http://kutaisitoday.com/quthaisis-meriam-q...arad-sheikhsna/ქუთაისის მერიამ ქამარი საახალწლოდ 61 250,11 ლარად შეიხსნა
”ქუთაისის მერიის ადმინისტრაციამ 2016 წლის იანვრის თვეში პრემია-დანამატების სახით აიღო 61 250,11 ლარი.აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის ,, მედიატორის „ წარმომადგენელი ანა დოლაბერიძე kutaisitoday.com–ის თვის ავრცელებს .
იმ დროს როდესაც ქალაქში მძიმე სოციალური ფონია და ეს თანამდებობის პირები სახელმწიფოდან ღებულობენ ხელფასს, რატომ ჭირდებათ პრემიების აღება იმ დროს, როდესაც სოციალურად დაუცველებს პურის ფული არა აქვთ. ცხვენოდეს ზვიად ჯავახიას, რომელიც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსია რა განხორციელებული სამუშაოებისათვის მიიღო პრემიაც და დანამატიც, 2210 ლარი” – აცხადებს ანა დოლაბერიძე.
პრემიები ქუთაისის მაღალჩინოსნებზე 2016 წლის იანვარში შემდეგნაირად გადანაწილდა
1– მერის მოადგილე – ნოდარ მიქიაშვილი –1763,88 ლარი
2–მერის მოადგილე – კონსტანტინე ქავთარაძე –952,77 ლარი
3–ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი– ზვიად ჯავახია –2210ლარი
4–საფინანსო სამსახური –ირაკლი ავლიანი –510 ლარი
5–არქიტექტორისა და ზედამხედველობის სამსახური –ბაქარ ჭეიშვილი –510 ლარი
6–კულტურის სამსახური– ვაჟა ჟუღელი –510 ლარი
7–სოციალური სამსახური.– იოსებ ჩიკვაიძე –510 ლარი
8–ეკონომიკის სამსახური–პანტელეიმონ კლდიაშვილი –510 ლარი
9–კეთილმოწყობის სამსახური –მალხაზ ბასილაძე –510ლარი
10–საბინაო სამსახური–ვიკა ნაკაშიძე –510 ლარი
სხვა თანამშრომლებისთვის გაცემულია –52753,96 ლარი
FacebookTwitterOdnoklassnikiVKGoogle+Google BookmarksPrintFriendlyShare