პირველი სიუჟეტი 20დეკემბრის
http://rustavi2.com/ka/news/3469020 დეკემბერი
თბილისში მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები-არსებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 25 წლის მაგდა მეუღლისა და შვილის მკვლელობას აღიარებს არ დასტურდება და ცნობილი ხდება, რომ მისი დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
პოსტსკრიპტუმის ინფორმაციით დაკითხვის პროცესში ახალგაზრდა ქალმა ჩვენებმა რამდენჯერმე შეცვალა. მას სახაზინო ადვოკატი იცავს. დღის განმავლობაში ბრალდებული არაერთხელ გახდა შეუძლოდ.
http://rustavi2.com/ka/news/34731 21 დეკემბრი
http://rustavi2.com/ka/news/3482822 დეკემბერი
მაგდა პაპიძე აცხადებს, რომ მან მეუღლე და ბავშვი სადარბაზოში ნახა და თავიდან წაქცეული 27 წლის მამაკაცი ნასვამი ეგონა, რის შემდეგაც მან სავარაუდოდ მკვლელობის იარაღი ჩაქუჩი გადააგდო. თუმცა პროკურატურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სისხლის კვალი სახლშიც არის აღმოჩენილი.
http://rustavi2.com/ka/news/3492323 დეკემბერი
არასრულწლოვანი შვილისა და მეუღლის განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს საქალაქო სასამართლო
http://rustavi2.com/ka/news/3495125 დეკემბერი
სახალხო დამცველის აპარატი ადასტურებს, რომ მაგდა პაპიძეს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგენლების თქმით, დასადგენია დაზიანების მიზეზები.http://rustavi2.com/ka/news/35127
26 დეკემბერი
მოკლული ომარ ქაფიაშვილის ძმა გამოძიების შედეგებს ელოდება. რატომ მოკლა მაგდა პაპიძემ ქმარი და ხუთი წლის შვილი, მისთვის უცნობია. მოკლულის ძმა დეტალებზე არ საუბრობს. კატეგორულად გამოირიცხავს ცოლ-ქმარს შორის დაპირისპირებას და აცხადებს, რომ მის ძმას და რძალს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.
http://rustavi2.com/ka/news/35252 ჩვენების დეტალები "19-ში ჩემმა შვილმა, თორნიკემ სთხოვა მეუღლეს, ომარს, გასულიყვნენ გარეთ ხაჭაპურის საჭმელად. ისინი გარეთ გავიდნენ ძალიან თხლად ჩაცმულები. როდესაც დააგვიანეს, მე დედამთილს, ლილის ვთხოვე, დაერეკა ომართან, მე არ დავურეკე ომარს, რადგან მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. თუმცა ომარს ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ეს ჩვენ არ გაგვკვირვებია, რადგან მისი ტელეფონი ხშირად ჯდებოდა ხოლმე. ამასთან, მე ვიცოდი, რომ ისინი მანქანით ვერ წავიდოდნენ, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ომარმა განმიცხადა, რომ ის მანქანით უბნიდან ვერ გავიდოდა, ზედმეტი კითხვების დასმა კი კვლავ ამიკრძალა. მე დაღლილი ვიყავი და იმ ღამით ჩამეძინა ლოდინში. 3 იყო დაწყებული, როდესაც გავიღვიძე და გადავწყვიტე საძებნელად წავსულიყავი. გარეთ გავედი, სადარბაზოდან გასასვლელში ვიწრო ადგილია, სადაც ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ომარზე დავეცი. ამის შემდეგ, მეგონა, რომ ის მთვრალი იყო და წაიქცა. ხშირად იყო ხოლმე, რომ ნასვამი ბრუნდებოდა სახლში. მე სისხლი არ დამინახავს. არ მიფიქრია, რომ მეუღლე და ჩემი შვილი ცოცხლები არ იყვნენ. ამის შემდეგ წავედი მანქანის გადასაყენებლად, რადგან მინდოდა ჩემი შვილი და მეუღლე მანქანაში ჩამესვა. მანქანაში ვერ ჩავსვი და ამის შემდეგ დავიწყე ყვირილი. რის შემდეგაც ჩემი დედამთილი ლილი და მეზობლები გამოვიდნენ. ამის შემდეგ მე ჩემი შვილი და მეუღლე არ მინახავს და პოლიციაში მითხრეს, რომ ორივე მე მოვკალი და ბრალი მქონდა წარდგენილი. ამას მე არ ვაღიარებ", - განაცხადა პროცესზე მაგდა პაპიძემ.
ამასთან, ბრალდებული პროცესზე ყვება, რომ 19 დეკემბრამდე, მისი ქმრისა და შვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა მეუღლემ გადაწყვიტა ურო ეყიდა, რათა გარკვეული სამუშაოები ეწარმოებინა. როგორც მაგდა პაპიძე სასამართლოზე ყვება, მან მას შემდეგ, რაც გაიგო,
რომ მეუღლე და მისი შვილი უგონოდ იყვნენ, პირველად ურო იმიტომ გადააგდო ნაგვის ურნაში, რომ შეეშინდა, რადგანაც მისი მეუღლე ომარი ხშირად ემუქრებოდა მას.
"ერთ დღეს, ომარმა მე წამიყვანა ისე, რომ არ მითხრა, სად მივყავდი. გააჩერა ტაქსი და ამიყვანა ჯვარზე. შემდეგ იქ ფეხის წვერებზე დამაყენა და ცინიკურად რაღაც კითხვებს მისვამდა. ამის შესახებ მე ჩემს მეგობარს, ოთარ ბერძენიშვილს მოვუყევი. როდესაც ომარი სვამდა, აგრესიული იყო და სწორედ ამიტომ შემეშინდა, როდესაც წაქცეული დავინახე, ვიფიქრე, ნასვამი იყო და მე გადავწყვიტე აღნიშნული ურო გადამეგდო", - განაცხადა მაგდა პაპიძემ.
"სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ" - წლის ყველაზე სასტიკი მკვლელობაბრალდების ცნობით, რამდენიმე წლის წინ ცოლ-ქმარს ურთიერთობა დაეძაბა და მათი ცოლქმრული ურთიერთობაც შეწყდა. ამის შემდეგ მაგდა მეზობლად მცხოვრებ მამაკაცს, ოთარ ბერძენიშვილს დაუახლოვდა... გამოძიების ინფორმაციით, ტრაგედიის წინადღეს მაღაზიაში ურო შეიძინა და ბავშვთან ერთად შინ დაბრუნდა. სწორედ ის ურო ჩაარტყა თავში მძინარე მეუღლეს, ამის შემდეგ ბინაში იატაკი მორეცხა, თუმცა ოთახის დათვალიერებისას ექსპერტებმა სისხლის კვალი მაინც იპოვეს. სისხლიანი ურო პაპიძემ ნაგვის ურნაში ჩააგდო, იქვე გადაყარა ზეწარი, სისხლიანი ქაღალდის ხელსახოცები, თეფშის ნამსხვრევები და ნაკუწებად ქცეული ოჯახური ფოტოები. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ პაპიძემ ცხედრები გარეთ გაიტანა და სცადა, მეუღლის მანქანაში მოეთავსებინა. ბავშვი უკანა სავარძელზე მოათავსა, სცადა მეუღლის მოთავსებაც, მაგრამ ძალა არ ეყო. ამის შემდეგ მიირბინა დედამთილის ოთახთან და შველა ითხოვა, დედამთილს უთხრა, თითქოს ცხედრები სადარბაზოსთან იპოვა.
"მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ..."
მაგდა პაპიძე: "ომარი განსაკუთრებით აგრესიული იყო მაშინ, როცა სვამდა. ომარს ავარია მოუხდა და დიდ ვალში გადავარდა. მაშინ ჩემი სამკაულებიც წაიღო და ლომბარდში დააგირავა. ამ ამბის მერე განსაკუთრებით აგრესიული გახდა. სახლიდან ნივთები მეკარგებოდა. ერთი კვირის წინ გაღიზიანებული მოვიდა, თან სამი მამაკაცი მოჰყვა. ეუბნებოდნენ, არ გაპატიებთ, რაც მოხდაო... 19 დეკემბერს სამსახურიდან დაბრუნდა, ომარი დაღლილი იყო. მე სახლიდან სალონში წავედი, მაშინ შევხვდი ოთარ ბერძენიშვილს, მას მივეცი ოქროს ყელსაბამი, ჯვარი და ბეჭედი, მეშინოდა, ისიც არ დამკარგოდა. შინ რომ დავბრუნდი, ომარმა მითხრა, ბავშვს ხაჭაპურის საჭმელად გავიყვანო, ძალიან თხლად ეცვათ ტანზე, ვიფიქრე, იქვე ახლოს შევიდოდნენ სახაჭაპურეში. რომ არ დაბრუნდნენ, ომარის დედას ვუთხარი, დაურეკე და გაიგე, სად არიან-მეთქი. არ უყვარდა, რომ ვურეკავდი, ამის გამო მეჩხუბებოდა. დედამთილმა მითხრა, ტელეფონი გათიშული აქვსო. 12 საათზე უკვე პოლიციაში დარეკვა მინდოდა, შევედი ჩემს დედამთილთან, ვუთხარი, ისევ გათიშულია ნომერი-მეთქი. ანერვიულებულმა გულის წვეთები დალია და ვთხოვე, ჩემთვისაც მოეცა. ამასობაში წყალი ავიღე ჩაიდნით და გამოვედი. სახლი მივალაგე, ტელევიზორს ვუყურე. სამზარეულოს ბოლოში ნაგვის ურნა გვაქვს და იქ გადავყარე ნაგავი. ამბობენ, რომ ეს კამერებმა დააფიქსირა, მერე ლოგინში შარვლით შევწექი და ჩამეძინა. სამის წუთებზე ომარის დედის ზარმა გამაღვიძა. ალბათ, უკვე მოდიან, ავდგები და შევხვდები-მეთქი. სადარბაზოსთან ვიწრო გასასვლელია და რომ გავედი, ფეხი წამოვკარი, პირდაპირ დავეცი ომარის ცხედარს. მთლიანად სისხლიანი იყო, დავიწყე ყვირილი, ომარ, რა გჭირს-მეთქი. მერე თორნიკე ვნახე, მთლად გაყინული. მეგონა, მთვრალს ბავშვი მოჰყავდა და წაიქცნენ. ხელები სისხლიანი მქონდა. შევირბინე ოთახში და გასაღები ავიღე. მანქანა დავქოქე, მანქანაში ჯერ თორნიკე ჩავსვი, მერე ომარს მოვკიდე ხელი და ვცდილობდი, ისიც ჩამესვა, მაგრამ ვერ შევძელი. ამის შემდეგ გავიქეცი ლილის (დედამთილი) ოთახისკენ, სისხლიანი ხელებით ვაბრახუნე კარზე, ჩქარა გამოდი-მეთქი, ლილის ოთახში იყო ონკანი და იქ დავიბანე. პოლიციამ რომ წამიყვანა, მაშინ ისიც კი არ ვიცოდი, ისინი მკვდრები რომ იყვნენ. ოთახში თუ სისხლი იყო, მე ვამბობ, რომ იქ სისხლიანი შევედი და შეიძლება ამიტომ იყო იქ სისხლი".
პროკურორი და შავი პარკი
როცა პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა, ძირს დაყრილი დასისხლიანებული ქმარ-შვილი რომ ნახე, პირველ რიგში ურო ნაგვის ურნაში რატომ გადააგდეო. ბრალდებულმა უპასუხა, ომარი მთვრალი მეგონა და შემეშინდა, ის ურო ჩემთვის თავში არ ჩაერტყაო. პროკურორმა ბრალდებულს განმარტება იმაზეც მოსთხოვა, ყვირილის ატეხამდე რატომ გადააგდო სისხლიანი ტანსაცმელი ნაგვის ურნაში? ის შავი პარკი მანქანაში სავარძლის უკან ვნახე, შიგნით რა იყო, არ ვიცოდი, ხელს მიშლიდა, რადგან იქ ომარი უნდა ჩამეწვინა და ამიტომ მოვისროლე ნაგვის ურნაშიო, - უპასუხა მაგდა პაპიძემ.
"არც ჩემი შვილი მომიკლავს და არც ქმარი. ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი. რომც დამჩეხონ, ამას არასოდეს ვაღიარებ", - ეს იყო სასამართლოზე ბრალდებულის ბოლო სიტყვები. "იმ სუსხიან ღამეს ბავშვი მოკლემკლავიანი მაისურით გავიდა სახლიდან?" - ჰკითხა პროკურორმა, ძალიან თხლად ეცვათ, რადგან იქვე ახლოს მიდიოდნენო, უპასუხა ბრალდებულმა. მერე შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ილაპარაკა: "თორნიკე შვიდთვიანი დაიბადა, სამი თვე შიშველ მკერდზე მეწვინა, რომ სითბო არ მოჰკლებოდა. სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა და ასთმის წამალი სულ მედო სახლში. მე თორნიკეს როგორ მოვკლავდი?!" - თქვა ბრალდებულმა და ატირდა.
"აქ მესამე პირია გარეული"
პაპიძის მეგობარი მამაკაცი, ოთარ ბერძენიშვილი, მხოლოდ მოწმის სახით დაჰკითხეს. პროცესს მხოლოდ მაგდას დედა, ლია შამუგია დაესწრო: "მე მკვლელი შვილი არ გამიზრდია. ჩემს სიძეს დალევა უყვარდა და სიმთვრალეში ძალიან ცუდი გამოვლინებები ჰქონდა. ბოლო დროს ძალიან დაიძაბა მათ შორის სიტუაცია ფინანსური პრობლემების გამო. რომელი დედა მოკლავს შვილს? ბავშვს სასუნთქ გზებზე მართლა ჰქონდა პრობლემა, მაგრამ მას დაზიანებები აქვს სხეულზე - ტუჩზე ნაჭდევი ეტყობა, თვალები ჩალურჯებული აქვს, ენა - გადაყლაპული. ვფიქრობ, აქ მესამე პირია გარეული, ვინც ჩემს ქალიშვილს შვილი გაუგუდა".
მოკლულის ბიძა: "გვამებს გააქრობდა და მოუსავლეთში გაიქცეოდა!"
ქაფიაშვილების ახლობლებს ვერაფერი გადაარწმუნებს, რომ ყოველივე წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა არ იყო.
ნოდარ მინდიკაური, ომარ ქაფიაშვილის დედის ძმა:
"სულერთია, ამ გოგოს არ ვაცოცხლებ. ჯერ მარტო უსუსური ბავშვის მკვლელობას არ ვაპატიებ. სამუდამო პატიმრობას თუ არ მიუსჯიან, რომ გამოვა, ჩემი ხელით მოვკლავ. ქმარ-შვილი დახოცა, დანაშაულის კვალი წაშალა, მერე გამოდის და ყვირის, მიშველეთო. ღამის სამის ნახევარზე მოხდა ეს ტრაგედია. ამ ქალს მკვლელობამდე სამი დღით ადრე 25 ლარად დიდუბეში ურო უყიდია. ორჯერ მყავს ნანახი მაგდა, ომარმა ჩამოიყვანა ჩემთან დუშეთში. ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, არც მე და არც სხვას მისთვის ფსიქიკური პრობლემები არ შეგვიმჩნევია. ვაჟკაცი ბიჭი იყო ომარი, სამხედროში მსახურობდა კონტრაქტით.
ომარი რომ პათოლოგი და არანორმალური ყოფილიყო, ჯარში ვინ გააჭაჭანებდა?! რა მოხდა იმ ღამით, ეგ მარტო მკვლელმა იცის. შედეგი სახეზეა - ჩემს დისშვილს უროთი თავის ქალა აქვს ჩანგრეული, ორივე საფეთქელში დაურტყამს, ცალი ყური საერთოდ აღარ აქვს. ეტყობა, ამის შემხედვარე საწყალი ბავშვი აყვირდა. ქალს შეეშინდა, ხმა არ გავიდესო და როგორც ჩანს, პირზე აფარებდა ხელს, პატარას ტუჩის ზემოთ და ყელზე აქვს ნაჭდევები. თოკო ასთმიანი იყო და შეტევა მოსვლია, ბავშვს კისრის მალებიც აქვს ჩამტვრეული, ეტყობა, ჯაჯგურის დროს. მერე ამდგარა ეს ცივსისხლიანი მკვლელი და დაუსუფთავებია იქაურობა, თუმცა, კედელზე სისხლის ლაქები ახლაც ატყვია. მერე ამ გოგოს სისხლიანი ჩვრები მძინარე დედამთილის ოთახში შეუტანია და სარეცხ მანქანაში შეუყრია. ჩემს დას უკითხავს, ომარმა ბავშვი სად წაიყვანაო, რძალს უპასუხია, "კარფურში" წავიდნენ და ჯერ არ დაბრუნებულანო. ამას იმ დროს ეუბნება, როცა ქმარ-შვილი უკვე დახოცილი ჰყოლია. სასამართლოზე უთქვამს, ბავშვი ექიმთან მიმყავდა, ამიტომ ჩავსვი მანქანაშიო. ექიმთან კი არ მიჰყავდა, გვამების მოცილებას ლამობდა. ბავშვის მოკვლას არ ვაპატიებ მაგ ძუკნას. სახლიდან ძვირფასი ნივთები დაიკარგა, ეტყობა, წინასწარ გადამალა ოქროული. მერე გვამებს გააქრობდა და, ალბათ, მოუსავლეთში გაიქცეოდა. მეორე დღეს მოვიდა გოგოს დედა რაღაცების წასაღებად, არც ვიცით, რა წაიღეს. თითქოს მაგდას ტანსაცმელი მიჰქონდათ, მაგრამ სახლიდან ბევრი რამაა დაკარგული. ყველამ იცოდეს, ციხიდან გამოვა და ერთ საათში ეგ ცოცხალი აღარ იქნება, ურჩევნია, იქ დარჩეს, ვერაფერი შემაჩერებს".
შვილისა და შვილიშვილის სიკვდილის რა ვერსია აქვს მაგდა პაპიძის დედამთილს და რა ახალ დეტალებს ამხელენ ქაფიაშვილების მეზობლებიAMBEBI.GE გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უმძიმესი სურათი დაგვხვდა. მამა-შვილის ცხედრები ერთ პატარა ოთახშია დასვენებული, იმავე ოთახში, სადაც სავარაუდოდ, მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილი ომარ ქაფიაშვილის დედა ლილი ქაფიაშვილი და უმცროსი ძმა მალხაზ ქაფიაშვილი ტრაგედიაზე არ საუბრობენ. როგორც ოჯახის ახლობლები პირად საუბრებში ამბობენ, ომარ ქაფიაშვილს სავარაუდოდ, ძილის წამალი ჰქონდა მიღებული. მათი ვარაუდით, მაგდა პაპიძემ ქმარი დააძინა და ამის შემდეგ ჩაარტყა თავში ჩაქუჩი.
ქაფიაშვილების ახლობლები ტრაგედიის საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ. მათი ვარაუდით, სახლში გასისხლიანებული კედლებისა და იატაკის გაწმენდის შემდეგ, პაპიძემ მეუღლის გვამის გადაგდება სცადა. სადარბაზოსთან მანქანა მიიყვანა და ცდილობდა მოკლული ქმრის ცხედარი ავტომობილის საბარგულში ჩაესვენებინა, რა დროსაც მეზობელმა დაინახა და ამის შემდეგ დაიწყო კივილი. რაც შეეხება 5 წლის თორნიკეს, ახლობლების თქმით, ის დედას სავარაუდოდ, გაჩუმების დროს შემოაკვდა. ოჯახის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ საქმეში არსებობს კიდევ ერთი პირი, რომელიც ბრალდებულს ყველაფრის განხორციელებაში დაეხმარა.
ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი ქაფიაშვილი ამბობს, რომ ის რძალმა მოატყუა. როდესაც დედამთილმა შვილი და შვილიშვილი მოიკითხა, მაგდა პაპიძემ უთხრა, რომ ისინი ხაჭაპურის საჭმელად იყვნენ წასული, ამ დროს კი ორივე გარდაცვლილი იყო სახლში და მათი ცხედრების სახლიდან გატანა ქალმა ღამის ოთხი საათისთვის, ყველასაგან მალულად სცადა. ქაფიაშვილების მეზობლების თქმით, რძალსა და დედამთილს ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, ლილი ქაფიაშვილი მუშაობს და მაგდა პაპიძეს პატარა თორნიკეს აღზრდაშიც ძალიან ეხმარებოდა. კარგ დედად ახასიათებენ მეზობლები თავად მაგდა პაპიძესაც.
"ლილი ჯერ კიდევ ვერ ხვდება, რა უბედურება დაატყდა თავს, შოკშია, რამდენჯერაც წაიყვანეს პოლიციაში, უკან მოჰყავთ. ზოგჯერ ჰგონია, რომ ომარი ცოცხალია და პოლიციელებს ეკითხება, სად არის, ომარი მომიყვანეთ, მაგდას კი ინსულინის ნემსი მიუტანეთ, ცუდად არისო", - აცხადებენ მეზობლები.
როგორც AMBEBI.GE-მ მეზობლებთან საუბრებიდან გაარკვია, გარდაცვლილი მამა-შვილის პანაშვიდზე მხოლოდ მაგდა პაპიძის და, ლანა იმყოფებოდა, რომელმაც დის ტანსაცმელი და ის ნივთები წამოიღო სახლიდან, რომელიც მისი შეძენილი იყო. ლანა პაპიძემ ასევე წაიღო ომარ ქაფიაშვილის ტანსაცმელიც, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ამ ტანსაცმელში მაგდა პაპიძე რაღაცას მალავდა. ოჯახის ახლობლები ასევე ფიქრობენ, რომ მაგდა პაპიძეს რომელიმე სექტასთან ჰქონდა ურთიერთობა და ქმარ-შვილი სექტას მსხვერპლად შესწირა.
ომარ ქაფიაშვილი წლების მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში მუშაობდა. ბოლოს შიდა ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში იმყოფებოდა. "ამბები.გე" ომარ ქაფიაშვილის ხელმძღვანელს, ბაგრატ კასრაძეს გაესაუბრა: "ძალიან კარგი ბიჭი იყო, მეგობრული, გვერდში დგომა იცოდა. ორი თვის წინ გადმოვიდა ჩვენს დანაყოფში. დიდ პატივს სცემდა მეუღლეს, კარგი მამა იყო. შოკისმომგვრელი ამბავი იყო ეს ჩვენთვის, ძალიან უყვარდა მეუღლე და რატომ მოხდა ეს, არ ვიცი. სამ დღეში ერთხელ უწევდა ჩვენთან
24-საათიანი მუშაობა".
ომარ ქაფიაშვილმა და მაგდა პაპიძემ ერთმანეთი 6 წლის წინ სასოფლო უნივერსიტეტში გაიცნეს, შემდეგ დაქორწინდნენ. ომარის მეგობრის თქმით, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა, წყვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ახლა გავიგეთ, რომ კონფლიქტები ჰქონდათ ოჯახში. ომარის მაგდა ძალიან უყვარდა, გიჟდებოდა. მაგდაც არაჩვეულებრივი დედა იყო ბავშვისთვის. ერთმანეთი 6 წლის წინ გაიცნეს, მაგდა გორელია, მამა არ ჰყავს. სულ საკონტრაქტო სამსახურში იყო ომარი, როგორ უნდა ყოფილიყო ლოთი ან პათოლოგი, როგორც ამას მაგდა ამბობს? ყველანაირ შემოწმებას გავდივართ საკონტრაქტო სამსახურში მიღების დროს და თუ ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს, არავინ მიგიღებს. ომარის მაგდა ისე ძალიან უყვარდა, ყველაფერს პატიობდა. "კარფურში" და უბნის ერთ მაღაზიაში მუშაობდა მაგდა, მაგრამ ცოტა ხელცივი გოგო იყო, რაღაცეების მოპარვა უყვარდა და ამის გამო გამოუშვეს ორივე სამსახურიდან. რაც შეეხება ომარის ვალებს, 2500 ლარი ჰქონდა ხელფასი, კმაყოფილი იყო თავისი სამსახურით და არასდროს უთქვამს, რომ ვალები აქვს. ვერ ვხვდები, რატომ უნდა გაეკეთებინა მაგდას ეს? რომ ამბობს, თითქოს, ომარი პათოლოგი იყო და მასთან დარეკვა გვიანობამდე ამის გამო ვერ გაბედა, ტყუილია, მაგდა ძალიან თამამი გოგოა და ის თავს არავის დააჩაგვრინებდა".
როგორც ქაფიაშვილების მეზობლებმა გვითხრეს, მაგდა პაპიძეს სასიყვარულო ურთიერთობა მათივე უბნელთან, ოთარ ბერძენიშვილთან ჰქონდა, რომელიც სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა "მეგობარ მამაკაცად" დაასახელა. ბერძენიშვილმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება. მეზობლები ბერძენიშვილს კარგად ახასიათებენ და შიშობენ, მაგდა პაპიძემ იგი "უბედურებაში არ ჩაითრიოს". ჩვენ ვცადეთ გავსაუბრებოდით ოთარ ბერძენიშვილს, თუმცა ის სახლში არ დაგვხვდა. გავარკვიეთ, რომ ისიც სასოფლო უნივერსიტეტში სწავლობდა. მისი და მაგდა პაპიძის ურთიერთობა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთი წლის წინ დაიწყო.
ჭორშოუების ტექსტები თქვენ ჩაამატეთ
This post has been edited by sexi-bicola on 5 Feb 2016, 22:38
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █