ზოგადად საქართველოს სახელმწიფოს ისტორია იციან, თან კარგად ისე კი არა.
რა ინტერპრეტაციითაც არ უნდა იყოს, ფაქტია სწავლობენ, მაგრამ ქართველი ამას არ გააკეთებს.
ჯერ რო გაიგებენ ქართველი ხარ, ეს მიმინო ხო დაუვიწყარი თემაა მაგათთვის შენთან სასაუბროდ, თან თუ ცოტა მოძველო თაობაა. ვერ ვხვდები მართლა რა უხარიათ ამ მიმინოში, ქვეცნობიერად ალბათ უპირატემა ერმა რომ თავი გაუყადრა და დააფასა(?). ზევით ვიდეო რომ დავდე ეგ თუ ნახე, პირდაპირ იკითხება ის რაც ეხლა დავწერე ამ ბოლო წინადადებაში.
ეხლა ამ მიმინოზე რა გამახსენდა.
2-3 წლის წინ სომხეთში გამართეს შოუ, მიიწვიეს ქართული კომედი შოუ, "ესტრადა" და შეაჯიბრეს სომხებს, რა თქმა უნდა შოუს მიმინო დაარქვეს

3 წლის წინ სომხური ინიციატივით გადაიღეს ქართულ სომხური ფილმი, ტუზიო თუ რაღაც ხო იცი? კომედია როა.
დააკვირდი, სულ ისინი იჩენენ ინიციატივას ჩვენთან ურთიერთობაში, ქართველ მაგრად კიდია, არაფერზე მეტყველებს ეს?
საერთოდ ეს შურია თუ რა არი არ ვიცი, გაუმძაფრდათ 2007-2008 წლების მერე განსაკუთრებით, როცა ჩვენთან აშკარა იყო განვითარების დონით რომ გავფრინდით სომხეთთან შედარებით, ეკონომიკური ზრდაც 12% გვქონდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ფეხზე რო დადგა ცოტა და გამართულად დაიწყეს მუშაობა, მაგათ არ გამორჩენიათ ეგ ყველაფერი. ადრე ვიდეო რომ დადე, რას ფიქრობდნენ არმენები ჩვენზე, იქაც მახსოვს იძახდა რამოდენიმე, პოლიცია, სახელმწიფო ინსტიტუტები და ქვეყანა ბევრად გამართული აქვთო. ეს ვიდეოში და მე ბევრად მეტი სომხის და აზერის აღფრთოვანებული საუბარი მომისმენია საქართველოზე, განსაკუთრებით პოლიციაზე, იმიტომ რომ ძირითადად მათთან არიან შეხებაში და დორბლი სდით გაკვირვებისგან.
ისიც მინახავს, საზღვარზე აქეთ რომ გადმოსულა სომხური მანქანა, ღვედები გადაუჭერიათ ეგრევე.
საერთოდ, ბევრი უცხოელი სტუმარი მყავს ხოლმე და ყველასთან ვცდილობ ჩემი ქვეყნის გაპიარებას, ერთი კაი მეთოდი ვიცი, ჩემმა უბნელმა სომეხმა მასწავლა

2-3 წლის წინ ერევანში იყო პირველად, შორეული ნათესავები მოინახულა, რა შთაბეჭდილებით ჩამოვიდა და რა სიტყვებით იხსენია იქაურობა, აღარ დავწერ

მერე რამოდენიმე თვეში ისინი ეწვივნენ სამაგიეროდ და ეს მიყვება რომ ერთ მომენტში მანქანიდან რომ გადმოვედით არ ჩავკეტე კარი და ეს რომ შეამჩნიეს ეგრევე შემახსენესო. მაგრამ ამან მაინც არ დაკეთა, არ არის აქ აუცილებელიო და გადიდებული თვალებით მიყურებდნენო

ეხლა მე ტურისტულ სფეროში ვარ და უცხოელ სტუმრებთან მაგ მეთოდს ვიყენებ ხოლმე, სპეციალურად არ ვკეტავ მანქანას, კარიც კი დამიტოვებია ნაღევრად გაღებული, ვაღლევებ ხოლმე ტიპებს

რატო შვებიო ასე და მეთქი აა რას ამბობ, აქ არავინ იპარავს მეთქი, ვაფშე ქრიმინალ რეითი ძაან დაბალია თქო და მაგრა უკვირთ,
რამდენჯერ ყოფილა რომ ასე ჩემგან შეგულიანებულები ღამის 3-4 საათამდე მარტო დადიან ხოლმე ქუჩებში სასეირნოდ

ერთხელაც ვიღაც თუ გაკვანძეს მაგრა დამენძრევა
This post has been edited by kanian_U on 5 Feb 2016, 15:43