Dark_Angellმეოთხე წელი მიდის. ჯერ მათი სარჩელი უნდა მოვიგო ბოლომდე. მერე იწყება თავიდან, ზარალის მოთხოვნა. ხუთი პროცენტია ბაჟი, ან მაქსიმუმის მოთხოვნისას 5000 ლარი შპს-ზე. ვნახოთ როგორ გავქაჩავ
* * *
2014 წლის 30 ივნისის მონაცემებით, ქვეყნის წამყვანმა კომერციულმა ბანკებმა 86 379 362 ლარის ქონება მიიღეს. “საქართველოს ბანკმა” _ 62 902 195 ლარის, “ლიბერთი ბანკმა” _ 85 442 ლარის, “ვი თი ბი ბანკმა” _ 5 065 382-ის, “კაპიტალ ბანკმა” _ 28 445-ის, “ბი თი ეი ბანკმა” _ 2 157 852-ის, “პროკრედიტ ბანკმა” – 2782-ის, “ბანკმა კონსტანტამ” _ 1 829 220-ის, “ფინკა ბანკმა” _ 2590-ის და “ბანკმა რესპუბლიკამ” _ 2 720 579 ლარის ღირებულების ქონება ამოიღეს მოსახლეობისგან.
2014 წლის თებერვლის მონაცემებით, “საქართველოს ბანკი” 100%-ს ფლობს სადაზღვევო კომპანია “ალდაგი ბისი აი”-ში, შპს “თელიან ველში” _ 51,23%-ს, შპს “ინტერტურში” _ 99,99%-ს, შპს “ჩემ კლინიკაში” _ 51%-ს, შპს “კავკაზუს ავტოჰაუზში” _ 100%-ს, პროფესიულ საკალათბურთო კლუბ “დინამოში” _ 100%-ს და ა. შ.
გენერალური დირექტორი, ბატონი გილაური გამოდის და ამბობს, 100 %-ით მართლები რომ ვიყოთ, მაშინ ბანკირები არ ვიქნებოდითო და ეს რატომღაც რეაგირების გარეშე რჩება.