#46914993 · 4 Feb 2016, 12:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაზეთი "ახალი თაობა" 03/02/2016 დაითხოვს თუ არა მარგველაშვილი აჭარის მთავრობას. მურმან დუმბაძე: `
მნიშვნელოვანი საკითხი არის ციხისძირი. ის აჭარაში გამორჩეული ადგილია. იქ არის 120-150 წლის ხეები. თავიდან იქ იყო პარკი. კომუნისტებმა იქაურობა სანაშენე მეურნეობად აქციეს. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ასწლოვანი ხეების განადგურება დაიწყო. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ხეები ურეკში გადააქვთ. ამბობენ, რომ იქ ივანიშვილი დენდროლოგიური პარკის მოწყობას აპირებს საკუთარ მამულში. ეს კანონის უხეში დარღვევაა, რადგან ციხისძირი თავად არის დენდროლოგიური პარკი და იქაურობისთვის ხელის დაკარება არ შეიძლება. თითოეული ამ ხის გადატანას 300-400 ტონა მიწის ამოღება სჭირდება, გადაითხარა მთელი გორა. _ 300-400 ტონა მიწა ძალიან ბევრი ხომ არ არის? _ არა, საუბარია 120-150 წლის ხეებზე. ისინი 40-50 მეტრის ჰორიზონტალში არიან გაშლილი და მათი ამოღება ასეთი იოლი არ არის. იქ უნდა აშენდეს პორტისმაგვარი, რათა ტყიდან გამოტანილი უზარმაზარი ხეები გამოიტანო და ზღვაში შეიტანო. ზღვის გარეშე ურეკში მათი გადატანა ვერ მოხერხდება. ამ ყველაფრის გასაკეთებლად კი რამდენიმე მილიონი ლარია საჭირო. ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ხეები არა ურეკში, არამედ შესაძლოა თბილისში გადმოიტანონ. _ ეს ვინ თქვა? _ ვინ და დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანიამ თავად განაცხადა, რომ ივანიშვილი ჩუქნის ასწლოვან ხეებს აღმაშენებლის ხეივნის გასამწვანებლად. აქ უკვე მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. არჩილ ხაბაძეს დოკუმენტში უწერია, რომ ივანიშვილს პირდაპირი მიყიდვის წესით 6.000 ლარად აძლევს თითო ხეს და ისინი ურეკში უნდა დარგოს, ნარმანია კი ამბობს, თბილისს ჩუქნისო. გამოდის, რომ ამ ბიზნესპროექტის არსი ჯერაც გაურკვეველია. ამიტომაც მინდოდა ამ საკითხზე მესაუბრა პრეზიდენტის თანდასწრებით. ის ვალდებულია, სიმართლის გარკვევაში დაგვეხმაროს
მე რომ მკითხო პლეხანოვის მოედანს დაამშვენებს საკაიფო ჩრდილი იქნება
This post has been edited by SPLIYVI on 4 Feb 2016, 12:10
--------------------
ოხ შავარდნაძე შენ შთამომავალს არ გაეთბოს ლოგინი უგრელკოდ!
დაფიქრდი მინამ ფეინთს იხმარ!
ციალა ვარ ბუღალტერი...
|