#47136199 · 28 Feb 2016, 15:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გიკვირთ, რომ ასე იქცევიან? ჩამოსულები არიან ისეთი ქვეყნიდან სადაც წესრიგი არ არსებობს და ქუდის დახურებაც უცხო ქვეყანაში, მითუმეტეს ასეთ ასაკში მარტივი არაა. ადაპტირებააა საჭირო და ესე სწრაფად არ ხდება ეს! გაიზარდნენ ისეთ ქვეყანაში, სადაც ყურშიტაშვილების მსგავსი ხალხია, სადაც მაღალი რანგის ტიპები ჯარიმებს არ იხდიან აქაოდა პარლამენტარი ვარ ან რომელიღაც ორგანოს თანამშრომელიო და ეგ როგორ მაკადრეთო, სადაც ფეხით მოსიარულეთა ტროტუარები მანქანებითაა სავსე და კაცი გამკითხველი არ ყავს წლების მანძილზე. ის ქვეყანაა რომელთა დიპლომატებიც საზღვარგრეთ მანქანებს იქ აყენებენ სადაც გაეხარდებათ და ჯარიმები კიდიათ მარტივად რომ ვთქვათ.... ამიტო ამათი ქცევა დიდად გასაკვირი არაა, რადგან შვილი მშობლის სარკეა ხშირად. თუმცა მათ ჯერ კიდევ აქვთ შანსი ორგანიზებულ საზოგადოებაში განვითარდნენ და ბევრი სიმახინჯე გადააფასონ. საზოგადოებრივი წესრიგის სხვა საფეხურზე ავიდნენ სწორედ იმ მრავალათასიანი კანონმორჩილი მოქალაქეების გამო, რომლებიც მათ უკან არ გაყვნენ.. დარწმუნებული ვარ მათი მანქანის ნომრები დაფიქსირებულია დარღვევის გამო....ყველა ის საზოგადოებრივი სტიგმა, რომელშიც ცხოვრობს ადამიანი, ადრე თუ გვიან პიროვნების ცხოვრების წესს ერგება ან არგებენ.. ეს უტრირებული და ცალმხრივი შეფასებები ობიექტურობას ცდება ხშირად და როცა განვსჯით რამე ან ვინმე კონკრეტულს, მაშინ საჭიროა ყველა კუთხიდან დავაკვირდეთ ვითარებას. კანონმორჩილებას სახელმწიფო, საზოგადოება ასწავლის ადამიანს და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მხრივ ვერაა მოწოდების სიმაღლეზე და კარგა ხანი ვერც იქნება,მაშინ მათი ქცევა სტანდარტულია და მეტიც მათი თვალთახედვით "ნორმალური"
This post has been edited by oshi on 28 Feb 2016, 16:03
--------------------
♫♥♫
|