#46985550 · 12 Feb 2016, 10:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | რამდენი ვითომ მღვდელი ჰყავთ შეგზავნილი საქართველოს ეკლესიაში სექტანტებს, იმდენი პასუხი საპატრიარქომ უნდა აგოს? |
პასუხი აგოს რას ნიშნავს? მსგავსი ფაქტები უნდა აღკვეთოს.
| QUOTE | | დამნაშავეთა და "დამნაშავეთა" ძებნა იზუიტებმა მოიგონეს. |
??????????????????????????????????????????????????????????
| QUOTE | | აქ კაი ფორუმია და ტანკში ზიხარ, მაგრამ ერთხელად უადგილო ადგილას წამოგცდება და მერე სინანული გვიანი იქნება. |
პირველ რიგში ასეთი განცხადებებია მართლმადიდებლობის დამაზიანებელი და მტერი. წამოცდება და რა? ჯვარზე გააკრავენ? მსგავსს ყურადღება არც უნდა მიაქციო და გაქრება ვითომც არ ყოფილა.
| QUOTE | მე ძაღლის თავს მაღაზიის უფროსსა და თანამშრომლებში ვხედავ ადამიანს შეგიძლია აკურთხებინო სახლი, აგარაკი, სამსახური და ა.შ. სადაც გინდა და როგორც გინდა, მაგრამ არაა სწორი დააგდო ვიდეო და თან ისეთი კუთხით როგორც გინდა ამ ხალხს კიდევ მეტი საქმე ხო არ აქვს არავის გიკურთხებიათ ან სახლი ან ჯვარი ან სამაჯური? დაგცინათ ვინმემ? ყველაფერზე ერთუჯრედინი ღლიცინი დაბალი დონის საზოგადოებას ნიშნავს და ძალიან ტეხს აი უძალიანესად |
ძაღლის თავი მაღაზიის მფლობელი/მენეჯერია, ვინც დაგეგმა მოკლედ. თუმცა, აქ ასევე არ ვიცით იმ მღვდელმა იცოდა თუ არა რომ კამერით გადაიღებდნენ და შემდეგ გამოქვეყნდებოდა ეგ ვიდეო? ასევე არ ვიცით რა პირობები შესთავაზეს და ა.შ. მოკლედ აქ იდავებს ხალხი აბა რას იზამს, ზოგი გაბოროტებული ყველაფერ უკუღმართს დააბრალებს დაუფიქრებლად, ზოგი არადაფიქრებული კიდე მეორე მხარეს გაამართლებს ყველაფერში გინდ ყელი გამოეჭრათ ვინმესთვის. მოკლედ დომხალია. ასეთია ცხოვრება.  | QUOTE | | მაინდამაიც უნდა მოგდონ რომ დაწყნარდეთ? ხო ახლა კომპიუტერებს ხართ ამოფარებული და ამიტომ აიშვით მაგრამ როგორც ცხოვროებთ ასე სხვისი ცხოვრებით წარმოდგენაც არ მინდა როგორი უბედურები ხართ. |
(y) როგორც ზემოთ დავწერე უკვე, პირველ რიგში ასეთი განცხადებებია ჩვენივე რელიგიის მტერი. ასე რომ ან განზრახ აკეთებ ამას ან არ გაქვს გაცნობიერებული რომ ამით უფრო დიდად აკნინებ მართლმადიდებლობას ვიდრე იმათი ქმედება ვინც ღიად შეურაცხყოფს. -- ეხლა რაც შეეხება ზოგადად თემას, ვისაც როგორც უნდა ისე გააკრიტიკებს ან მოიწონებს და ა.შ. მაგრამ ვიღაც მაღაზიის მენეჯერის უსინდისო ქმედებას სხვების რწმენასთან რა კავშირი აქვს? ან ზოგადად თუნდაც იმ მღვდელმა იცოდა წინასწარ და გინც საკმაო ფულიც აიღო ამაში და ისიც უსინდისოა დავუშვათ, მერე ამას სხვების რწმენასთან რა კავშირი აქვს?  ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშოთ ყველა, გინდა 99% უვარგისი იყოს იმ 1%-ის გამო მაინც არ უნდა მოხარშო ერთ ქვაბში. - და საერთოდაც, გამოხმაურება რომ არ მოყოლოდა ამ ფაქტს, იმ უსინდისო მენეჯერს კოვზი ნაცარში ჩაუვარდებოდა და მორჩებოდა ასე ყველაფერი.
|