არ ვიცი მაგ კომპანიის შესახებ არაფერი, მაგრამ რათქმაუნდა შეაჯანჯღარებს ნებისმიერი ახალი მოთამაშე, მითუმეტეს თუ კაპიტალის პრობლემა არ აქვს და ბაზრის წილის დათრევაზეა ორიენტირებული. მოკლევადიან პერსპექტივაში ალბათ დააგდებს და გრძელვადიანში შეიძლება თვითონ გახდეს მონოპოლისტი

შეიძლება დაასუსტოს ავერსი პსპ და მერე გადაყლაპოს/იყიდოს. თუ ბიძო უდგას უკან არაა გამორიცხული ეგეთი სცენარი. არადა მაგ ბიზნესში ძაან დიდი იმპორტია. პრაქტიკულად არაა ადგილობრივი წარმოება და დიდი ბაზარია. ქარხნების აშენების ნაცვლად იმპორტი და დისტრიბუცია ურჩევნიათ. იასნია, ნაკლები ფული ჭირდება და რისკიც ნაკლებია. არადა 10 000 000 დოლარად ააშენებდი კაცი სუპერ თანამედროვე საინფუზიო ხსნარების ქარხანას რომელიც მთელ ამიერ კავკასიაას დააკმაყოფილებდა. ნუ სომხებს თავისი აქვთ და მაგათი შემოდის აქ მაგრამ აზერებს არ აქვთ. 2-3 მილიონ დოლარს დატოვებს წელიწადში (ასე 2 - 3 წლის მერე).