ბეჟან პატჷნი, ბევრჯერ მილაპარაკია ამ საკითხზე ამ ფორუმზე და მათ შორის შენთანაც, ადრე.
შენი შეხედულებების შესახებაც კარგად ვიცი.
ვიცი, რომ მემკვიდრეობად მიიჩნევ ამ ენებს და სასკოლო პროგრამაში გაკვეთილების დამატების მომხრე ხარ.
თუმცა, არ გეთანხმები იმაში, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ დონეზე უნდა ექცეოდეს ყურადღება.
მართალია, კონკრეტულ კონცეფციებს და გეგმებს არ ვწერ აქ, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვი ჩემ აზრს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ისწავლებოდეს ქართველური ენების კურსი.ეს უნდა იყოს უფრო
გაცნობითი ხასიათის.
მასში უნდა შედიოდეს:
გრამატიკის შედარებითი ანალიზი,
გარკვეული ლექსიკური მარაგი,
ფრაზები,
მცირე სასაუბრო,
ამ ენების ისტორია,
მათი რაობა...ეს არის
მინიმუმი, რაც მგონია, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
ამ გზით მეგრელების და სვანების დონეზე ვერ ისწავლიან სკოლაში ბავშვები მეგრულს და სვანურს, მაგრამ მთავარი მიზანი უნდა იყოს ქართველური ენების შესახებ გარკვეული წარმოდგენის შექმნა, მცირე ცოდნის მიცემა, გაუცხოების მოსპობა ამ ენების მიმართ, რაც არაა დღეს უცხო გარკვეულ ნაწილში, სამწუხაროდ.
ეს არის ქართველი ერის კიდევ უფრო მეტად შეკავშირების, ერთობის განმტკიცების გზა!
არ უნდა იყოს სავალდებულო მეგრულის და სვანურის მაღალ დონეზე სწავლება
მთელი ქვეყნის მასშტაბით.თუმცა,
ვისაც სურვილი ექნება, უნდა ჰქონდეს ამის პირობები და ინტერნეტის ეპოქაში ეს არაა ძნელი საქმე.
არის ონლაინ თვითმასწავლებლები, სხვადასხვა საიტები.
მაგალითად, ძალიან პოპულარული საიტია ,,ლაივმოჩა" (Livemocha), სადაც შეიძლება მეგრულის დამატებაც.
უფლება მოპოვებულია ხმების მიცემის გზით და მაგ საიტის წარმომადგენელს უთქვამს, ძალიან ბევრი ადამიანი აქტიურობდაო...
სიტყვაზე, მე ხომ გავაკეთე თვითმასწავლებლისმაგვარი. ხომ არის ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი?
ან ვისთვის გავაკეთე ეს?
გავაკეთე მეგრულის სწავლის მსურველთათვის, რომელთაც ან არ იციან ენა, ან ცოტა იციან.
აუცილებლად უნდა გაკეთდეს უფრო პროფესიონალური, უფრო ვრცელი თვითმასწავლებლები.
გარდა ამისა, თუ ტელევიზია გაკეთდა მეგრულად და სვანურად, თუ რადიო გაკეთდა, თუ ფილმები ითარგმნა და ა.შ.
ვინმე დაუმალავს დანარჩენ ქართველებს? მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად დასჭირდებად და რამდენად ექნებათ ინტერესი...

ასევე, სიტყვაზე, თუ ვინმეს უნდა წაკითხვა, დამალულია მეგრული ვიკიპედია?

რა, ცხენისწყალს იქით დაბლოკილია ეს საიტი, თუ როგორაა საქმე?

ახლა რაც შეეხება სამეგრელოს და სვანეთს.
იქ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ამ საკითხს.
მაგალითად:
იქ ცოტა უფრო საფუძვლიანად უნდა ასწავლონ ადგილობრივი ენები.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგრული და სვანური სკოლები გაიხსნას.
სიტყვაზე, თუ ქართველური ენების კურსისთვის საკმარისი იქნება კვირაში ერთი საათი მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამეგრელოში და სვანეთში 3, ან 4 საათი რომ დაეთმოს...
თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვი, ეს არაა კონკრეტული გეგმა და კონცეფცია.
საუბარი და მსჯელობა შეიძლება სხვადასხვა დეტალებზე.
და კიდევ, აბსურდია ის, რომ თუ რეგიონების დონეზე მეტი ყურადღება მიექცევა ამ ენებს, ქართულის ადგილი აღარ დარჩება და გამოიდევნება.
ამის შესახებაც ბევრჯერ დამიწერია და ამ თემაშიც დავწერე.
აგერ პოსტიც:
სვანური ენის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოს ერთერთისაუნჯე (post #47047956)მაგრამ ვისაც მივწერე, მან არ წაიკითხა.

დაღუპულან მაშინ ევროპის ის ქვეყნები, სადაც რეგიონალურ და უმცირესობათა ენების ქარტია მოქმედებს.

აქამდე 25-მა ქვეყანამ მოახდინა მისი რატიფიკაცია. ესენია:
სომხეთი, ავსტრია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია,
კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, დანია, ფინეთი, გერმანია,
უნგრეთი, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო,
ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი,
სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.
არ დაქცეულან ეს ქვეყნები.1999 წელს აიღო ქართულმა სახელმწიფომ ქარტიის რატიფიკაციის ვალდებულება.
ერთ წელიწადში უნდა მომხდარიყო ეს, მაგრამ თავშეკავების პოლიტიკა მოქმედებს დღემდე.
პერიოდულად გვახსენებენ ხოლმე ევროპელები ამას.
მართალია, ქარტიის რატიფიკაცია არ უნდა იყოს ჩვენი თვითმიზანი.
მთავარია სურვილი და მონდომება იყოს და ქარტიის საშუალებით შევინარჩუნებთ ამ ენებს, თუ რაიმე სხვა ქმედით მექანიზმებს და ფორმებს შევარჩევთ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
თუმცა, მგონია, რომ მოვა დრო და მოგვიწევს შეერთება ჩვენც...
პ.ს.
ბეჟან პატჷნი,
თუ არ დაგეზარება და ჭიჭე დრო გექნება, ამ თემის 8-11 გვერდები ნახე.
საკმაოდ ბევრი მაქვს დაწერილი რაღაცებზე.
This post has been edited by ფორცხოლი on 24 Feb 2016, 02:03
. .