გასულ კვირას, ჩემი ძმაკაცი ჩასვეს ნახევარი გრამი ექსტაზის გამო, 2 წლის შვილი ყავს, ბლომად ფული 'ჩაატანინეს', ერთადერთ საცხოვრებელ ბინას კარგავს და ბოლო დროს ისეთი რაღაცეები გადახდა მტერს არ ვუსურვებ, ოღონდ მართლა; ვისაც საქართველოდან ცხვირი 2 კვირით მაინც გაუყვია ყველამ იცის რომ ექსტაზი
საკმაოდ პოპულარული კლუბური ნარკოტიკია და რამოდენიმე ათწლეულების განმავლობაში დასავლეთ ქვეყნებში (ბერლინის გართობის ინდუსტრია მაგ. მთლიანად ე.წ. 'საკლუბო' ნარკოტიკებზე დგას) ძალიან ბევრი
ხალისათვის ყოველკვირეულ გართობის საშუალებას წარმოადგენს, იმას არ ვამბობ რომ ამას მივესალმები, პირიქით კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ქიმიური ნარკოტიკის და ოპიატების ნებისმიერი ფორმით,
ერთადერთი რაზეს ძალიან მწყდება გული რომ უამრავ ხალხს უნადგურდება ისედაც განადგურებული ცხოვრება
და ციხე პრაქტიკულად ბოლო შანსს უსპობს გამოჯანმრთელების.
წლების წინ როდესაც ბლომად ხალხი იძახდა რაც ციხეებში ხდება, მაგას ყურადღებას არ ვაქცევდი, რაღაცა დოზით არ მჯეროდა, რაღაცა დოზით უნდა ვაღიარო რომ მეკიდა და საბოლოო ჯამში იმ ბოროტების არაპირდაპირ, მაგრამ თანამონაწილე გავხდი; ასევე ხდებიც თქვენ თანამონაწილეები ამ ბოროტების და
არაპირდაპირ წირავთ ზოგ ხალხს სიკვდილზე (მაგ. სინთეტური ნაგვისაგან) და ზოგს კი განდაგურებულ ცხოვრებაზე, ძალიან ძალიან საწყენია რომ მზად ხართ გაწიროთ ხალხი რომელმაც თქვენ ამ ქვეყანაზე საერთოდ არაფერი არ დაგიშავათ
For what shall it profit a man, if he shall gain the whole world, and lose his own soul?
Mark 8:36