#46970113 · 10 Feb 2016, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამეს არასწორს ამბობს?! ...
პაატა ქურდაძე - Paata Kourdadzé 20 წთ · გუშინდელ ტელე კლოუნადას - "არჩევანს" ვუყურე გადახვევებით.. განა კურიოზი არ არის, რუსთავი 2 სგან მაესტროს შესაძლო ახალი დირექტორის პოლიტიკურ მოტივებზე ლაპარაკი, როდესაც დირექტორად ყოფილი ხელისუფლების ერთერთი სკანდალური ფიგურანტი, საკარნავალო ტელევარსკვლავად გადაცმული - ყოფილი გენერალური პროკურორი, იუსტიციისა და განათლების მინისტრი ნიკა გვარამია ჰყავს? ნასტუდენტარი პროკურორი, რომელიც ამ არხის დირექტორად ზუსტად ისევე მოავლინა საააკაშვილმა 2012 ში არჩევნების დამარცხების შემდეგ, როგორც ფიდელ კასტრომ ჩეგევარა - ბოლივიაში პლორეტარიატის დიქტატურის დასამყარებლად... და რომელსაც არასდროს დაუმალავს თავისი პოლიტიკური ანგაჟირება? შესაძლოა მართლაც იყოს ლევან გაჩეჩილაზე ხელისუფლების კაცი - ამაში ჩემთვის პირადად გასაკვირი არაფერი არ იქნებოდა და ჩვენ ყველას გვაქვს უფლება ამაზე ვილაპარაკოთ... მაგრამ მოდით პატიოსნად ვთქვათ, თუკი სააკაშვილისა და ნაციონალების კაცს - გვარამიას აქვს უფლება მედიაპლურალიზმის კონტრფაქტი დროშით ხელში იბრძოლოს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, თუ კი საზოგადოებრივი არხის ისტორიაში ყველაზე უინტერესო პერიოდის ყველაზე პარტოკრატ ექსდირექტორს, თამარ კინწურაშვილს აქვს უფლება დაირქვას მედია ექსპერტი და დღევანდელი საზ მაუწყებლობის თავისუფლებაში ეჭვი შეიტანოს...რატომ არა აქვთ უფლება ძმებს გაცეჩილაძეებსა და მათ მომხრე აქტივისტ "ექსპერტებს" იგივეს უფლება ? იმედი მაქვს ეჭვი არავის ეპარება, რომ ნაციონალების დაბრუნების შემთხვევაში გვარამია ისევ გადმოაბრუნებს თავის დიმა ბილანისეურ საესტრადო "პაპსა" კოსტუმს, ერთი დღეც არ გაჩერდება ტელევიზიაში და ისევ რომელიმე მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკად მოგვევლინება.. არც რუსთავი ორი დაიწყებს თავისი ყოფილი დირექტორისა და მისი უკრაინიდან მეორედ მოსული მესიის კრიტიკას, არც მადამ კინწურაშვილი დარჩება თავის Рога и копыта მედია ნჯოში...საქართველოში კვლავ ნაციონალური რ2 ინფორმაციული სამოთხისმკაცრი შრომა-გამოსწორების რეჟიმი დამყარდება და პლურალიზმი მხოლოდ ჩვენს ნატანჯ გულებში დარჩება, ძვირფასი გარდაცვლილი მოგონების მონუმენტივით.
|