ძველი სტატიებია,მაგრამ დღესაც საინტერესოდ იკითხება!
,,1992 წლის 30 ივლისს თბილისში გაფორმდა საქართველო-ოსამლეთის ხელშეკრულებას. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ ე. შევარდნაძემ, ოსამლეთის მხრიდან _ პრემიერ-მინისტრმა ს. დემირელმა. ხელშეკრულების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ მხარეები დაიცავენ მათ შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებას და შეთანხმებას დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებიდან.
საქართველო-ოსამლეთის 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულება ათი წლის ვადით დაიდო. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თუ მხარეებმა ათწლიანი ვადის ამოწურვამდე სამი თვით ადრე არ განაცხადეს ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, მაშინ ხელშეკრულება ავტომატურად გრძელდება კიდევ მომდევნო ხუთი წლით. ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ (2002 წ.) არც საქართველოს და არც ოსმალეთს 1992 წლის 30 ივლისის ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, ე. ი. ხელშეკრულება კიდევ ხუთი წლით - 007 წლამდე გაგრძელდა.
http://www.sangu.edu.ge/index.php?page=936...d=1603&lang=geo ,,დღეს ე.წ. «დამოუკიდებელი სომხეთი» და მისი ტერ-პეტროსიან-კოჩარიანები არ ცნობენ ყარსის ხელშეკრულებას და ეშმაკურად აცხადებენ, რომ რაკი ის ხელშეკრულება «ოკუპირებულ სომხეთს» საბჭოთა რუსეთმა მოახვია თავს, «დამოუკიდებელი» სომხეთისათვის იმ «ქაღალდს» არანაირი მნიშვნელობა არა აქვსო.
«დემოკრატიული რუსეთი» იგივე ვირეშმაკურ არგუმენტს იშველიებს ფარულად.
მაგრამ იმავე ყარსის ხელშეკრულებამ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის; ამიტომ როდესაც 1992 წელს გაფორმდა «ჩარჩო ხელშეკრულება» საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის, ამ დოკუმენტში «ყარსის» ხსენება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო; აქედან გამომდინარე, შევარდნაძის ადმინისტრაცია მოიქცა აბსოლუტურად სწორად, როდესაც 1992 წლის დოკუმენტში შეიტანა პუნქტი: «ყარსის ხელშეკრულებამ საბოლოოდ დაადგინა საზღვარი საქართველოსა და თურქეთს შორის», რაც შეეხება «ტვირთების თავისუფალ, უბაჟო მოძრაობას», საქართველოსთვის ეს წამგებიანი პუნქტი ყარსის ხელშეკრულებისა მთლიანად განეიტრალდა და გაბათილდა 1992 წლის დოკუმენტის შემდეგი დებულებით: «მხარეები იხელმძღვანელებენ ყარსის ხელშეკრულებით საერთაშორისო «ვალდებულებების, არსებული პრაქტიკისა და თავიანთი «კანონმდებლობის» შესაბამისად»;
ანუ ყარსის ხელშეკრულების პუნქტები «თავისუფალი ვაჭრობის» შესახებ გაუქმდა, ვინაიდან ეწინააღმდეგება არსებულ პრაქტიკას (80 წლის განმავლობაში არ უმუშავიათ) და ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
თურქეთის პოზიციას, მთლიანობაში, ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, განსაზღვრავს ის გარემოება, რომ სომხეთს (ვიმეორებ) არ სურს აღიაროს ეს ხელშეკრულება, ანუ არ სურს ცნოს სახელმწიფო საზღვრები;
ამიტომაც მოითხოვდა თურქული დიპლომატია ასე დაჟინებით «ყარსის» ხსენებას თუნდაც საქართველოსთან გაფორმებულ დოკუმენტში; ამით «ყარსმა» ლეგიტიმურობა განიმტკიცა;
შეგახსენებთ, რომ ყარსის დოკუმენტს ერთდროულად (რაც მნიშვნელოვანია) მოაწერეს ხელი, 1921 წლის ოქტომბერში, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის «საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების» წარმომადგენლებმა. ,,
http://experti.ge/1999karsis_xelshekruleba.htm
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com