Agni_Pontoshe ყოჩაღ!
კარგად შეგძლებია ხალხის მასებზე ზემოქმედება ეგრედწოდებული ცოდნის გამოვლინებით

შენი ტვინის ნაჟურის წაკითხვისას სრულიად დავრწმუნდი იმაში - ისე მაგრად გამოგიწურავს ეგ ტვინი, დარწმუნებული ვარ მთელი სითხე რაც კი იყო გამოიჟურა. გამომშრალ ორგანიზმს რომ მოქმედების ფუნქცია ეკარგება, ეგ გაგებული კი უნდა გქონდეს. ხო და მაგ გამომშრალი ორგანიზმის შედეგი შენს პოსტებში კარგადაა ასახული

დასავლეთ საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის ისტორიაზე რომ ლაპარაკობ (არა და რა მნიშვნელობა, რის მნიშვნელობა) და ამავე დროს ქართლ-კახეთის შვილების მიერ თუნდაც იგივე სპარსეთის იმპერიაში მიღწეულ გავლენის სფეროებს რომ გვერდს უვლი, მანდ ჩანს კარგად შენი განათლების დონე.
კრწანისის ბრძოლაში მოღალატეობაზე სილვერამ სწორად დაგიკომენტა, ისტორიული სიზუსტით.
ესვემაც სწორად გითხრა 40 გალეშილი მატროსის შესახებ.
იმაზეც ხმას რომ არ იღებ თუ რატომ ქვია ჩვებს ქვეყანას სა-ქართ-ველო და არა საქორთუო, სამეგრელო, სვანეთი, იმერეთი, ლაზეთი ან სხვა. რატოა ფუძე ქართ-ი/ქართლი/ქართლ-კახეთი

იმიტომ ხომ არა რომ ზუსტად ქართები იყვნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობის ფუძემდებელნი, თავის ირგვლივ გააერთიანეს სხვა ქართველი ტომები, მათზე გაცილებით ძლიერნი აღმოჩნდნენ. ამაში დიდი როლი გარე დამპყრობელთან მათმა გაუთავებელმა ომებმაც ითამაშა, სადაც მათი ხასიათი ჩამოყალიბდა.
ხო, ამბობენ დასავლეთ საქართველოს ქართველები იმიტომ ვერ დაეხმარნენ ქართლ-კახეთს კრწანისის ომში, ძალიან დაკავებულნი იყვნენ, არ ეცალათ, სტამბოლის ბაზარზე გასაყიდად ბავშვების მოპარვით იყვნენ დაკავებულნიო

იგივე იყო 1993-შიც, როცა ქართული ჯარი მტერს აფხაზეთში ებრძოდა, შენს მიერ მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და განუყოფელ ნაწილად შეფასებული რეგიონი და მისი მაცხოვრებლების 99% სამეგრელოს ქალაქებში ზვიადას მთავრობის ძალაუფლების დამყარებით იყო დაკავებული, თანაც ამ პროცესში აქტიურად იხმარებდა ჩრდილოკავკასიელ მებრძოლებს (იმათ, ვინც ქართველთ აფხაზეთში ებრძოდა) და სულ ღლეზე ეკიდა რომ მათი ნათესავ-მოგვარეების სახლ-კარის დაცვას აფხაზეთში მათ შორის ქართლ-კახეთის შვილები ეწირებოდნენ.
silver_rangerერთი მცირე "შესწორება" მინდა შევიტანო შენის ნებართვით

აღა მოჰამედმა თბილისის დარბევის შემდეგ 4000 მებრძოლი რო გაუშვა ერეკლეს მდევრად, ბევრი წერს რომ ვითომ ხევსურნი დაუხვდნენ ფასანაურთანო და კუდით ქვა ასროლინესო.
ესაა მტკნარი სიცრუე.
არაგვის ხევსურნი, ფშაველნი და მთიულ-გუდამაყრელნი ისედაც იყვნენ კრწანისის ომში. არღუნის ხევსურთ კი თავიანთი გაჭირვება ჰქონდათ, დაკა-დაკა ქისტებთან და ზოგადად სულ ქინძზე ეკიდათ რა ხდებოდა დათვისჯვრის უღელტეხილის აქეთ (გადმოღმა).
ფასანაურთან კი სპარსელებს ხევსურნი კი არა, მთიულ-გუდამაყრელნი დაუხვდნენ. ძირითადად ხანში შესულნი, ისინი ვინც ჯეელებმა კრწანისში არ წაიყვანეს და სახლ-კარის მისახედად დასტოვნეს.
ხერსურთ დახვედრა რომ სდომნიყოთ, ჟინვანთან დაუხვდებოდნენ.