Yin&Yang
მოდი შევადაროთ სხვა ჩვენებებს:
პროფილის ქრონოლოგია20:00 - სახლში მოდის ომარი და ვახშმობენ
21 საათზე შევიდნენ ოთახში
21:00 - ზე მაგდა წმინდავს იატაკს
ათის წუთებზე ზარია ომარის მობილურზე - ომარი გადის და 5 წუთში ბრუნდება - იარაღს ითხოვს
მერე ისევ ბრუნდება 5 წუთში და იღებს 300 დოლარს - მოსდით ცოლ ქმარს შეკამათება ფულის გამო
ხმაურზე ატირდება ბავშვი და ითხოვს მამასთან წასვლას და სახაჭაპურეში წაყვანას
21:20 - მამაშვილი ერთად გადიან სახლიდან
21:30-22:00 - ამ დროსაა დაფიქსირებული ომარის სიკვდილი
მაგდა ურეკავს ომარის 21:50-ზე და არ პასუხობს მობილურზე (ადვილია ამის შემოწმება)
22:00 - ზე მაგდა იძინებს ტელევიზორთან - რასაც ადასტურებს დედამთილი
ეღვიძება 1:15-ზე და იწყებს ძებნას
ურეკავს ამ დროს დედამთილს
მალევე გადის სახლიდან - სადარბაზოში მოხსნილია ნათურა და ბნელა და ეცემა გვამზე
ამის მერე იწყებს კივილს და მეზობლების გაღვიძებას
ბავშვის სიკვდილი დადასტურებულია 2 საათზე
ნანუკას შოუ:19 დეკემბერს დილიდან მაგდა იყო დასთან და ეძინა
მოსვლამდე ერთი საათით ადრე ურეკავს ომარი - გორიდან გამოვდივარ ახლა და ერთ საათში ვიქნებიო
მაგდა იღვიძებს და მიდის სახლში - (ანუ ვერსია, რომ ქმარი მოულოდნელად დაადგა თავზე მას და მის საყვარელს, ამ ვარიანტით გამორიცხულია, ვინაიდან იცოდა რომ 1 საათში სახლში მოვიდოდა)
ღამის 1:20 სთ-ზე მაგდა ურეკავს მობილურზე ლანას
კიდევ შემოსულია მესიჯი - სასწრაფოდ დამირეკეო (მესიჯის დრო არაა მითითებული)
3:30-ზე ატყდა კივილი სადარბაზოშიო
22 საათზეა მკვდარი ომარიო
დის მონაყოლით აყვანის ღამეს სცემეს და მეორე დღეს გადაყვანილი იყო ღუდუშაურში - ანუ 21 დეკემბერს
მესამე დღეს მოეშალა მუცელიო - ანუ გამოდის რომ სასამართლოს მერე იყო აბორტი
რვის წუთებზე მესიჯია დედასთან გაგზავნილი თურქეთში მთელი ოქრო გაიტანა, ბავშვით გავიდა გარეთ, ხელი მომიქნიაო
ომარი სიდედრს უყვება ძმის ვალებზე, რომელმაც თამაშის გამო დაკარგა თანხა და ძმა უარყოფს ამ ვალებს
21:15-ზე ომარი გადის სახლიდან და 5 წუთში უკან ბრუნდება იღებს იარაღს
მერე ისევ ბრუნდება და შვილთან ერთად გადის
უცნაურ ფრაზას ამბობს - ჩემი მანქანით გასვლა უბნიდან დღეს არ შეიძლებაო (???)
2:20 წუთზეა ბავშვი გაგუდული - ეგდო ხის ჯიხურთან ბალახებში - ფოტოც გადაღებულიაო.
დედა, ლილი ქაფიაშვილი: 21:30 სთ-ზე შედის მაგდა ლილისთან
„მე და ჩემი მეზობლები ჩემს ოთახში ვიყავით. დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა,
21:30 მდე ლილისთან შედიან ომარი და თორნიკე
- თუმცა მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვშმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა,
მალევე ლილის ბავშვი შეჰყავს მაგდასთან ბინაში - ეს სავარაუდოდ 21:30 სთ-მდე ხდება:
"უკან რომ შევიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო და მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. ზოგს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ მიაკითხეო, მაგრამ ვცდილობდი ხოლმე, არ შემეწუხებინა.
22:00 საათამდე მაგდა შედის ლილისთან გრაფინის ასავსებად:
10-სკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის მეთქი? ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო. მეთქი, ასე გვიან რატომ წაიყვანა-თქო, თან ძალიან ყინავდა იმ საღამოს. რა ვიცი, ბავშვმა ხაჭაპური მოითხოვა და წაიყვანაო.
10-დან 2 საათამდე შუალედში
შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი, შემდეგ უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე.
შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივანის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელი შემეკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედეთ, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ მეთქი და აქამდე ფერი არ გადასვლია თქო. მერე დამცინეს კიდევ, ვთქვი, ფხვნილი ხომ არ არის ეგეთი ფერი-მეთქი.“
მაგდა 10-დან 2 საათამდე შუალედში დედამთილთან რამდენჯერმე შევიდა, ბოლო შესვლაზე კი ლილი ქაფიაშვილს ომართან დარეკვა სთხოვა.
ლილი ქაფიაშვილი : „“მაგდამ მითხრა, მე რომ დავურეკო არ მიპასუხებსო და მოდი, შენ დაურეკეო. მე დასარეკი არ მქონდა და ზარებს ვუშვებდი და არ მპასუხობდა. ამ შესვლა-გამოსვლების მერე, არ მეძინებოდა.
2 საათამდე მაგდას ჩაეძინა
სადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო. მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა და პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ
2:30-ზე მაგდა უმესიჯებს ლილის რომ მოვლენ მალე
დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც, დაიძინე, მოდიან,“ – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან, ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, კორიდორში სულ შუქები ანთია ხოლმე და რატომღაც, იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მარტო ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო მეთქი. მე მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში, ჩავწექი. მეთქი, ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ჩამეძინ თუ ჩამთვლიმა,
დაახლოებით ღამის სამ საათზე ბრახუნია ლილის კარზე
მაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი. მაგდა ვარ, მიშველეო. მე მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა ომარი და რაღაცა კონფლიქტი მოუვიდათ. იმიტომ, რომ მის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა ხოლმე. ისე წიოდა, რომ იქით უბანში ისმოდა, თუმცა ომარი არასოდეს არ აჰყვებოდა ხოლმე. ამის გულისთვის ამპულაც ჩაიდგა, მოდი, „ვაბშე“ აღარ დავლევო.
ლილის ჩვენებით ბავშვი იყო მანქანაში - ომარის გვამი გარეთ ეგდო
This post has been edited by basa-ttt on 10 Feb 2016, 23:01