#46951215 · 8 Feb 2016, 15:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
kvacaraxa შენს მიერ მითითებულ ინგლისურენოვან წყაროში არსადაა ნახსენები არც ბავშვის რუსული წარმომავლობა და არც ის რომ გეი-წყვილს ჰყავდა ნაშვილები. ეგ ყველაფერი მერე რუსების მიმატებულია
წყაროში რომელიც 2013 წელსაა გამოქვეყნებული ნათქვამია, რომ სულ ცოტა 8 ადამიანი აუპატიურებდა ბავშვს და პორნოს ვიდეოებს იღებდნენ, ამათგან ერთერთი ბავშვის მამობილი იყოო, ასევე იყო მამობილის პარტნიორიცო.(გეი წყვილია, მაგრამ არა ქორწინებაში მყოფი და არ ჩანს, რომ როგორც წყვილს ჰყავდათ ნაშვილები ბავშვი)
2012 წელს დაუპატიმრებიათ და სასჯელის უმაღლესი ზომა შეეფარდათო - 40 წელი. (როგორც ჩანს იმ შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, თორემ ელექტროსკამზე შებრაწავდნენ)
საშინელი ისტორიაა, მაგრამ როცა პოლიტიკის განყოფილებაში იხსნება, თითქოს პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს - როგორი გახრწნილია დასავლეთი და თავი შორს უნდა დავიჭიროთ გეი-ამერიკისაგან.
ასეთი საშინელებები თითქმის ყველგან ხდება და მისი განზოგადება და მთელი ერისთვის ან ყველა გეისთვის მიწერა არაა გამართლებული.
This post has been edited by sango on 8 Feb 2016, 15:47
--------------------
123
|