რატომ ამბობ ამას? მე ყველა თემაში ვგრძნობ ღირსებას რომ ქართველი ვარ.
და ამ თემაშიც.
ჩვენ გვაქვს ის რაც არა აქვთ სხვებს - მრავალი ხმა - ერთ სიმღერად.
მარავალი და ერთი -
ეს პრობლემა სახელოვნებო ენაზე გადაჭრა ხალხმა, მაშინ როცა ძველი ბერძნები ტვინს იჭყლეტავდნენ ამაზე (ვხუმრობსავით

)
ჩემთვის "ქართველი" - ნაციონალობა არაა. ის ადამიანის ღირსებაა.
ამის თქმა უნდათ იმ ღირსეულ უცხოელებს, როცა ამბობენ ხოლმე -"მე ვგრძნობ რომ ქართველი ვარ" ან -"საქართველო ჩემი სამშობლოა" და ა.შ.
ჩემთვის ქართველი- ეს არის ადამიანური ღირსების სტატუსი. ეს არის რანგი უმაღლესი ზნეობისა და მორალური აზროვნებისა.
აქედან გამომდინარე ჩემს ხედვაში ქართველი სულაც არ არის ქართული სახელ-გვარის მქონე და ქართულ ენაზე მოლაპარაკე არსება 500 სიტყვიანი ლექსიკონით.
ქართველი შეიძლება იყოს ამერიკელიც და გერმანელიც, თუკი აკმაყოფილებს იმ უმაღლეს სტანდარტებს ადამიანობისა, რაც ჩვენმა გენიალურმა კულტურამ დაბადა როგორც ზოგადადამიანური იდეალის სწორუპოვარი ნიმუშები!
ბედნიერი ვარ რომ ქართველი ვარ და ადამიანისა და სულის სიყვარული შემიძლია.
გმადლობ ღმერთო.
This post has been edited by annavita on 14 May 2016, 12:49
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო