imereti
სამივე ჩვენების ჯამური ვარიანტი:
20:00 საათი - ბრუნდება ომარი და ვახშმობენ(პრ)
21:00 საათი - შედიან ოთახში (პრ)
21:00 სთ - მაგდა წმინდავს იატაკს (პრ)
21:00 თორნიკე მიდის ლილისთან
21:15 ომარის ვიღაც ურეკავს და გადის (პრ) (ნანუკასშ)
ბრუნდება 5 წუთში იღებს იარაღს (პრ)
კიდევ ბრუნდება და იღებს 300 დოლარს - აეკიდება ბავშვი (პრ)
21:20 სთ - ორივე გადის სახლიდან (პრ)
21:30 სთ მაგდა შედის ლილისთან და ეუბნება რომ წავიდნენ ხაჭაპურზე (ლილისჩვ)
21:30-22:00 ომარის სიკვდილის დრო (პრ)
21:50 მაგდა ურეკავს ომარის - მობილური არ პასუხობს (პრ)
22:00 სთ - მაგდას ჩაეძინება (პრ)
22:00 სთ - შედის ლილისთან და ავსებ გრაფინს (ლილის ჩვ.)
22:00 სთ დგება ომარის სიკვდილი (ნანუკასშ)
22:00 სთ-ის მერე რამოდენიმეჯერ შედის ლილისთან და შეაქვს წითელი გადასაფარებელი გასარეცხად (ლილისჩვ)
1:15 სთ - ეღვიძება და იწყებს ძებნას - ურეკავს ლილის (პრ)
1:20 სთ - ურეკავს ლანას (ნანუკას შოუ)
იწყებს კივილს (პრ)
2:00 სთ - ურეკავს ლილი მაგდას და ის ეუბნება რომ ჩამეძინაო (ლილისჩვ) და გავალ კალონკაზე ახლაო
2:00 სთ ბავშვის სიკვდილი 2:20 სთ (ნანუკშ)
2:30 სთ - უმესიჯებს ლილის - "დაიძინე ცუც მალე მოვლენო" (ლილის ჩვ)
3:00 სთ - იწყებს კარებზე ბრახუნს (ლილის ჩვ.)
3:30 სთ იწყებს კივილს (ნანუკასშ)
22 საათის მერე ჩვენებები არ ემთხვევა. ყველაზე საეჭვოა ეს:
2:30 სთ - მაგდა უმესიჯებს ლილის - "დაიძინე ცუც მალე მოვლენო" (ლილის ჩვ)
ლილი ჩამოდის ბინაში და ხედავს ჩაბნელებულ ბინას, თუმცა არ შედის ბინაში.
ამოიღონ მესიჯები.
თუ ღამის სამის ნახევარზე კიდევ არ არიან მოსულები - საიდან მოიტანა მაგდამ, რომ მალე მოვლენ და დაიძინეო?
გვამების გატანა უნდოდა და ლილის უძილობა უშლიდა ხელს?
თუ უბრალოდ აწყნარებდა რომ არ ენერვიულა?
2 საათამდე მაგდას ჩაეძინა
სადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო. მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა და პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ ამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ
2:30-ზე მაგდა უმესიჯებს ლილის რომ მოვლენ მალე
დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც, დაიძინე, მოდიან,“ – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან, ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, კორიდორში სულ შუქები ანთია ხოლმე და რატომღაც, იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მარტო ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო მეთქი. მე მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში, ჩავწექი. ახლა საინტერესო დეტალი:
ამ დროს როცა ლილი ყოველწუთს აკითხავს მაგდას სახლში
ამ დროს გვამები სადაა?
თუ სახლთან ახლოს იწყება სისხლის კვალი - მაშინ ჩამოსული ლილი ზედ უნდა წამობძიკებულიყო გვამებზე ხომ?
ორი ვარიანტია:
პირველი: როცა 2:30 სთ-ზე ლილიმ ჩააკითხა სახლში - ამ დროს გვამები სახლშია და მაგდა ამის მერე იწყებს გვამების გამოთრევას,
თუ კი - ძალიან რისკავს, რადგან ლილი არ იძინებს და ყოველ წუთს აკითხავს
მეორე ვარიანტი: როცა მაგდა ეუბნება ლილის რომ გავალ კალონკაზეო - მაშინ გვამები უკვე გდია სადარბაზოში და ეტყობა კიბეებზე ჩამოსული ლილი ვერ ხედავს ამას..
სად დააგდეს გვამი - ბინასთან ახლოს, სადაც კვალი იწყება თუ გარეთ სადაც სადარბაზო მთავრდება?
რადგან სისხლის კვალი ბინასთან ახლოს იწყება - მაშინ გამოდის, რომ მაგდას ბინასთან ახლოს იყო სადღაც დამალული გვამი, იქვე, და გამოათრიეს ასე 1 საათის შემდეგ და გარეთ დააგდეს. სხვნაირად გვამებზე ლილი დაეცემოდა როცა ჩააკითხა 2:30 სთ-ზე.
მაგდამ გამოათრია თუ სხვა მკვლელმა?
თუ ნახავენ შემოსულ, გასულ მესიჯებს და ზარებს და შეადარებენ ამ ჩვენებებს, ძალიან ადვილია ტყუილ მართალის დადგენა.
პ.ს. ჰო მართლა - ის ჩულანი რა ადგილას იყო? დაჭედებას რომ აპირებდა...
This post has been edited by basa-ttt on 10 Feb 2016, 03:49