http://fortuna.ge/magda-papidzis-dedamtili...mkvleli-magdaa/დედა, ლილი ქაფიაშვილი:
21:30 სთ-ზე შედის მაგდა ლილისთან„მე და ჩემი მეზობლები ჩემს ოთახში ვიყავით. დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა,
21:30 მდე ლილისთან შედიან ომარი და თორნიკე- თუმცა მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვშმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა,
მალევე ლილის ბავშვი შეჰყავს მაგდასთან ბინაში - ეს სავარაუდოდ 21:30 სთ-მდე ხდება:"უკან რომ შევიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო და მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. ზოგს გაუჩნდება კითხვა, რატომ არ მიაკითხეო, მაგრამ ვცდილობდი ხოლმე, არ შემეწუხებინა.
22:00 საათამდე მაგდა შედის ლილისთან გრაფინის ასავსებად:10-სკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის მეთქი? ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო. მეთქი, ასე გვიან რატომ წაიყვანა-თქო, თან ძალიან ყინავდა იმ საღამოს. რა ვიცი, ბავშვმა ხაჭაპური მოითხოვა და წაიყვანაო.
10-დან 2 საათამდე შუალედშიშემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი, შემდეგ უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე.
შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივანის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელი შემეკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედეთ, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ მეთქი და აქამდე ფერი არ გადასვლია თქო. მერე დამცინეს კიდევ, ვთქვი, ფხვნილი ხომ არ არის ეგეთი ფერი-მეთქი.“
მაგდა 10-დან 2 საათამდე შუალედში დედამთილთან რამდენჯერმე შევიდა, ბოლო შესვლაზე კი ლილი ქაფიაშვილს ომართან დარეკვა სთხოვა.
ლილი ქაფიაშვილი : „“მაგდამ მითხრა, მე რომ დავურეკო არ მიპასუხებსო და მოდი, შენ დაურეკეო. მე დასარეკი არ მქონდა და ზარებს ვუშვებდი და არ მპასუხობდა. ამ შესვლა-გამოსვლების მერე, არ მეძინებოდა.
2 საათამდე მაგდას ჩაეძინასადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო. მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა და პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ
2:30-ზე მაგდა უმესიჯებს ლილის რომ მოვლენ მალედაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც, დაიძინე, მოდიან,“ – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან, ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, კორიდორში სულ შუქები ანთია ხოლმე და რატომღაც, იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მარტო ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო მეთქი. მე მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში, ჩავწექი. მეთქი, ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ჩამეძინ თუ ჩამთვლიმა,
ახლა რა მაინტერესებს - თუ ომარი ოთახში იყო მკვდარი, ერთოთახიან ბინაში კარიდან ვერ დაიახავდა მოკლულს და ან თუ ომარი უკვე მკვდარი ეგდო სადარბაზოში - ლილი ვერ წაბორძიკდებოდა მკვდარზე? რა ადგილას ეგდო გვამი? მაგდას ბინასთან ახლოს თუ სადარბაზოსკენ?დაახლოებით ღამის სამ საათზე ბრახუნია ლილის კარზემაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი. მაგდა ვარ, მიშველეო. მე მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა ომარი და რაღაცა კონფლიქტი მოუვიდათ. იმიტომ, რომ მის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა ხოლმე. ისე წიოდა, რომ იქით უბანში ისმოდა, თუმცა ომარი არასოდეს არ აჰყვებოდა ხოლმე. ამის გულისთვის ამპულაც ჩაიდგა, მოდი, „ვაბშე“ აღარ დავლევო.
ომარის დალევის შემდეგ შეურაცხადობას ადასტურებს დედაც - ამპულა თუ ჰქონდა ჩადგმული ეს მაგდამ არ იცოდა?ლილის ჩვენებით ბავშვი იყო მანქანაში - ომარის გვამი გარეთ ეგდოგარეთ რომ გავვარდი, ომარი ძირს იწვა სისხლიანი. ერთი ეს მახსოვს, მაგდა დარბოდა ჩემ უკან. ბავშვი სად არის მეთქი ვკითხე და მაგდამ , მანქანაშიაო. ომარს თავი გავანებე და მანქანასთან მივვარდი, ბავში „სიდენიებს“ შორის იყო ჩაჭედილი. თბილი იყო ჯერ, „თოკო, თოკო!“ დავიწყე ყვირილი, ამ დროს მეზობლებიც მოვარდნენ.“
დედის, ლილი ქაფიაშვილის მტკიცებით, ერთადერთი მკვლელი არსებობს და ეს მაგდა პაპიძეა. კითხვაზე – გამოაქვს თუ არა ეს დასკვნა მაგდას პიროვნებიდან გამომდინარე, პასუხი უარყოფითია. ის მაგდას დადებით პიროვნებად იცნობდა. ლილი ქაფიაშვილის თქმით, მაგდა კარგი დედა იყო. თუმცა რა მოხდა და რატომ მოკლა შვილი, ჯერ-ჯერობით არ იცის.
ომარის დედა მკვლელობის ღამეს ბინაში მესამე პირის ყოფნას შემდეგი მიზეზით გამორიცხავს. „სხვა ვინმე რომ შემოსულიყო ოთახში, არ არსებობს, ვიღაცას არ დაენახა. არ არსებობს, პატარა ხმაური ყოფილიყო და ვიღაცას არ გაეგონა.“
მას ერთი ფაქტი აოცებს : „მაგდა ისეთი ემოციური იყო, ფეხი რომ წამოჰკრა ქმარს, როგორ არ დაიყვირა. თანაც იქვე იყო შუქის ჩასართველი, წამოკარი ფეხი, აანთე, ხომ შეგიძლია?!“
გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის მეზობლები ომარ ქაფიაშვილს დადებით პიროვნებად ახასიათებენ. მაგდასაც ყველა კარგ დედად მიიჩნევს, თუმცა ამბობენ, რომ ჩაკეტილი იყო და მეზობლებში ახლო მეგობრები არ ჰყავდა.
მათი თქმით, იმ საღამოს მაგდას ქცევაში ერთი უცნაური დეტალიც შეამჩნიეს.
„არასოდეს სხვისი ჭიქიდან წყალს არ სვამდა ხოლმე. ამ დროს კი იმდენად იყო შეშინებული, რომ მეზობლის ჭიქა აიღო და წყალი დალია…. ამასთანავე შვილის ფოტოები არ უდევს „ფეისბუკში“. მაგდა ყოველთვის ჩაკეტილი იყო. ძალიანაც რომ გდომოდა საერთო ენას ვერ გამონახავდი“, – ამბობს გარდაცვლილის მეზობელი.
http://www.kvirispalitra.ge/justice/27882-...-mkvleloba.htmlომარის დედა ასევე ამბობს, რომ მის შვილს ისეთი მევალე არავინ ჰყავდა, რომელიც მას რამეს დაუშავებდა.
„ბანკის ვალი ახლა ყველას აქვს. ის ვალები, რასაც ეგ გულისხმობს , ტყუილია. თვითონ მითხრა, რატომ არ ახსენდება. მერე ბავშვმაც მითხრა, ყველაფერი გადაიხადა მამამო. მაგდა რომ ამბობს, მანქანის დაჯახებაზე, კი, იყო ეგ ფაქტი, მაგრამ არავინ არ აკითხავდა მევალე და მანქანა კიდევაც გაუკეთა იმ კაცს. იმათ, როგორც კი დაეჯახა, მაშინვე მისცა ნომერი. ერთხელ, მითხრა კიდეც, დედა, გავდივარ, ის მანქანა უნდა შევაკეთოო. ჯარის ამხანაგები ეხმარებოდნენ და თავისი ხელფასიც ჰქონდა“, – იხსენებს გარდაცვლილის დედა.
გამოცემასთან პაპიძის მეზობელი ერთ საინტერესო დეტალის შესახებ ყვება. მისი თქმით, 19 დეკემბერს, 7 საათზე მაგდას მისთვის თმა უნდა შეეღება.
„ჩემთვის თმა უნდა შეეღება, თუმცა 7-ზე რომ ვერ მოახერხა, მომწერა, არ დაიძინო, აუცილებლად შეგიღებავო. ამის მერე 8 საათიდან ხშირ-ხშირად მწერდა, ხომ არ იძინებ, შემოვალო. 9 საათი რომ გახდა და არ შემოვიდა, კარზე დავუკაკუნე, არავინ გამიღო, შემდეგ მაგდას დედამთილთან შევედი და მოვიკითხე. ლილიმ მითხრა, ალბათ, კარგად ვერ იყო, ან ხასიათზე არ იყო და ამიტომ აღარ შემოვიდაო.
მე ვფიქრობ, მაგდას ან ალიბი სჭირდებოდა ჩემთან შემოსვლის სახით და მერე ვეღარ მოახერხა შემოსვლა, ან კიდევ ჩემი ჩათრევა უნდოდა“, – აცხადებს მეზობელი.