კურთხევა შეგეწევა ყველა კეთილ საქმეში
თუ დიდი გზა გაქვს შეგიძლია აკურთხებიო შენი მანქანა

, მაგრამ უფრო ჭკვიანური იქნება თუ შენს თავს დაალოცვინებ დიდი გზის წინ, რომ მამაოს ლოცვა შეგეწიოს რთულ სიტუაციებში და განსაცდელი აგცდეს.
როცა რამე საქმეს იწყებ - წესით უნდა გააცნო მამაო საქმის არსში და იმან უნდა გაკურთხოს, რომ ეს საქმე კეთილი მიმართულებით წავიდეს.
სულ ესაა კურთხევის და დალოცვის არსი
ბიბლიიდან ციტირებას ვერ გაგიკეთებ - მამა შვილებს აკურთხებს ხოლმე, ეს ხშირია ბიბლიაში
რა თქმა უნდა კაცის კვლაზე და კაზინოებზე კურთხევა ვერ იქნება
(იყო ასეთი შემთხვევაც მრავალი წლის წინ - როცა მამაომ (გაუცნობიერებლად) კაზინო აკურთხა და მაგას დიდი ხმაური მოჰყვა - ოღონდ ეკლესიის შიგნით და ხალხს არ გაუგია ეს)
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, თუ ადამიანს სწამს, რომ მისი აიფონი უკეთ იმუშავებს თუ აკურთხებენ,
კი ბატონო აკურთხებინოს
შეიძლება რაღაც განსაკუთრებული საქმისთვის სჭირდება ეს აიფონი - წესით უნდა აუხსნას რატომ ითხოვს მის კურთხევას.
მთავარი კი რწმენაა - თუ ადამიანს სწამს - შეეშვით რა
სწამდეს.
პ.ს.
მე პირადად მქონია შემთხვევა, როცა რაღაც რთული მარშრუტი გველოდა წინ ან რამე საქმეს წამოვიწყებდი - ვთხოვდი კურთხევას მამაოს,
დიდ გზაზე ყოველთვის დავალოცვინებ ხოლმე თავს ჩემს მამაოს
და ყოფილა შემთხვევა - მართლა აგვცილებია მართლა ხიფათი.
მამაოსგან ნაკურთხი საქმე კი ზოგჯერ ისე მიდის წყალივით - დაბრკოლებაც კი არ გვაქვს ხოლმე.
ხდება ასეთები

პ.ს.ს
რაღაც არსებობს
