რატომ გგონიათ რომ რუანდა ნაკლებ განვითარებული ქვეყანაა ვიდრე საქართველო? რუანდა ერთ-ერთ განვითარებულ ტურისტულ ქვეყანად გარდაიქმნა ბოლო წლებში და ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. გენოციდამდე რუანდა ფრანგულ ენოვანი ქვეყანა იყო, მაგრამ გენოციდის შემდეგ მათ უარი თქვეს ფრანგულ ენაზე და სწრაფად გადავიდნენ ინგლისურ ენაზე რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მათ განვითარებას.
საქართველომ ვერ შესძლო დაემკვიდრებინა სხვა ერებთან კომუნიკაციის ენად ინგლისური და უმეტესობამ ინგლისური არ იცის.
აპარატურა რაც შემოდის საქართველოში (სარეცხი მანქანები, მიკროტალღური ღუმელი ...) ყველაფერი რუსულენოვანია. ვერ ვიშოვე ასეთი აპარატები ინგლისური წარწერებით და გამყიდველები ამბობენ რომ ინგლისურ ენოვან წარწერებიან აპარატურაზე მოთხოვნა არ არის ამიტომ შემოაქვთ რუსულენოვანი. მოკლედ საქართველოში მაცხოვრებლების ტვინებში უფრო მეტი პრობლემებია ვიდრე რუანდელების ეს ჩემი დაკვირვებით