუხი ამ დროისთვის არ გაუცია.
“ფრონტერა ისთერნ ჯორჯია”
ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია “Frontera Resource” 1996 წელს ამერიკაში დაარსდა. მისი მიზანია აღმოსავლეთ ევროპაში გაზისა და ნავთობის მოპოვება. საქართველოში საქმიანობა 1997 წლიდან დაიწყო. კომპანია კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს აღმოსავლეთ საქართველოში, 12-ე სალიცენზიო ბლოკზე აწარმოებს. საქართველოში საქმიანობისთვის “Frontera Resource”-მა 1997 წლის 7 აგვისტოს შპს “ფრონტერა ისტერნ ჯორჯია” დააარსა. კომპანიის 50%-ს აშშ-ში რეგისტრირებული “Frontera Resource” ფლობს, 50%-ს კი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” დირექტორი ზაზა მამულაიშვილია.
1997 წლიდან დღემდე Frontera Resource-მა არაერთხელ გამოაცხადა, რომ საქართველოში გაზის დიდ მარაგს მიაგნო. 2015 წლის 8 ოქტომბერს კომპანიამ კიდევ ერთხელ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს კახეთში 3.8 ტრილიონი კუბური მეტრის მოცულობის გაზის მარაგი აღმოაჩინა. 2016 წლის თებერვალში “Frontera Resource”-ის ეს განცხადება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ გააკრიტიკა.
“თქვენ იცით, რომ “ფრონტერა” 20 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოში და მათ მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება, ამ სამუშაოების განხორციელებაზე არანაირი წინადადება არ არის,” – ამბობს კალაძე.
მიმდინარე წლის 17 ივნისს, კომპანიამ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში რესურსების მოპოვების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშის პრეზენტაციზე კომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. სააგენტოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, პრეზენტაციაზე დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ “ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებით მკაფიო ხედვა და სამუშაო გეგმა არ გააჩნია.
1997 წლიდან დღემდე, “Frontera Resources” არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც აცხადებდა, რომ გაზის დიდ მარაგებს პოულობდნენ. თუმცა, ამოღებული გაზის რაოდენობა არასოდეს ემთხვეოდა კომპანიის მიერ გამოცხადებული რესურსის ოდენობას. 2015 წელს “Frontera Resources”-ის შემოსავალმა ნედლი ნავთობისა და გაზის მოპოვებით 3,7 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო ზარალი 20,5 მილიონი დოლარი იყო.
გასულ კვირას ლონდონის საფონდო ბირჟაზე “Frontera Resources”-ის აქციების ფასი 70 პენსიდან (2,1 ლარი) 10 პენსამდე (დაახლოებით 30 თეთრი) დაეცა. კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა, ენდრიუ სესილიამ კარგად ისარგებლა ამ შემთხვევით, როცა მან “Frontera Resources”-ის 9,5 მილიონი აქცია (რაც კომპანიის მიერ გამოცემული აქციების 0.35%-ა) იყიდა.
=
ეს ისევ რამანა - დანომრილი ბოძებიდან ფრონტერას მაღალ აფიორამდე
http://www.tabula.ge/ge/story/104401-danom...aghal-afioramdeჩემს სტუდენტობაში ერთი მეტად გახმაურებული და სასაცილო კრიმინალური მოვლენის მომსწრენი გავხდით, რომელსაც მაშინდელი საბჭოთა პრესა ჩვეული პათოსით გვამცნობდა. თუმცა სანამ გაზეთის ფურცლებზე მოხვდებოდა ეს ამბები, ამ ისტორიის დასაწყისის მომსწრე მეც ვიყავი. ზაფხულის არდადეგებზე ჩვეულებისამებრ რაჭაში გავემგზავრე. სასიხარულო ინფორმაცია დამხვდა: ჩემი ბებია-ბაბუის საახლობლოში გიგანტური ნავთობის მარაგი აღმოუჩენიათ და მალე მოპოვებაც უნდა დაეწყოთ. სად მქონდა მაშინდელ სტუდენტს იმდენი მიხვედრილობა, რომ ამ ლამაზი ზღაპრისთვის არ დამეჯერა, ამიტომ სხვებივით მეც გადავვარდი ქართულ ოცნებაში.
გავიდა დრო. ყველაფერს ფარდა აეხადა. ჯერ გაზეთში წავიკითხე, მერე მეორე ზაფხულს უფრო დაწვრილებით გავარკვიე სანათესაოში.
ეს ამბავი ასე დაიწყო: ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ერთი სანდომიანი გარეგნობის „ინჟინერი“ დადიოდა სოფელ-სოფელ და ელექტრონის ბოძებს ცარცით ნომრავდა. სოფლის მაცხოვრებლების კითხვაზე, თუ რისთვის სჭირდებოდა ეს, პასუხობდა, რომ ხის ბოძები რკინის ბოძებით უნდა შეეცვალათ და ამიტომ აზუსტებდა რაოდენობას. ხომ არ მოგვყიდითო ამ ნახმარ ბოძებსო, მორიდებით უკითხავთ თურმე. როგორ არა, მაინც არავერში გვჭირდებაო და ძალზე მისაღებ ფასად გაუყიდია ყველა რამდენიმე დღეში. თანაც წინასწარ აუღია თურმე ფული იმათგან, ვისაც ამ მშენებლობაში დასაქმების სურვილი ჰქონდა.
გასულა შემოდგომაც, ზამთარიც, მოსულა ზაფხული, მაგრამ გამქრალა ჩვენი ინჟინერი.
მერე ახალი სასიხარულო ამბავი შეუტყვია რაჭველებს. თურმე ვიღაცის ყანაში ინჟინერს ნავთობი აღმოუჩენია. თანაც მთლად ზედაპირზე, ხელის განძრევაც რომ არ იყო საჭირო. ალბათ მიმიხვდით, თუ ვინ იქნებოდა ეს ინჟინერი. შეპარული ყანაში, ამოუთხრია რამდენსაც მოასწრებდა ერთ ღამეში ორმო. ჩაუსხამს ერთი ვედრო ნავთობი, მოაყარა მიწა და დაუტოვა საქმე ხალხს საჭორაოდ. პატარა პაუზა გაუკეთებია და გამოცხადებულა ხელახლა. აუყვანია წინასწარ უამრავი ხალხი საძიებო სამუშაობზე, რა თქმა უნდა მცირეოდენი ფინანსური პატივისცემის სანაცვლოდ და მიწების მესაკუთრეებისაგანაც საკმაო ფული აუღია სწორედ მისი ტერიტორიიდან სამუშაოების პირველად დაწყების გარანტიით.
კიდევ ბევრი მსგავსი ამბები დაუტრიალებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
მოკლედ, დააპატიმრეს!
ფრონტერას ისტორიაც ასეთია. წელიწადში ორჯერ ავრცელებდნენ გაზის გიგანტური მარაგების აღმოჩენის შესახებ განცხადებას, რასაც მოჰყვება საყოველთაო აღფრთოვანება და ხელისუფლების მხრიდან მორცხვი დუმილი. ალბათ იმიტომ, რომ მეგობარი ქვეყნის კომპანიაზე აუგი რომ არ ეთქვათ.
მაგრამ ახლა სხვა დროა, ფეისბუკის დრო. აგორდა კრიტიკული ტალღა, აიტაცა მედიამ და მთავრობაც იძულებული გახდა ხმა ამოეღო. მალე ფრონტერასაც მოუწევს არგუმენტირებული პასუხის გაცემა.
დიდი თავმდაბლობა რომ არ გამოვიჩინო, აქვე გეტყვით, რომ ყველაფერი ამ ფეისბუკპოსტებიდან დაიწყო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:
„საქართველოში რომ კუვეიტზე მეტი გაზი "აღმოაჩინა", ამ კომპანიის მიზანია როგორმე ტყუილში ჩაითრიოს საქართველოს ხელისუფლება, დაადასტურებინოს ან დამაიმედებელი მესიჯები ათქმევინოს და შემდეგ მორიგი რაუნდი დაიწყოს ფულის შეგროვების. ერთხელ უკვე გაამართლა მსგავსმა ხერხმა ამ 15 წლის წინ, როცა ედუარდ შევარდნაძე მიიყვანეს ტარიბანის საბადოსთან და ჭიქით "დაალევინეს" ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრს ჩაადებინა ფული შემდგომ სამუშაოებში.
სადაა ნავთობი? სადაა გაზი? არსად!
ჯერჯერობით, ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში არაა ისეთი გამონათქვამები, რომელიც ციტატის სახით შეიძლება გაავრცელონ აქციონერების მოსატყუებლად. თუმცა ზოგიერთი ტელევიზიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს ალბათ სადმე გამოიყენებენ.
ჩვენ რას ვკარგავთ, იტყვიან ხოლმე.
რეპუტაციას!
„მთვარეზეც არის ბუნებრივი რესურსები. მარსზეც. შეიძლება ითქვას, რომ შესაძლებელია მისი მოპოვება დედამიწაზე გამოსაყენებლადა? რა თქმა უნდა არა.
აჭარის მიმდებარე ზღვაშიც "აღმოაჩინა" გაზი ასლან აბაშიძემ, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიებისა და დანახარჯების გათვალისწინებით, იგი ისეთივე მიუწვდომელი რესურსია, როგორც მთვარეზე არსებული სიმდიდრე.
ნავთობიც ყველგან არსებობდა, მაგრამ იგი გამოუსადეგარი იყო, სანამ ფიქალური შრეებიდან მისი მოპოვება არ გახდა შესაძლებელი.
თუ კი საქართველოში მართლაც სადღაც რაღაც ჰიპთეთური გაზის რესურსია ( რაც არ დასტურდება სერიოზული კვლევებით), ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ "ფრონტერამ" აბითუროს საქართველოს მთავრობა, აქციონერები და საზოგადოება.
მთავრობამ ნათლად უნდა გამოხატოს თავის პოზიცია და ან აიძულოს ლიცენზიის მფლობელი კომპანია დაიწყოს მოპოვება, ან გადასცეს სხვას, ან შეაწყვეტინოს სიცრუის გავრცელება, რაც ვნებს ქვეყნის იმიჯს და აკარგვინებს მრავლ მილიონს არაინფორმირებულ უცხოელ ინვესტორებს".
ეს კი ფრონტერას ბალანსია. ათეულმილიონიანი ზარალითა და აქციების ჩალისფასზე გაცილებით ნაკლები ღირებულებით.
=
ეხა შეგილიათ დახუროთ :დ
This post has been edited by Moor on 29 Jan 2020, 21:28