ინტერნეტი გადავქექე და 60 წუთის ის გადაცემა ვერ ვერ ვიპოვე,მარა აი ამ კაცის,ვისაც რიტუალური მკვლელობა დააბრალა გოგიჩაიშვილმა.მაგის ინტერვიუა.
რუსთავი 2-ის საქმეს გამოეხმაურა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი ასათიანი. სწორედ ამ ადამიანს უკავშირდება რუსთავი 2-ის ყველაზე დიდი შეცდომა. ვალერი ასათიანი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლამდე, კულტურის მინისტრი იყო, ცილისწამების მსხვერპლი გახდა. 2001 წელს რუსთავი 2-მა მოამზადა გადაცემა 60 წუთი და ვალერი ასათიანს 2 ადამიანის რიტუალური მკვლელობა დააბრალა. ვალერი ასათიანმა სასამართლო მოიგო.
ასათიანის განცხადებით, მისთვის რუსთავი 2 ბოროტების მანქანაა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს მფლობელებიც და კოლექტივიც შეიცვალა, მისი თქმით, არსი არ შეცვლილა.
,, მთავარი არის ის, რომ ბოროტად იყენებენ სიტყვის თავისუფლებას. მე მათ არაადამიანებს ვუწოდებ. თუ ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი შეიძლება ადამიანმა მოიმოქმედოს, ეს არ არის სიტყვის თავისუფლება. რუსთავი 2 ჩემთვის არის ბოროტების ტელემანქანა. დღეს, არსი არ შეცვლილა. რუსთავი 2 არის ნაციონალური მოძრაობის ტელემანქანა მე ამას გულისტკივილით ვამბობ. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ ხმის ამოღება, მაგრამ ყველას ნუ მოვთხოვთ გმირობას.”, – განაცხადა ,,მაესტროს ფაქტორის” პირდაპირ ეთერში ვალერი ასათიანმა.
http://primetimenews.ge/ვალერი...თავი-2/ამ კაცზეა საუბარი
ვალერი ასათიანს მან საშინელი რაღაცეები დააბრალა,
ამ დროს კი ვალერი ასათიანს ჰყავდა ინვალიდი შვილი, რომელმაც შემთხვევით ეს გადაცემა ნახა.. ისეთ შოკში ჩავარდა კინაღამ გარდაიცვალა.
ადამიანს ესეთი საშინელი რამ დასწამო, ინვალიდი შვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენო, თან ჟურნალისტმა რომელსაც მთელი საქართველო გიყურებს არ უნდა გამოხვიდე და საჯაროდ ბოდიში არ უნდა მოიხადო??
This post has been edited by ფულიანი on 6 Feb 2016, 22:36