ერთი მუჭა ფანატიკოს-მიშისტ იუზერთა გულისთვის მიშას დაბრუნება,
რბილად რომ ვთქვათ, არამართლზომიერია.
ჯერ ერთი, ნორმალური ადამიანი მიშისტი როგორ უნდა იყო, ვერ წარმომიდგენია
ნაციონალი - მესმის, მაგრამ, მიშისტი???
სამშობლოს დამნაკუწებლის და მერე გამყიდველის ისევ აქ ჩამოსვლა ტრაგედიაა.
ბრიყვთათვის არა, ცოტა მოაზროვნე იუზერებისთვის ვამბობ:
ისევ და ისევ ნაცების და იმ არაადეკვატურის მოღვაწეობის უარყოფითი ტენდენციების ბრალია,
რომ ქოცები კიდევ კარგახანს იქნებიან ხელისუფლების სათავეში. წინა რეჟიმმა იმდენად შეაზიზღა
თავი „ბიდლოს“ (ახლა ეძახიან ბიდლოს, თორემ მანამდე ანგელოზი ამომრჩეველი იყო), რომ მათ
ხელახალ მოსვლას ისევ ქოცთა ყოფნას ამჯობინებენ...
თავს ძალა დაატანეთ და გაიგეთ.
მერე აღარ იქნება თქვენთვის ძნელი იმის გაგება, თუ რატომ „დადაბლდა ამომრჩევლის
არჩევითი კულტურა“ და რატომ აღარ უნდათ ნაცთა დაბრუნება.
რაც უნდა თავთუხაშვილი თუ რაფალიანცი მოკლან და მერე დედ-მამაც თავზე დააკლან,
ქოცებს მაინც არ გადაირჩევენ, სანამ ნაცი და მიშა იარსებებს, როგორც ნეგატიური ფენომენი.
ესაა სიმართლე, თუ გაინტერესებთ.
გადააშენეთ ეს ნაც-მიშ-სისტემა ცხრა მთას იქით და
ივან-ქოც-სისტემა თავად იპოვის გზას ჰადესისკენ...