„თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლი რუსეთში არ იგეგმება“ - კულტურის მინისტრი-თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლები რუსეთში არ იგეგმება. თქვენ ალბათ გულისხმობთ ქალბატონი ნინო ანანიაშვილის მიწვევას მისი პედაგოგის საღამოზე მოსკოვში, და არა ოპერის და ბალეტის გასტროლზე.
- თქვენმა წინამორბედმა გააკეთა განცხადება, რომ შესაძლოა განხორციელდეს თბილისის ოპერისა და ბალეტის გასტროლი მოსკოვში?
სამინისტრო არ გეგმავს ასეთ გასტროლს. რომ ყოფილიყო ასეთი რამ გეგმაში, ნამდვილად არ დაგიმალავდით. ის, რაც ჩემთვის ცნობილია მოსკოვთან მიმართებაში, ნინო ანანიაშვილის პედაგოგმა, სამწუხაროდ გვარი არ მახსოვს, თავის საღამოზე მიიწვია ნინო და თუ ქალბატონი ნინო ჩათვლის საჭიროდ, გარკვეული პროექტის წაღებას მე ვფიქრობ, რომ ამაში არაფერი ცუდი არ არის.
- თუ შემოთავაზება დარჩა, როგორი იქნება თქვენი პოზიცია დასის გასტროლთან დაკავშირებით მოსკოვში?
- ეს არ უნდა იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ღონისძიება. თუ წმინდა პროფესიული თვალსაზრისით რომელიმე შემოქმედებითი გაერთიანება, კავშირი, ორგანიზაცია, ან პროდიუსერი მოიწვევს დასს, მე წინააღმდეგი არ ვიქნები.
http://www.newposts.ge/?l=G&id=99312-%E1%8...%83%A0%E1%83%98